დილარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

„დილარიანი“ — ქართული მწერლობის ჩვენამდე მოუღწეველი ძეგლი, საგმირო-სათავგადასავლო ხასიათის თხზულება. მისი არსებობა დასტურდება XII საუკუნის ლიტერატურული წყაროების („თამარიანი“, „ვეფხისტყაოსანი“) მიხედვით. თხზულების სათაური უნდა ყოფილიყო „დილარიანი“ ან „დილარგეთიანი“. ავტორობა მიეწერება სარგის თმოგველს. 1896 წელს ზ. ჭიჭინაძემ შეცდომით „დილარიანად“ მიიჩნია „ამირანდარეჯანიანის“ გაგრძელებათა ციკლი. XIX საუკუნის დასაწყისში „დილარიანი“ უწოდა პეტრე ლარაძემ ლექსნარევი პროზით დაწერილ თავის ვრცელ თხზულებას, რომელშიც აღწერილია აბაშეთის მეფის დილარის ხიფათიანი თავგადასავალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]