დიკ სხოფი
დიკ სხოფი | |
---|---|
ნიდერლ. Dick Schoof[1] | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 8 მარტი, 1957[1] (68 წლის) |
დაბადების ადგილი | Santpoort, ნიდერლანდები[1] |
მოქალაქეობა |
![]() |
განათლება | Radboud University[2] და Scholengemeenschap De Grundel |
დიკ სხოფი (ნიდერლ. Dick Schoof; დ. 8 მარტი, 1957) — ნიდერლანდელი პოლიტიკოსი. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი 2024 წლის 2 ივლისიდან.[3]
სხოფი 2020-2024 წლებში მუშაობდა იუსტიციისა და უსაფრთხოების სამინისტროს გენერალურ მდივნად, 2018-2020 წლებში ზოგადი დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ დირექტორად და უსაფრთხოებისა და ანტიტერორიზმის ეროვნული კოორდინატორის თანამდებობაზე 2013 წლიდან 2018 წლამდე. იგი იყო იუსტიციისა და უსაფრთხოების სამინისტროს გენერალური დირექტორი იყო 2010-2013 წლებში და საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების გენერალური დირექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამეფოს ურთიერთობათა სამინისტროში 2003-2010 წლებში.
2025 წლის 3 ივნისს სხოფის კაბინეტი დაიშალა მას შემდეგ, რაც თავისუფლების პარტია გავიდა კოალიციიდან. სხოფმა განაცხადა, რომ გადადგებოდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, მაგრამ დარჩებოდა დროებითი ვადით, სანამ არ ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Parlement.com
- ↑ Kouwenhoven A., Versteegh K. Mister Veiligheid neemt alle ruimte — NRC, 2015.
- ↑ Blacquière, Jan; Bovenkamp, Niels van den. Geboren katholiek, die door de jaren heen krasjes opliep. Wie is Dick Schoof, de beoogd premier? nl-NL (28 May 2024). ციტირების თარიღი: 28 May 2024
- ↑ Dutch PM steps down after Geert Wilders quits coalition (2025-06-03).