დიკ ევანსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიკ ევანსი
Dik Evans 2011.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რიჩარდ გ. ევანსი
დაბ. თარიღი 1950-იანები
დაბ. ადგილი დუბლინის საგრაფო, ირლანდია
ჟანრ(ებ)ი არტ-როკი, პოსტ-პანკი, ალტერნატიული როკი
საქმიანობა მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
აქტიური 1976–დღემდე
ასოციაციები The Virgin Prunes, The Screech Owls, U2

რიჩარდ "დიკ" ევანსი — მუსიკოს დეივ ევანსის (The Edge-ის), როკ-ჯგუფ U2-ს გიტარისტის წევრის ძმა.

U2-ს პირველ შემადგენლობაში, რომელსაც "The Hype" ერქვა[1][2], ძმები უკრავდნენ ერთსა და იმავე გიტარაზე, რომელიც შინაურ პირობებში დაამზადეს[3]. ეჯი მუსიკოსის კარიერის არჩევას მიაწერს ძმის მხრიდან გავლენას.

The Hype თავისი არსებობის მცირე პერიოდის შემდეგ გარდაქმნილი იქნა. მუსიკოსები შეთანხმდნენ, რომ სამი გიტარისტი (ძმები და ბონო) უკვე ზედმეტია. უკანასკნელი კონცერტი ამ შემადგენლობით გაიმართა ჯერ The Hype-ს სახელით, შემდეგ კი - დიკის გარეშე, U2-ს სახით.

აღნიშნული კონცერტის შემდეგ დიკმა დატოვა U2 და ყურადღება სწავლაზე გადაიტანა. მოგვიანებით ის გახდა ჯგუფების The Virgin Prunes[4][5] და The Screech Owls წევრი.[6]

უკანასკნელ პერიოდში მან წვლილი შეიტანა ახალი ირლანდიური მუსიკის ფესტივალში Snakes & Ladders, რომლის კურატორი არის The Virgin Prunes-ის ყოფილი წევრი, დენიელ ფიგიზი. [7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Irish Rock Discography: U2. წაკითხვის თარიღი: 14 September 2013.
  2. (2001) Baker's Biographical Dictionary of Musicians, 9th. 
  3. On the Edge of Success. U2 Magazine No. 3 (1 May 1982). წაკითხვის თარიღი: 6 November 2007.
  4. Ankeny, Jason. Biography: Virgin Prunes. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 18 June 2010.
  5. Dik Evans. წაკითხვის თარიღი: 6 September 2013.
  6. Irish Rock Discography: The Screech Owls. წაკითხვის თარიღი: 14 September 2013.
  7. On The Nature Of Electricity & Acoustics. წაკითხვის თარიღი: 15 September 2013.