ლეონარდო დიკაპრიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დიკაპრიო, ლეონარდო)
ლეონარდო დიკაპრიო

დიკაპრიო 2016 წლის ოქტომბერში
დაბადების სახელი ლეონარდო ვილჰელმ დიკაპრიო
დაბადების თარიღი 11 ნოემბერი, 1974 (1974-11-11) (49 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, კინოპროდიუსერი
აქტიური 1989 - დღემდე
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში (2004)
საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში (2013)

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში (2015)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი

გადარჩენილი (2015)
საიტი leonardodicaprio.com

ლეონარდო ვილჰელმ დიკაპრიო[1] (ინგლ. Leonardo DiCaprio; დ. 11 ნოემბერი, 1974) — ამერიკელი მსახიობი და კინოპროდიუსერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონარდო დაიბადა და აღიზარდა კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში. დიკაპრიოს მამა წარმოშობით იტალო-გერმანული ფესვების ოჯახიდანაა, ხოლო დედა, ირმელინ დიკაპრიო (ქალიშვილობაში ინდენბირკენი), დასავლეთ გერმანიაში, ორ-ერკენშვიკეში დაიბადა. მისი მამა იყო ვილჰელმ ინდენბირკენი, ხოლო დედა — რუსი ელენა სმირნოვა, რომელმაც რუსეთიდან გერმანიაში გადასვლის შემდგომ იქორწინა და ქმრის გვარი მიიღო. თვითონ დიკაპრიომ, ვლადიმერ პუტინთან საუბარში, განაცხადა, რომ მისი ბაბუაც ასევე რუსი იყო, და დაამატა: „ასე რომ მე არა მეოთხედით, არამედ ნახევრად ვარ რუსი“.

სამსახიობო კარიერა დაიწყო 1990-იან წლებში გადაღებულ საპნის ოპერებსა და სიტკომებში. მათ შორისაა ტელესერიალი „სანტა-ბარბარა“. ჰოლივუდში მისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი იყო „ამ ბიჭის ცხოვრება“, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა. მას მალევე მოყვა ფილმი „რა აწუხებს გილბერტ გრეიპს“, რომლისთვისაც ის ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში. დიკაპრიო ასევე ორჯერ იყო ნომინირებული BAFTA-ზე, სამჯერ SAGs-ზე და შვიდჯერ ოქროს გლობუსზე. ის არის ოქროს გლობუსისა და ვერცხლის დათვის მფლობელი.

მან სახელი გაითქვა ჯეკ დოუსონის როლის შესრულებისთვის ფილმში „ტიტანიკი“. ამას მოჰყვა როლები ფილმებში „დამიჭირე, თუ შეძლებ“, „ავიატორი“, „სისხლიანი ალმასი“, და „დასაწყისი“. მარტინ სკორსეზეს „ავიატორით“ მან ოსკარის მეორე ნომინაცია დაიმსახურა. დიკაპრიო ასევე თამაშობს სკორსეზეს სხვა ფილმებში, „ნიუ-იორკის ბანდები“, „მიცვალებულები“ და „ჩაკეტილი კუნძული“, „უოლ-სტრიტის მგელი“.

დღეს დღეობით, მას „შვებულება“ აქვს აღებული კინოკარიერიდან რადგან 2013 წელს, ზედიზედ სამ ფილმზე იმუშავა. მათ შორის იყო „უოლ-სტრიტის მგელი“, რომელიც დაფუძნებულია ჯორდან ბელფორტის ბიოგრაფიულ წიგნზე. დიკაპრიო იყო ამ ფილმის თანაპროდიუსერი და ასრულებდა მთავარ, ჯორდან ბელფორტის როლს. ფილმისთვის მან მიიღო ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის კიდევ ერთი ნომინაცია, თუმცა ოსკარის ჯილდო მან ამჯერადაც ვერ მიიღო და ის დათმო მეთიუ მაკ-კონეჰისთან. დიკაპრიომ თქვა, რომ „უოლ-სტრიტის მგელი“, განსაკუთრებით დამღლელი იყო და ამ ფილმმა მისი ადრენალინი ბოლომდე დახარჯა, ამიტომ იგი ცოტა ხნით კინოკარიერისგან ისვენებს და ყურადღება გამახვილებული აქვს მის ქველმოქმედებით კარიერაზე.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1991 კბილოსნები 3 Critters 3 ჯოში
1992 შხამიანი სურო Poison Ivy გაი
1993 ამ ბიჭის ცხოვრება This Boy's Life ტობიას 'ტობი' ვულფი
1993 რა აწუხებს გილბერტ გრეიპს What's Eating Gilbert Grape არნი გრეიპი
1995 სწრაფი და მკვდარი The Quick and the Dead ბიჭი
1995 კალათბურთელის დღიური The Basketball Diaries ჯიმ კეროლი
1995 სრული დაბნელება Total Eclipse ართურ რიმბადი
1996 რომეო+ჯულიეტა Romeo + Juliet რომეო მონტეგი
1996 მარვინის ოთახი Marvin's Room ჰენკი
1997 ტიტანიკი Titanic ჯეკ დოუსონი
1998 რკინის ნიღაბი The Man in the Iron Mask ლუი XIV
1998 პოპულარობა Celebrity ბრენდონ დეროუ
2000 სანაპირო The Beach რიჩარდი
2001 კაფე დონს პლამ Don's Plum დერეკი
2002 დამიჭირე, თუ შეძლებ Catch Me If You Can ფრენკ ეიბიგნეილ უმცროსი
2002 ნიუ-იორკის ბანდები Gangs of New York ამსტერდამ ვალონი
2004 ავიატორი The Aviator ჰოვარდ ჰიუზი
2006 მიცვალებულები The Departed ბილი კოსტიგანი
2006 სისხლიანი ალმასი Blood Diamond დენი არჩერი
2008 სიცრუის ერთობლიობა Body of Lies როჯერ ფერისი
2008 რევოლუციური გზა Revolutionary Road ფრენკ ვილერი
2010 ჩაკეტილი კუნძული Shutter Island ტედი დენიელსი
2010 დასაწყისი Inception დომ კობი
2010 ტელესკოპი ჰაბლი Hubble საკუთარი თავი
2011 ჯ. ედგარი J. Edgar ედგარ ჰუვერი
2012 ჯანგო გათავისუფლებული Django Unchained კელვინ კენდი
2013 დიდი გეტსბი The Great Gatsby ჯეი გეტსბი
2013 უოლ-სტრიტის მგელი The Wolf of Wall Street ჯორდან ბელფორტი
2015 გადარჩენილი The Revenant ჰიუ გლასი
2016 წყალდიდობამდე Before the Flood მთხრობელი
2019 ერთხელ ჰოლივუდში Once Upon a Time in Hollywood რიკ დალტონი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Leonardo DiCpario“. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: July 29, 2015.