დიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიკა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  ხორბალი
სახეობა:  დიკა
ლათინური სახელი
Triticum carthlicum

დიკა (Triticum carthlicum) — ძველი ქართული საგაზაფხულო ხორბლის სახეობა. მოჰყავთ მთაში. დიკა შიშველმარცვლიანია, მარცვალი შედარებით ადვილად სცილდება კილს. ყვავილსა და თავთუნის კილს ფხები აქვს. სიცივისა და სოკოვანი დაავადებისადმი გამძლეა.

გავრცელებულია ძირითადად ზღვის დონიდან 900-1500 მ სიმაღლეზე. საქართველოში საგაზაფხულო ხორბლის მთავარი ჯიშია. მცირე რაოდენობით მოჰყავთ სომხეთსა და დაღესტანში.

დიკა ძვირფასი სასელექციო მასალაა. მისი პოპულაციიდან გამოყვანილია სელექციური ჯიში — დიკა 9-14, რომელიც მთიან ზონაში დარაიონებულია 1944 წლიდან დიკას 10 სახესხვაობიდან მთავარია წითელი, შავი და თეთრი დიკა, ადგილობრივი პოპულაცია — ჯავახური დიკა გავრცელებულია ჯავახეთის ზონაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დიკა&oldid=3699639“-დან