შინაარსზე გადასვლა

დიზართრია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიზართრია (ძვ. ბერძნ. δυσ-[dys-]— „ცუდი“, „ძნელი“ და ἀρθρόω[arthroo]— „ვანაწევრებ“, „დანაწევრებულ ბგერებს გამოვცემ“) — დანაწევრებული მეტყველების უნარის დარღვევა, ცალკეული სიტყვის, მარცვლისა და ბგერის (განსაკუთრებით თანხმოვნის) წარმოთქმის გაძნელება ან დამახინჯებულად წარმოთქმა. ვითარდება თავის ტვინის სხვადასხვა დაზიანების ან მბგერავი იოგების, რბილი სასის, სახისა და სასუნთქი კუნთების ინერვაციის მოშლის შედეგად, აგრეთვე „კურდღლის ტუჩის“, „მგლის ხახის“, უკბილობისა და სხვა შემთხვევებში.