დივიაკე-კარავასტას ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დივიაკე-კარავასტას ეროვნული პარკი

ალბ. Parku Kombëtar Divjakë-Karavasta

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ეროვნული პარკის ოფიციალური ლოგო, რომელზედაც გამოსახულია ხუჭუჭა ვარხვი და იტალიური ფიჭვი
დივიაკე-კარავასტას ეროვნული პარკი
მდებარეობა ფიერის ოლქი
ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი
უახლოესი ქალაქი დივიაკე, ლუშნიე
კოორდინატები 40°55′26″N 19°29′40″E / 40.923913° ჩ. გ. 19.494403° ა. გ. / 40.923913; 19.494403
ფართობი 22 230
დაარსდა 19 ოქტომბერი, 2007
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო

დივიაკე-კარავასტას ეროვნული პარკი (ალბ. Parku Kombëtar Divjakë-Karavasta) — ეროვნული პარკი ალბანეთის დასავლეთ ნაწილში, რომელიც მიზექეს ვაკიდან ადრიატიკის ზღვამდეა გადაჭიმული. პარკს დაახლოებით 222.3 კვადრატული კილომეტრის (22,230 ჰა) ტოლი ფართობი უჭირავს. დაცულ ტერიტორიაზე ძირითადად მდებარეობს ჭარბტენიანი ტერიტორიები, სანაპირო მდელოები, ჭალები, მეჩხერი ტყეები, ლერწმის მდელოები, ტყეები და ესტუარები.[1][2] დივიაკე-კარავასტას ეროვნული პარკი მნიშვნელოვანია იმ ფრინველებისა და მცენარეებით, რომლებიც ამ ტერიტორიაზე გვხვდება. გი აღიარებულია, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის ფრინველთა და მცენარეთა მნიშვნელოვანი არეალი.[3][4]

ხმელთაშუა ზღვაში ყველაზე დიდთა შორის, კარავასტას ლაგუნა რამსარის კონვენციის მიხედვით დასახელებულია და აღიარებულია, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის ჭაობი.[5][6] ის ადრიატიკის ზღვისგან გამოყოფილია ქვიშის დიდი ზოლით, რომელიც ნალექებისა და მდინარეების, შკუმისა და სემანის მყარი ჩამონატანის საშუალებით შეიქმნა.[7][8] ზღვასთან სიახლოვის გამო, დივიაკე-კარავასტას პარკში ხმელთაშუა ზღვის ჰავაა და ტემპერატურა 12 °C-დან (თებერვალში) 24 °C-მდე აგვისტოში) მერყეობს.[7]

განსხვავებულმა კლიმატმა ხელი შეუწყო ფლორისა და ფაუნის იშვიათი სახეობების დასახლებასა და განვითარებას. ბიოგეოგრაფიის თვალსაზრისით, ილირიული ფოთლოვანი ტყეები პალეარქტიკის ოლქის სუბტროპიკული ტყეები და ბუჩქნარების ბიომია.[9] ეროვნულ პარკში ბინადრობს 228 სახეობის ფრინველი, 25 სახეობის ძუძუმწოვარი, 29 სახეობის ქვეწარმავალი და 29 სახეობის ამფიბია.[10] დივიაკე-კარავასტე ასევე ცნობილია საფრთხეში მყოფი და ძალიან იშვიათი ხუჭუჭა ვარხვით, რომლის საერთო მოსახლეობის 5% სწორედ ამ ეროვნულ პარკში ბინადრობს.

ჭარბტენიან ტერიტორიებსა და ჭაობებში ხშირია წყალმცენარეები და თესლოვანი მცენარეები. ტყეები და მეჩხერი ტყეები შერეული სახისაა და გვხვდება როგორც ფოთლოვანი, ასევე წიწვოვანი მცენარეები. მცენარეთა ასეთი მრავალფეროვნება მდინარეების ხეობებისა და ზღვის ნაპირის სიახლოვითაა განპირობებული.[11][12] აქვე ბინადრობენ ისეთი ცხოველები, როგორებიცაა ჩვეულებრივი მელა, ტურა და ევროპული შველი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დივიაკე-კარავასტას ეროვნულ პარკს სტრატეგიული მდებარეობა აქვს და ის ადრიატიკის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. პარკი ძირითადად მდებარეობს 40° და 55° ჩრდილოეთ განედსა და 19° და 29° აღმოსავლეთ გრძედს შორის. მას უჭირავს 222.30 კვადრატული კილომეტრი ალბანეთის ფიერის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ის ალბანეთის ადრიატიკის ზღვის სანაპიროს მნიშვნელოვან და დიდ მონაკვეთს მოიცავს.[13] პარკთან ყველაზე ახლოს, აღმოსავლეთით მდებარეობს ქალაქი დივიაკე. დაახლოებით 35 კილომეტრის სიგრძის სანაპირო ზოლის ძირითადი ნაწილი დაბლობებსა და ვაკეებს უჭირავს და ის მდინარეების, შკუმბინისა და სემანის შესართავებს მოიცავს.

ბიომრავალფეროვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკის ტყეები მრავალფეროვანია, გვხვდება როგორც წიწვოვანი მცენარეები, ასევე ფოთლოვანი მცენარეები.[2] ტყის რესურსების დიდი ნაწილი, პირველ რიგში, მდებარეობს კარავასტას ლაგუნის ჩრდილოეთ კუთხეში, ქვიშიან პლაჟებსა და შკუმბინის ესტუარს შორის. ფლორის წარმომადგენლებს შორის დომინანტია ფიჭვი, განსაკუთრებით გავრცელებულია იტალიური ფიჭვი და ალეპოს ფიჭვი.[14][15][16] პარკში ასევე გვხვდება ხეების სხვადასხვა სახეობა, მათ შორის ღვია, ტირიფი, მუხა, მურყანი, თელა და იფანი.[14]

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი განსაკუთრებული მდებარეობიდან და სხვადასხვა ტიპის ჰაბიტატების მოზაიკური განაწილებიდან გამომდინარე, წყლის დიდმა ხელმისაწვდომობამ და რელიეფის კონფიგურაციამ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის ცხოველებისა და ფრინველების დასახლება გამოიწვია. ფაუნის წარმომადგენლები წარმოდგენილნი არიან ფრინველის 228, ძუძუმწოვრის 25, ქვეწარმავლის 29 და ამფიბიის 29 სახეობით.[10]

პარკი გადამფრენი ფრინველების სამყოფელიცაა, სადაც 228–ზე მეტი დასახლებული და გადამფრენი ფრინველიდან 15 სახეობას გადაშენების საფრთხე ემუქრება.[2][17] ეროვნულ პარკში მდებარე კარავასტას ეროვნული პარკი ერთადერთი ადგილია ადრიატიკისა და იონიის ზღვებს შორის, სადაც ხუჭუჭა ვარხვი ბინადრობს.[18][19]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Zonat e mbrojtura detare e bregdetare në Shqipëri Albanian, English (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-15. ციტირების თარიღი: 2021-04-12.
  2. 2.0 2.1 2.2 The Karavasta-Divjaka complex English. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-31. ციტირების თარიღი: 2021-04-12.
  3. Karavasta Lagoon English.
  4. Important Plant Areas of the south and east Mediterranean region English.
  5. THE PRINCIPAL ASPECTS OF THE LIMNIOLOGICAL REGIME OF KARAVASTA LAGOON SYSTEM English. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-27. ციტირების თარიღი: 2021-04-12.
  6. Raport Paraprakë Vleresim Ndikimi Në Mjedis Albanian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-31. ციტირების თარიღი: 2021-04-12.
  7. 7.0 7.1 KARAVASTA LAGOON MANAGEMENT PLAN English. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-22. ციტირების თარიღი: 2021-04-12.
  8. The ecological status of Karavasta Lagoon (Albania): closing the stable door before the horse has bolted? English (PDF).
  9. The landscape of Divjakë-Karavasta National Park in information among youth English (PDF).
  10. 10.0 10.1 The Karavasta-Divjaka complex English. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-31. ციტირების თარიღი: 2021-04-12.
  11. Zonat e mbrojtura detare e bregdetare në Shqipëri Albanian, English (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-15. ციტირების თარიღი: 2021-04-12.
  12. The landscape of Divjakë-Karavasta National Park in information among youth English (PDF).
  13. Rrjeti i zonave të mbrojtura në Shqipëri Albanian. Ministria e Turizmit dhe Mjedisit. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 September 2020. ციტირების თარიღი: 18 September 2020.
  14. 14.0 14.1 Dhimitri, Jostina; Sinani, Albina; Todi, Junilda. The landscape of Divjakë-Karavasta National Park in information among youth.[მკვდარი ბმული]
  15. Karavasta Lagoon Management Plan. რამსარის კონვენცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 September 2020. ციტირების თარიღი: 18 September 2020.
  16. Protected area gap assessment, marine biodiversity and legislation on marine protected areas. გაეროს განვითარების პროგრამა Albania (UNDP) (March 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 September 2020. ციტირების თარიღი: 18 September 2020.
  17. Karavasta Lagoon. BirdLife International. ციტირების თარიღი: 18 September 2020.
  18. Karavasta Lagoon Management Plan. რამსარის კონვენცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 September 2020. ციტირების თარიღი: 18 September 2020.
  19. Munari, Cristina; Tessari, Umberto; Rossi, Remigio; Mistri, Michele. The ecological status of Karavasta Lagoon (Albania): closing the stable door before the horse has bolted?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 September 2020. ციტირების თარიღი: 18 September 2020.