დივერგენტის სერია: მეამბოხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დივერგენტის სერია: მეამბოხე

ფილმის სერიის ლოგო
ინგლ. The Divergent Series: Insurgent
ჟანრი დისტოპიური
სამეცნიერო ფასტატიკა
მძაფრ-სიუჟეტიანი
რეჟისორი რობერტ შვენტკი
პროდიუსერი დაგლას ვიკი
ლუსი ფიშერი
პოუია შაბაზიანი
ეფუძნება ვერონიკა როთის „მეამბოხე“-ს
როლებში
კომპოზიტორი იოსეფ ტრასანესი
სტუდია Red Wagon Entertainment
Summit Entertainment
Mandeville Films
დისტრიბუტორი Lionsgate Films
გამოსვლის თარიღი

11 მარტი, 2015 (ლონდონი)

20 მარტი, 2015 (აშშ)
ხანგრძლივობა 119 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 110 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 297.3 მილიონი აშშ დოლარი

„დივერგენტის სერია: მეამბოხე“ (ინგლ. Divergent Series: Insurgent) 2015 წლის ამერიკული დისტოპიური სამეცნიერო ფანტასტიკის მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი, რომლის რეჟისორია რობერტ შვენტკე. ფილმი დაფუძნებული 2012 წლის რომანზე მეამბოხე, რომელიც ვერონიკა როტის მეორე წიგნია დივერგენტის ტრილოგიაში. ეს არის 2014 ფილმის, დივერგენტის პირდაპირი გაგრძელება და დივერგენტის სერიის მეორე ფილმი.[1][2] ფილმის პროდიუსერებია ლუსი ფიშერი, პოუია შაბაზიანი და დაგლას უიკი, ხოლო სცენარის ავტორები ბრაიან დუფილდი, აკივა გოლდსმენი და მარკ ბომბექი.[3][4] შვენტკემ ნილ ბურგერი ჩაანაცვლა და რეჟისორი გახდა. პირველი ფილმის მსგავსად ამ ნაწილშიც, როლებს ასრულებენ: შეილენ ვუდლი და თეო ჯეიმსი. გაგრძელებაში მონაწილეობენ მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობები: ოქტავია სპენსერი, ნაომი უოტსი, სუკი უოტერჰაუსი, როზა სალაზარი, დანიელ დეი კიმი, ჯონი უესტონი, ემჯაი ენტონი და კეინან ლონსდეილი. ფილმის გადაღებები დაიწყო 2014 წლის 27 მაისს, ატლანტაში, ჯორჯია, და დასრულდა 2014 წლის 6 სექტემბერს.

დივერგენტის სერიები: მეამბოხე გამოვიდა 2015 წლის 20 მარტს, შეერთებულ შტატებში IMAX 3D ფორმატით, ასევე რეგულარული 3D და 2D ფორმატებში.[5][6] ფილმმა კრიტიკოსებისგან მეტწილად ნეგატიური შეფასებები მიიღო, ზოგი თვლიდა, რომ ფილმი წინამორბედის გაუმჯობესებული ვერსია იყო და მოსწონდათ ვიზუალური სტილი, მოქმედების თანმიმდევრობა და ვუდლის შესრულება. ფილმი აკრიტიკეს სიუჟტისა და წარმოების ხასიათის გამო.[7][8] ფილმმა კომერციულ წარმატებას მიაღწია, რომელმაც გახსნის შაბათ-კვირას 52,2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ჩარტებში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. კინოთეატრებში გამოსვლისას ფილმმა 297 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.[9]

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოებამდელი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის დეკემბერში, Summit Entertainment-მა განაცხადა, რომ ფილმის გაგრძელება მეამბოხე გამოვიდოდა 2015 წლის 20 მარტს, 2015, [10] მათივე ცნობით ფილმი დივერგენტის პირდაპირი გაგრძელება იქნებოდა.[11][12] 2013 წლის 16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ დივერგენტის რეჟისორი ნილ ბურგერი მეორე ნაწილის რეჟისორი არ იქნებოდა.[13] 2014 წლის 13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რობერტ შვენტკეს შესთავაზეს რეჟისორის პოზიცია ფილმისთვის და რომ აკივა გოლდსმანი დაიქირავეს დაფილდის სცენარის დასარედაქტირებლად.[14] [15]

გადაღებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებები დაიწყო ატლანტაში 2014 წლის 27 მაისს,[16] [17] და დასრულდა 2014 წლის 6 სექტემბერს.[18][19][20] გადაღებები შედგა ამერიკის შეერთებული შტატების სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ატლანტაში.[21] Amity Compound– ისთვის ააშენეს კომპლექტი აერლანტის სამხრეთით მდებარე სერენბის თემში.[22] 2014 წლის 11–24 ივნისიდან გადაღებები მიმდინარეობდა ატლანტას ცენტრში ფიჩთრის ქუჩაზე, რომელშიც შედიოდა ზიპლაინის სცენა.[23][24] 27 ივნისს სცენები გადაიღეს არქივის შენობაში, ატლანტაში . [25] 2014 წლის 12–13 ივლისიდან წარმოება მიმდინარეობდა ჩიკაგოში, სადაც გადაიღეს სცენები უელსის ქუჩაზე, ფრანკლინის ქუჩაზე, ადამსის ქუჩაზე, ვან ბურენის ქუჩაზე [26] და ვერტმფრენის კადრები.[27] ეშლი ჯადმა მისი სცენები ვუდლისთან ერთად გადაიღო 2014 წლის ივნისის ბოლოს. [28]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის ნოემბერში გამოცხადდა, რომ კომპოზიტორი ჯოზეფ ტრაპანეზი შექმნიდა მუსიკალურ კომპოზიციას. [29] დივერგენტის სერია: მეამბოხე - ორიგინალური საუნდტრეკი (The Divergent Series: Insurgent - Original Motion Picture Soundtrack) ალბომი გამოვიდა 2015 წლის 17 მარტს. პირველი სინგლი, „Holes in the Sky", რომელიც M83-ის მიერ შეიქმნა გამოვიდა 2 მარტს, 2015 [30]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Robert Schwentke To Direct ‘Divergent’ Sequel ‘Insurgent’. ციტირების თარიღი: May 27, 2014.
  2. Summit announces director for 'Divergent' sequel. ციტირების თარიღი: May 27, 2014.
  3. Insurgent Movie. ციტირების თარიღი: 30 December 2013.
  4. Summit Sets Release Dates for DIVERGENT Threequel ALLEGIANT, Plus GODS OF EGYPT and STEP UP ALL IN. ციტირების თარიღი: December 17, 2013.
  5. ‘Divergent’ Debuts to $4.9 Million, Lionsgate Greenlights ‘Insurgent’. ციტირების თარიღი: May 27, 2014.
  6. ‘The Divergent Series: Insurgent’ to Open in 3D; See the New Motion Posters. ციტირების თარიღი: October 28, 2014.
  7. Insurgent (2015). ციტირების თარიღი: April 4, 2020.
  8. The Divergent Series: Insurgent Reviews. ციტირების თარიღი: March 28, 2015.
  9. Insurgent (2015). ციტირების თარიღი: December 23, 2015.
  10. Summit Sets Release Dates for DIVERGENT Threequel ALLEGIANT, Plus GODS OF EGYPT and STEP UP ALL IN. ციტირების თარიღი: December 17, 2013.
  11. Summit Sets Brian Duffield to Pen DIVERGENT Sequel, INSURGENT. ციტირების თარიღი: September 3, 2013.
  12. Divergent Sequel Insurgent Adaptation Gets A Writer. ციტირების თარიღი: September 3, 2013.
  13. ‘Divergent’ Director Neil Burger Won’t Do Sequel (EXCLUSIVE). ციტირების თარიღი: December 17, 2013.
  14. Robert Schwentke To Direct ‘Divergent’ Sequel ‘Insurgent’. ციტირების თარიღი: February 13, 2014.
  15. Summit announces director for 'Divergent' sequel. ციტირების თარიღი: February 13, 2014.
  16. ‘Divergent’ Sequel ‘Insurgent’ Starts Filming in Atlanta May 27th!.
  17. ‘Divergent’ Sequel ‘Insurgent’ Has Officially Started Filming.
  18. Had Enough Of Shailene Woodley? Theo James Skips The Insurgent Wrap Party For Boys Weekend In Vegas?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-18. ციტირების თარიღი: 2020-12-31.
  19. ‘Divergent’ Star Theo James Returns to ‘Underworld’ Franchise.
  20. 'Insurgent' Movie News: Cast Wraps Up Production In Atlanta, Could See A Little More Filming With Trailer Coming In November [VIDEO].
  21. ‘Insurgent’ filming in Atlanta (Open Thread).
  22. ‘Insurgent’: First look at the Amity set in Georgia!.
  23. ‘Insurgent’ filming zip line scenes in downtown Atlanta this week!.
  24. Video of ‘Insurgent’ zip line scenes filming in downtown Atlanta.
  25. ‘Insurgent’ filming at the Archives Building in Atlanta today.
  26. Insurgent Filming in Chicago this Weekend!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-10. ციტირების თარიღი: 2020-12-31.
  27. Weekend Filming Locations for Under The Dome, Insurgent, & more!.
  28. PHOTOS: Ashley Judd Is Back On The Set Of ‘Insurgent’ Filming Flashback Scenes.
  29. 'Insurgent' finds its composer: What to expect from the new score. ციტირების თარიღი: December 2, 2014.
  30. Listen To HAIM And M83 Perform The First Song From ‘Insurgent’. ციტირების თარიღი: March 2, 2015.