დივერგენტის სერია: ერთგული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დივერგენტის სერია: ერთგული

ფილმის სერიის ლოგო
ინგლ. The Divergent Series: Allegiant
ჟანრი დისტოპიური
სამეცნიერო ფასტატიკა
მძაფრ-სიუჟეტიანი
რეჟისორი რობერტ შვენტკი
პროდიუსერი დაგლას ვიკი
ლუსი ფიშერი
პოუია შაბაზიანი
ეფუძნება ვერონიკა როთის „ერთგული“-ს
როლებში
კომპოზიტორი იოსეფ ტრასანესი
სტუდია Red Wagon Entertainment
Summit Entertainment
Mandeville Films
დისტრიბუტორი Lionsgate Films
გამოსვლის თარიღი

8 მარტი, 2016 (ბანგკოკი)

18 მარტი, 2015 (აშშ)
ხანგრძლივობა 121 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 110-142 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 179.2 მილიონი აშშ დოლარი

დივერგენტის სერია: ერთგული (ინგლ. Divergent Series: Allegiant) — 2016 წლის ამერიკული დისტოპიური სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მძაფრ-სიუჟტიანი ფილმი, რომლის რეჟისორია რობერტ შვენტკე, ხოლო სცენარის ავტორები: ბილ კოლაჟი, ადამ კუპერი და ნოა ოპენჰეიმი. ფილმი დივერგენტის სერიის მესამე და ბოლო ნაწილია. ერთგული გადაღებულია ვერონიკა როტის დივერგენტის ტრილოგიის ბოლო წიგნზე დაყრდნობით. ეს არის მეამბოხის გაგრძელება.

ფილმში მონაწილეობენ მსახიობები: შაილინ ვუდლი, თეო ჯეიმსი, ჯეფ დენიელსი, მაილს ტელერი, ანსელ ელგორტი, ზოო კრავიცი, მეგი ქიუ, რეი სტივენსონი, ბილ სკარსგარდი, ოქტავია სპენსერი და ნაომი უოტსი. ფილმი პოსტ-აპოკალიფსურ და დისტოპიურ ჩიკაგოში მცხოვრები ტრის პრაიორის და ფორის ისტორიაა, რომლებიც მეგობრებთან ერთად კედლის გარეთ გაიქცევიან გარეთ მოხვედრის შემდეგ ისინი ახალ სიმართლეს აღმოაჩენე. ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა ატლანტაში, ჯორჯია 2015 წლის მაისიდან იმავე წლის აგვისტომდე.

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, ფილმი დაფუძნებული იყო ერთგული-ზე,[1] მაგრამ დივერგენტის სერიის პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რომ ნოველა ორ ფილმად გამოეშვათ.[2] ამ ორი ფილმის თავდაპირველი სახელწოდებები იყო: ერთგული - ნაწილი პირველი და ერთგული - ნაწილი მეორე. მოგვიანებით სახელები შეიცვალა და ორივე მათგანს დამოუკიდებელი სახელები ეწოდა.[3]

2015 წლის მარტისთვის წინა ფილმებში მონაწილე ყველა მსახიობმა დაადასტურა, რომ ახალ ნაწილში მიიღებდა მონაწილეობას.[4] ძველ მსახიობებს ჯეფ დენიელსი და ბილ სკარსგარდი შეუერთდნენ მარტსა და აპრილში.[5][6]

გადაღებები დაიწყო 2015 წლის 18 მაისს, ატლანტაში, ჯორჯია[7][8] და დასრულდა 2015 წლის 23 აგვისტოს. 11 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით, გადაღებები მიმდინარეობდა ლინდეილში, ჯორჯია, სადაც გადასაღები მოედანი მაისის მიწურულს აშენდა.[9]

მუსიკალური გაფორმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის დეკემბერში დადასტურა, რომ ჯოზეფ ტრაპანეზი დაბრუნდებოდა ფილმისთვის მუსიკალური ნაწარმოების შესაქმნელად. ერთგულის პირველი საუნდტრეკი „Scars", დაწერა Tove Lo-მ, ხოლო შეასრულეს იაკონ იერლსტრომმა და ლუდვიგ სიოდენბერგმა. საუნდტრეკი ოფიციალურად გამოვიდა 2016 წლის 19 თებერვალს.

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემოსავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთგულმა 66.2 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა ჩრდილოეთ ამერიკაში და 113.1 მილიონი სხვა ტერიტორიებზე, მსოფლიოში საერთო ჯამში კი 179,2 მილიონი აშშ დოლარი.

აშშ-სა და კანადაში, ფილმის შემოსავალმა დაახლოებით 28–30 მილიონი დოლარი შეადგუნა პრემიერის შაბათ-კვირას 3 740 კინოთეატრის მასშტაბით, რაც მას ფრენჩაიზის ყველაზე დაბალშემოსავლიან ფილმად აქცევს.[10][11] გახსნის დღეს მან 11,9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, 43,6% -ით ნაკლები, ვიდრე მეამბოხემ და გახდა სერიალის პირველი ფილმი, რომელმაც პრემიერისას 20 მილიონ დოლარზე მეტი ვერ გამოიმუშავა. სკოტ მენდელსონმა, Forbes-ის წარმომადგენელმა შემოსავლის კლება ნარნიის ქრონიკების ფილმის სერიის მესამე ფილმს შეადარა, რომელსაც შემოსავლის მსგავსი შედეგი ჰქონდა.[12] Lionsgate– ის შიდა დისტრიბუციის პრეზიდენტმა რიჩარდ ფეიმ ფილმის შემოსავალი შეაფასა, როგორც „საკმაოდ მყარი".[13]

გაუქმებული გაგრძელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრალური გაგრძელება სახელწოდებით დივერგენტის სერია: აღმავლობა, რომელიც დაფუძნებულია ერთგულის მეორე ნაწილზე, თავდაპირველად სერიის ბოლო ფილმი უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად განაცხადეს, რომ ის თეატრალურად გამოვიდოდა 2017 წლის 24 მარტს, მოგვიანებით კი - გადადეს 2017 წლის 9 ივნისამდე.[14] რეჟისორმა ლი ტოლანდ კრიგერმა [15][16][17] მოგვიანებით ფილმი გაუქმებულად გამოაცხადა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Lionsgate Splitting Third 'Divergent' Book 'Allegiant' into Two Films“. Variety.
  2. Dave McNary. Lionsgate Splitting Third 'Divergent' Book 'Allegiant' into Two Films. Variety.
  3. Mia Galuppo. Final Two 'Divergent' Films Get New Titles, Logos. The Hollywood Reporter.
  4. „Divergent: Allegiant Part 1 Update: Production, Cast: Jeff Daniels and Bill Skarsgard as 'main bads'? Will Tris die in the sequel?“. Venture Capital Post. ციტირების თარიღი: 19 May 2015.
  5. Kit, Borys (28 April 2015). „Jeff Daniels Joining 'Divergent' Series in Key Role (Exclusive)“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 19 May 2015.
  6. Sneider, Jeff; Ge, Linda (1 May 2015). „Hemlock Groves Bill Skarsgard to join Shailene Woodley in Divergent sequel Allegiant exclusive“. The Wrap. ციტირების თარიღი: 19 May 2015.
  7. Foutch, Haleigh (March 7, 2015). „Todd Lieberman Offers Updates on Allegiant and Disney's Beauty and the Beast“. collider.com. ციტირების თარიღი: May 19, 2015.
  8. McNary, Dave (28 April 2015). „Jeff Daniels Joins Final 'Divergent' Movies“. Variety. ციტირების თარიღი: 19 May 2015.
  9. 'Divergent Series: Allegiant – Part 1′ filming in Lindale, GA June 11–23“. onlocationvacations.com. May 28, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 22, 2019. ციტირების თარიღი: May 29, 2015.
  10. Anthony D'Alessandro. (March 18, 2016) 'Allegiant' Posts Lowest Opening In 'Divergent Series': Was It Wise To Split The Last Novel Into Two Movies?. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: March 19, 2016.
  11. Anthony D'Alessandro. (March 18, 2016) 'Allegiant' Posts Third-Highest Preview In 'Divergent' Series – Thursday Box Office. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: March 18, 2016.
  12. Scott Mendelson. (March 19, 2016) Friday Box Office: 'Divergent Series: Allegiant' Tops With Series-Low $11.9M, 'The Bronze' Bombs. Forbes. ციტირების თარიღი: March 19, 2016.
  13. Ben Fritz. (March 20, 2016) 'Divergent Series: Allegiant' Stumbles at the Box Office. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: March 21, 2016.
  14. McNary, Dave. (December 17, 2015) 'Power Rangers,' Final 'Divergent' Movie's Release Dates Moved Back. Variety. ციტირების თარიღი: December 19, 2015.
  15. Ascendant Lands Age of Adaline's Lee Toland Krieger to Direct Divergent Finale. ციტირების თარიღი: 1 March 2018.
  16. The Divergent Series: Ascendant Movie (Pre-Production): Dec. 29, 2016 - added Lionsgate as a distributor.
  17. Fleming, Mike. (8 February 2016) Robert Schwentke Exits 'Divergent' Finale 'Ascendant'. Deadline. ციტირების თარიღი: 1 March 2018.