დიერდ რადო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიერდ რადო (უნგრ. Radó György; დ. 10 ოქტომბერი, 1912, ბუდაპეშტი — გ. 2 ივლისი, 1994, იქვე) — უნგრელი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი.

შ. კაზაჩასთან ერთად გამოსცა „საბჭოთა ლიტერატურის უნგრული თარგმანების ბიბლიოგრაფია“ (1950-1957, შვიდ ტომა). რამდენიმეჯერ იმოგზაურა საქართველოში და თავისი შთაბეჭდილებები გამოაქვეყნა წიგნებში:„თეთრი ღამეებიდან შავი ზღვისკენ“ (1962), „კავკასიის გადაღმა“ (1971). 50-იან წლებში ჟ. რაბთან ერთად პოეტ შ. ვეერეშისათვის მოამზადა ვეფხისტყაოსნის პწკარედი. თარგმნა ნიკილოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძი, აკაკი წერეთლის და სხვათა ლექსები (კრებული „მსოფლიო ლიტერატურა“, 1955). სისტემატურად ბეჭდავს წერილებს ქართული ლიტერატურის საკითხებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაგნიძე ჯ, „ვეფხისტყაოსნის“ უნგრული თარგმანები, თბ., 1975;