დიეგო რამირესის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიეგო რამირესის კუნძულები

დიეგო რამირესის კუნძულები (ესპ. Islas Diego Ramírez) — მცირე კუნძულების ჯგუფი (საერთო ფართობი 1 კმ²) დრეიკის სრუტეში. ჰორნის კონცხიდან სამხრეთ-დასავლეთით 100 კილომეტრზე. არქიპელაგი შედგება ორი ჯგუფისაგან მცირე ჯგუფი განლაგებულია ჩრდილოეთით, ხოლო დიდი ჯგუფი სამხრეთით.

მეტეოსადგური კ. გონსალოზე

კუნძული აღმოაჩინეს 1619 წლის 12 თებერვალს ძმებმა გარსია დელ ნოდალებმა. 1775 წლამდე 156 წლის განმავლობაში, სამხრეთი სენდვიჩის კუნძულების აღმოჩენამდე დიეგო რამირესი ითვლებოდა დედამიწის ყველაზე სამხრეთით მდებარე ტერიტორიად.

არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულია ბართოლომე, მის სამხრეთით მდებარეობს სიდიდით მეორე კუნძული გონსალო, რომელზეც 1951 წელს დაარსდა მეტეოსადგური. ყველაზე სამხრეთით კი მდებარეობს კლდოვანი კუნძული აგილა.

კუნძულების საშუალო ტემპერატურაა +5,2 °C, ნალექების რაოდენობა წლიურად 1368 მმ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]