შინაარსზე გადასვლა

დიეგო-გარსია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიეგო-გარსია
მშობ. სახელი: Diego Garcia

დიეგო გარსიის რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 7°19′ ს. გ. 72°25′ ა. გ. / 7.317° ს. გ. 72.417° ა. გ. / -7.317; 72.417კოორდინატები: 7°19′ ს. გ. 72°25′ ა. გ. / 7.317° ს. გ. 72.417° ა. გ. / -7.317; 72.417
კუნძულთა რაოდენობა 4
მთავარი კუნძული დიეგო-გარსია
ფართობი 27,2 კმ²
სიგრძე 60 კმ
უმაღლესი წერტილი 7 მ
გაერთიანებული სამეფო
ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორია
დემოგრაფია
მოსახლეობა 4267 (2020)
ეთნიკური ჯგუფები ბრიტანელები - 95,88 %, ამერიკელები - 4,12 %

დიეგო-გარსია (ინგლ. Diego Garcia) — არქიპელაგ ჩაგოსის უდიდესი ატოლი ინდოეთის ოკეანეში, რომელიც მდებარეობს 1600 კმ-ში ინდოსტანის ნახევარკუნძულის სამხრეთით და 1200 კმ-ში მალდივის რესპუბლიკის სამხრეთით. 2024 წლის 3 ოქტომბერს გაერთიანებული სამეფოსა და მავრიკის შორის მიღწეული იქნა პოლიტიკური შეთანხმება ჩაგოსის არქიპელაგის მავრიკისათვის დაბრუნების შესახებ, ამასთან დიეგო-გარსია არენდით გადაეცემა გაერთიანებულ სამეფოს 99 წლის ვადით[1][2].

ატოლი ფართობით დაახლოებით 27 კმ² წარმოადგენს ლაგუნას, რომელიც გარშემორტყმულია წყალზედა მარჯნის რიფების ვიწრო ზოლით. დიეგო-გარსიას სიგრძეა დაახლოებით 60 კმ, მაქსიმალური სიმაღლე — დაახლოებით 7 მეტრი ზღვის დონიდან.

ატოლი შედგება 4 კუნძულისაგან. მათგან ყველაზე დიდია — კუნძული დიეგო-გარსია. ამ კუნძულის გარდა ატოლის შემადგენლობაში შედიან პატარა კუნძულები:

  1. დასავლეთის კუნძული (West Island) — 3,4 ჰა,
  2. შუა კუნძული (Middle Island) — 6 ჰა,
  3. აღმოსავლეთის კუნძული (East Island) — 11,75 ჰა.

ატოლზე ხარობს ქოქოსის პალმა. დიეგო-გარსიის კლიმატი ნოტიო, ცხელი და ქარიანია. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურაა 36,2 °С, მინიმალური — 14,6 °С. ატოლზე საშუალოდ წელიწადში მოდის დაახლოებით 2600 მმ ნალექი.

ატოლი XVI საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინა გამოჩენილმა პორტუგალიელმა ზღვაოსანმა ვასკო და გამამ. როგორც მთლიანად ჩაგოსის არქიპელაგი, დიეგო-გარსიას ატოლიც ჯერ საფრანგეთს მიეკუთვნებოდა, შემდეგ კი — გაერთიანებულ სამეფოს. ატოლის პირველი მაცხოვრებლები იყვნენ ფრანგები, 1785 წელს პირველი დასახლების დამაარსებლები. 1810 წლიდან ატოლზე დასახლდნენ ბრიტანელები.

XIX საუკუნეში ფრანგებმა, ხოლო შემდეგ ბრიტანელებმა ატოლზე დაიწყეს ქოქოსის პლანტაციების დაარსება, სადაც სამუშაოდ შემოყავდათ მონები აფრიკიდან. ამ მონების შთამომავალი ჩაგოსელები 1960—1970-იან წლებში იძულებით მთლიანად გაასახლეს ატოლიდან.

1965 წელს მავრიკიმ 3 მილიონი ფუნტი სტერლინგის ნაცვლად დაუთმო გაერთიანებულ სამეფოს კონტროლი ჩაგოსის არქიპელაგზე (დიეგო-გარსიის ჩათვლით). მიუხედავად არქიპელაგზე გაერთიანებული სამეფოს კონტროლზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინააღმდეგობისა, 1966 წელს გაერთიანებულმა სამეფომ არენდით გადასცა დიეგო-გარსიის ატოლი აშშ-ს 50 წლიანი ვადით. აშშ-მა ატოლზე შექმნა სამხედრო ბაზა, რომელსაც შეეძლო აგრეთვე მიეღო დიდი რაოდენობით სამხედრო გემი და აეროდრომი ბოინგ B-52 სტრატოფორტრესის მომსახურებისთვის.

1973 წლიდან ატოლზე მდებარეობს აშშ-ს მოქმედი მსხვილი სამხედრო ბაზა[3][4].

2000 წელს გაერთიანებული სამეფოს უმაღლესმა სასამართლომ აღიარა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გასახლება იყო უკანონო და რომ ატოლის ყოფილ მაცხოვრებლებლებს აქვთ უფლება უკან დაბრუნებისა. პრაქტიკულად მყისიერად გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ ეს იქნებოდა შეუძლებელი აშშ-სთან ხელშეკრულების არსებობის მიზეზის გამო. 2004 წელს გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ გამოსცა ორი ბრძანებულება, რომელიც ატოლის ყოფილ მაცხოვრებლებს უკრძალავდა მასზე ნებისმიერ დროს დაბრუნებას[5].

2017 წლის 22 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმა მისცა გადაწყვეტილებას, რომ მავრიკისა და გაერთიანებული სამეფოს შორის არსებული ეს ტერიტორიალური დავა გადაეცა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსათვის ინდოეთის ოკეანეში არსებული ჩაგოსის არქიპელაგის სამართლებრივი სტატუსის გარკვევის მიზნით. წინადადება მიღებული იქნა ხმათა უმრავლესობით (94 ხმა კი, 15 არა).[6]

2019 წლის თებერვალში გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დაავალდებულა გაერთიანებული სამეფო ინდოეთის ოკეანეში არსებულ ჩაგოსის არქიპელაგზე კონტროლი გადაეცა მავრიკის სახელმწიფოსათვის და «დაემთავრებინა ტერიტორიების დეკოლონიზაცია იქ მაცხოვრებლების თვითგამორკვევის უფლებების რეალიზაციის გათვალისწინებით», აღიარა «არაკანონიერად» 1965 წელს კუნძულების გამოყოფა და მათი ჩართვა ინდოეთის ოკეანეში ბრიტანეთის ტერიტორიების შემადგენლობაში[7][8].

2024 წლის შემოდგომაზე გაერთიანებული სამეფო დათანხმდა მავრიკის გადასცეს ჩაგოსის არქიპელაგი[9][10]. არქიპელაგის გადაცემაზე შეთანხმებას ხელი მოეწერა 2025 წლის 22 მაისს იმ პირობით, რომ ატოლი დიეგო-გარსია იჯარით გადაეცემა გაერთიანებულ სამეფოს როგორც მინიმუმ 99 წლის განმავლობაში.[11]

ამ შეთანხმების პირობების საფუძველზე მავრიკის სუვერენიტეტი ვრცელდება არქიპელაგ ჩაგოსის მთელ ტერიტორიაზე ატოლ დიეგო-გარსიის ჩათვლით. ატოლ დიეგო-გარსიაზე გაერთიანებულ სამეფოს მიენიჭა ადმინისტრაციული უფლებები, ატოლის გარშემო 12 მილიანი ზონის ჩათვლით, რომელიც აუცილებელია საკუთარი სამხედრო ბაზების შესანახად ატოლზე როგორც მინიმუმ 99 წლის განმავლობაში. გაერთიანებულ სამეფო პასუხს აგებს ატოლის თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე. გაერთიანებული სამეფო ფლობს სისხლის სამართლისა და სამოქალაქო იურისდიქციას ატოლზე არსებულ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. მავრიკი ფლობს იურისდიქციას საკუთარი მოქალაქეებისა და იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი სამხედრო ბაზებთან. გაერთიანებულ სამეფოს არა აქვს უფლება ატოლზე გამოუშვას მონეტები ან საფოსტო მარკები, ასევე დაარეგისტრიროს ბავშვების დაბადება, სამხედრო ბაზებთან კავშირის არმქონე პიროვნებების გარდაცვალება ან ქორწინება. არქიპელაგის ბუნებრივი და საზღვაო რესურსები ეკუთვნის მავრიკის, რომელიც ასევე ფლობს პასუხისმგებლობას გარემო პირობების შენარჩუნებაში და მართვაში. 1966–1973 წლებში გადასახლებულ ჩაგოსელებს და მათ შთამომავლებს არა აქვთ უფლება დაბრუნდნენ დიეგო-გარსიის ატოლზე.[12]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. „Press release. UK and Mauritius joint statement, 3 October 2024“. Gov.UK (ინგლისური). 2024-10-03. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-10-03. ციტირების თარიღი: 2024-10-03.
  2. Siddique, Haroon (2024-10-03). „Britain to return Chagos Islands to Mauritius ending years of dispute“. The Guardian (ინგლისური). 0261-3077. ციტირების თარიღი: 2024-10-04.
  3. «ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ოკეანეში. სრულიად საიდუმლოდ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-24. ციტირების თარიღი: 2016-11-25.
  4. ბრიტანული კოლონიალიზმის მსხვერპლი YouTube-ზე.
  5. ჯონ პილგერი. (2012-04-26) დემოკრატიის წინააღმდეგ ომი. ყოველკვირეული 2000. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-19.
  6. Chagos legal status sent to international court by UN (2017-06-22). ციტირების თარიღი: 2018-01-17
  7. გაეროს სასამართლომ მოუწოდა გაერთიანებულ სამეფოს რაც შეიძლება მალე დაემთავრებინა ჩაგოსის არქიპელაგის მართვა( დაარქივებული 2019-03-06 საიტზე Wayback Machine. ), ТАСС, 2019 წლის 25 თებერვალი.
  8. გაეროს სასამართლომ დაავალდებულა გაერთიანებული სამეფო ჩაგოსის არქიპელაგი გადაეცა მავრიკის სახელმწიფოსათვის( დაარქივებული 2019-03-06 საიტზე Wayback Machine. ), იზვესტია, 2019 წლის 26 თებერვალი.
  9. UK will give sovereignty of Chagos Islands to Mauritius დაარქივებული 2022-06-09 საიტზე Wayback Machine. // bbc.com.(ინგლისური)
  10. გაერთიანებული სამეფო გადასცემს მავრიკის ჩაგოსის არქიპელაგს მრავალწლოვანი დავების შემდეგ დაარქივებული 2024-10-04 საიტზე Wayback Machine. // ბი-ბი-სი
  11. UK signs deal to hand Chagos Islands to Mauritius. ციტირების თარიღი: 22 May 2025
  12. https://www.gov.uk/government/publications/ukmauritius-agreement-concerning-the-chagos-archipelago-including-diego-garcia-cs-mauritius-no12025