დიდხევი (ერედვის მუნიციპალიტეტი)
(გადამისამართდა გვერდიდან დიდხევი (გორის მუნიციპალიტეტი))
დიდხევი[1][2] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ვანათის თემში.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მდებარეობს მდინარეების დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის წყალგამყოფი გუდისის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე პატარა ლიახვის ხეობაში. ზღვის დონიდან 1220 მეტრი, ცხინვალიდან 20 კილომეტრი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Стырком).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 543.