პიროვნული მახასიათებლების დიდი ხუთეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დიდი ხუთი პიროვნული მახასიათებელი)
პიროვნული მახასიათებლების დიდი ხუთეული

პიროვნული მახასიათებლების დიდი ხუთეული (ინგლ. Big five personality traits) — პიროვნული მახასიათებლების ტაქსონომია ან დაჯგუფება,[1] რომელიც ფსიქოლოგიური თვისებების თეორიაში განვითარდა 1980-იანი წლებიდან. ეს ფაქტორული ანალიზი (სტატისტიკური ტექნიკა) შეყვანილია პიროვნების ტესტის მონაცემებში და ტესტი აჩვენებს სემანტიკურ ასოციაციებს: გარკვეულ სიტყვებს, რომლებიც აღწერს პიროვნების სხვადასხვა ასპექტს. მაგალითად, ადამიანს, რომელიც ამ ანალიზის მიხედვით კლასიფიცირდება, როგორც „კეთილსინდისიერი“, ჩვენ აღვწერთ როგორც პასუხისმგებლიანს და ორგანიზებულს. ასეთი ასოციაციები გვთავაზობენ ხუთ ფართო განზომილებას, რომლებიც გამოიყენება ადამიანის პიროვნების, ტემპერამენტის და ფსიქიკის აღსაწერად.[2][3]

თეორიაში მოცემულია ხუთი ფაქტორი:

  • ექსტრავერსია (ინგლ. Extraversion) (კონტაქტური/ენერგიული ან მარტოხელა/იზოლირებული)
  • დათანხმებადობა (ინგლ. Agreeableness) (მეგობრული/ემპათიური ან კრიტიკული/რაციონალური)
  • გამოცდილებისადმი გახსნილობა (ინგლ. Openness to experience) (გამჭრიახი/ცნობისმოყვარე ან თავსებადი/ფრთხილი)
  • კეთილსინდისიერება (ინგლ. Conscientiousness) (ეფექტური/ორგანიზებული ან ექსტრავაგანტული/უზრუნველი/სპონტანური)
  • ნეიროტიზმი (ინგლ. Neuroticism) (მგრძნობიარე/ნერვიული ან გულგრილი/თავდაჯერებული)[4]

ეს ხუთი ფაქტორი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ ორი აკრონიმის გამოყენებით: „OCEAN“ (გახსნილობა, კეთილსინდისიერება, ექსტრავერსია, დათანხმებადობა, ნეიროტიზმი,ინგლ. Openness, Conscientiousness, Extraversion, Agreeableness, Neuroticism) ან „CANOE“ (კეთილსინდისიერება, დათანხმებადობა, ნეიროტიზმი, გახსნილობა, ექსტრავერსია,ინგლ. Conscientiousness, Agreeableness, Neuroticism, Openness, Extraversion). ხუთივე ფაქტორი, შეიცავს უფრო სპეციფიურ, კორელირებულ და მოწინავე ფაქტორებს. მაგალითად, ექსტრავერსია ხშირად ასოცირებულია კომუნიკაბელურობასთან, თავდაჯერებულობასთან, თავგადასავლების ძიებასთან, სითბოსთან, აქტიურობასთან და პოზიტიურ ემოციებთან.[5] ეს თვისებები არაა რადიკალური, არამედ მოცემულია კონტინუუმის სახით.[6]

2010-იან წლებში, პიროვნების ანალიზის უფრო დეტალურმა და სრულყოფილმა ვერსიამ დაიწყო ჩამოყალიბება. ხუთი მახასიათებელი ზედმეტად ფართოა ერთი ტერმინით აკურატულად აღსაწერად. გარდა ამისა, ფაქტორული სტრუქტურა განსხვავდება კულტურულ, ენობრივ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის, რაც საჭიროს ხდის სრული კვლევითი ფაქტორული ანალიზის ჩატარებას ყველა განსხვავებული პოპულაციისთვის.

ტყუპების შესწავლამ და სხვა კვლევებმა აჩვენეს, რომ ინდივიდებს შორის ვარიაციის ნაწილი დამოკიდებულია გენეტიკაზე, ნაწილი კი გარემოზე. კვლევის თანახმად კეთილსინდისიერება, ექსტრავერსია, გამოცდილებისადმი გახსნილობა და ნეიროტიზმი შედარებით სტაბილურია ახალგაზრდობიდან სიბერემდე.[7]

განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიროვნული მახასიათებლების დიდი ხუთეული შეიქმნა რათა შეესწავლთ დამოკიდებულება პიროვნებასა და აკადემიურ მიღწევებს (აკადემიურ მოსწრებას) შორის.[8] ეს მოდელი ჩამოაყალიბა მკვლევარების რამდენიმე დამოუკიდებელმა ჯგუფმა, რომლებმაც გამოიყენეს ადამიანის ქმედებების ვერბალური აღწერის ფაქტორული ანალიზი.[9] მკვლევარებმა მუშაობა დაიწყეს დიდი რაოდენობით ვერბალურ აღწერასა და პიროვნულ მახასიათებლებს შორის კავშირის (დამოკიდებულების) შესწავლით. მათ მონაწილეების სიები შეამცირეს 5-10-ჯერ და შემდეგ გამოიყენეს ფაქტორული ანალიზი დარჩენილი მახასიათებლების დასაჯგუფებლად (მონაცემების გამოყენებით, რომლებიც ძირითადად დაფუძნებულია ადამიანების შეფასებებზე, თვითშეფასების კითხვარში და თანატოლთა რეიტინგებში), რათა ეპოვათ პიროვნების ძირითადი ფაქტორები.[10][11][12][13][14]

სააწყისი მოდელი 1961 წელს ერნესტ ტიუპსმა და რეიმონდ კრისტალმა განავითარა,[13] მაგრამ განვითარებულმა მოდელმა აკადემიურ აუდიტორიას 1980-იანებამდე ვერ მიაღწია. 1990 წელს, ჯ.მ. დიგმანმა განავითარა საკუთარი ხუთ ფაქტორიანი მოდელი, რომელიც ლუის რ. გოლდბერგი|გოლდბერგმა მაქსიმალურად განავრცო.[15] აღმოჩნდა, რომ ეს ხუთი ყოვლისმომცველი ფაქტორი შეიცავს ყველაზე ცნობილ პიროვნულ მახასიათებლებს და ივარაუდება, რომ წარმოადგენს ყველა პიროვნული მახასიათებლის ძირითად სტრუქტურას.[16]

მკვლევარების მინიმუმ ოთხმა ჯგუფმა ათწლეულების განმავლობაში დამოუკიდებლად იმუშავა ლექსიკურ ჰიპოთეზაზე პიროვნების თეორიაში. ყველა მათგანი აიდენტიფიცირებდა ერთსა და იმავე ხუთ ფაქტორს: პირველები იყვნენ ტიუპსი და კრისტალი, შემდეგ გოლდბერგი ორეგონის კვლევით ინსტიტუტში,[17][18][19][20][21] კეტელი ილინოისის უნივერსიტეტში,[12][22][23][24] და კოსტა და მაკკრეი.[25][26][27][28] მკვლევარების ამ ოთხმა ჯგუფმა ხუთი ფაქტორის საპოვნელად განსხვავებული მეთოდები გამოიყენეს, ასე რომ, ხუთი ფაქტორის თითოეულ დაჯგუფებას განსხვავებული სახელები და განმარტებები აქვთ. თუმცა, ყველა მათგანი ძალიან ინტერ–კოლერილებული და ფაქტორ–ანალიტიკურად მსგავსი აღმოჩნდა.[29][30][31][32][33] კვლევებმა აჩვენეს, რომ დიდი ხუთეული ქმედებების პროგნოზირებისა და ახსნისთვის არაა ისე გამოსადეგი, როგორც სხვა ფსიქოლოგიური ასპექტების და პირველადი მახასიათებლების უმეტესობა.[34][35]

ხუთი მახასიათებლიდან თითოეული შეიცავს ორ განსხვავებულ, თუმცა კორელირებულ ასპექტს, რომლებიც პიროვნების დონეს, ხუთ ფაქტორთან შედარებით უფრო ღრმად ასახავენ, თუმცა ეს ასპექტები მაინც ზედაპირულია, იმ სხვა ასპექტურ საზომებთან, რომელთაც ხუთეულის მოდელი შეიცავს.[36] ეს ასპექტებია: ნეიროტიზმი–არასტაბილურობა და დანებებადობა; ექსტრავერსია–ენთუზიაზმი და თავდაჯერებულობა; გამოცდილებისადმი გახსნილობა–ინტელექტი და გახსნილობა; კეთილსინდისიერება–შრომისმოყვარეობა და მოწესრიგებულობა; დათანხმებადობა–თანაგრძნობა და თავაზიანობა.[36] ადამიანები, რომლებიც მკვეთრად არ გამოხატავენ ჩამოთლილთაგან რომელიმე მახასიათებლის მეტობას ან ნაკლებობას, ითვლებიან ადაპტირებად, ზომიერ და გონივრულ პიროვნებებად, თუმცა ზოგი მათ აღიქვამს, როგორც უპრინციპო, შეუცნობელი და ჩამოუყალიბებელ ინდივიდებს.[37]

ცალკეული მახასიათებლების აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცდილებისადმი გახსნილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცდილებისადმი გახსნილობა ძირითადად არის ხელოვნების და ემოციების აღქმა, თავგადასავლების სიყვარული, უჩვეულო იდეების, წარმოსახვის უნარის, ცნობისმოყვარეობის და მრავალფეროვანი გამოცდილების ქონა. ხალხი, რომელიც გამოცდილებისადმი გახსნილია, არის ინტელექტუალურად ცნობისმოყვარე, გახსნილი ემოციების მიმართ, მგრძნობიარე სლამაზის მიმართ და ამოძრავებს ახალი რამის სწავლის და მცდელობის სურვილი. ისინი, ჩაკეტილ ხალხთან შედარებით უფრო კრეატიულები არიან და უკეთ ერკვევიან საკუთარ გრძნობებში. ასევე მათ შედარებით ხშირად აქვთ არატრადიციული, უჩვეულო რწმენა. ასეთი გახსნილობა ასევე აღიქმება როგორც არაპროგნოზირებადობა ან კონცენტრაციის ნაკლებობა, გამოცდილებისადმი გახსნილი ხალხი უფრო ხშირად ერთვება სარისკო საქმეში.[38] მეტიც, ასეთი ხალხი თვითაქტუალიზაციას ახდენს ინტენსიური, ეიფორიული გამოცდილებების ძებნით. ისინი კი, ვისაც დაბალი გამოცდილებისადმი გახსნილობა აქვთ, უპირატესობას ანიჭებენ ნებისყოფას, მათ ახასიათებენ, როგორც პრაგმატული და მონაცემებზე ორიენტირებული – ხანდახან როგორც დოგმატური და გონება ჩლუნგიც კი. ამ მახასიათებლის ინტერპრეტაცია და კონცეპტუალიზაცია უთანხმოებას იწვევს, რადგან მას არ აქვს ბიოლოგიური მხარდაჭერა. სხვა ოთხი მახასიათებლისგან განსხვავებით, გამოცდილებისადმი გახსნილობა არ ასოცირდება თავის ტვინის რომელიმე უბანთან.[39]

გამოცდილებისადმი გახსნილი ადამიანის დახასიათების მაგალითები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაქვს მდიდარი ლექსიკონი.
  • მაქვს კარგი წარმოსახვის უნარი.
  • ხშირად მომდის შესანიშნავი იდეები.
  • ყველაფერს სწრაფად ვიაზრებ.
  • ვიყენებ რთულ სიტყვებს.
  • დიდ დროს ვუთმობ სხვადასხვა თემაზე ფიქრს.
  • მიჭირს აბსტრაქტული ცნებების და იდეების გააზრება. (საპირისპირო)
  • არ ვარ დაინტერესებული აბსტრაქტული ცნებებით. (საპირისპირო)
  • მაქვს ცუდი წარმოსახვის უნარი. (საპირისპირო)[40]

კეთილსინდისიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეთილსინდისიერება არის თვითდისციპლინის გამოხატულება, პასუხისმგებლიანობა და წარმატებისკენ სწრაფვა. ეს ფაქტორი დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ აკონტროლებს, არეგულირებს და მომართავს ადამიანი საკუთარ იმპულსებს. მაღალი კეთილსინდისიერება ასოცირდება სიჯიუტესთან და ფოკუსირებასთან. დაბალი კეთილსინდისიერება კი „მოქნილობასთან“ და სპონტანურობასთან, მაგრამ შეიძლება აღქმული იქნას, როგორც დაუდევრობა და არასანდოობა.[37] კეთილსინდისიერი ხალხი ამჯობინებს გეგმირებას, სპონტანური ქმედებების მაგივრად.[41] საშუალოდ კეთილსინდისიერება იმატებს ახალგაზრდებში და იკლებს ასაკის მატებასთან ერთად.[42]

კეთილსინდისიერი ადამიანის დახასიათების მაგალითები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყოველთვის მზად ვარ.
  • ყურადღებას ვაქცევ დეტალებს.
  • რაც შეიძლება სწრაფად ვაკეთებ საქმეს.
  • მომწონს წესრიგი.
  • ვიყენებ განრიგს.
  • მუშაობისას ვარ მომთხოვნი.
  • ჩემ ნივთებს არ ვალაგებ. (საპირისპირო)
  • ხშირად მავიწყდება ნივთების საკუთარ ადგილზე დადება. (საპირისპირო)
  • თავიდან ვიცილებ მოვალეობებს. (საპირისპირო)[40]

ექსტრავერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსტრავერსია ხასიათდება აქტივობების სიმრავლით (და არა სიღრმით), გარეგანი აქტივობებისგან დადებითი ემოციების და ენერგიის მიღებით.[43] ეს მახასიათებელი გარე სამყაროსთან გამოხატული ჩართულობით გამოირჩევა. ექსტრავერტებს სიამოვნებთ ხალხთან ინტერაქცია და ხასიათდებიან როგორც ყოველთვის ენერგიულები. ისინი არიან ენთუზიაზმით სავსე და მოქმედებაზე ორიენტირებული ინდივიდები. ისინი იჩენენ მაღალ ჯგუფურ ხილვადობას, მოსწონთ ლაპარაკი და საკუთარი აზრის დაფიქსირება. ექსტრავერტები, ინტროვერტებისგან განსხვავებით ხშირად დომინირებენ სოციალურ გარემოში.[44]

ინტროვერტები არ გამოირჩევიან სოციალური ჩართულობით და აქვთ უფრო ცოტა ენერგია, ვიდრე ექსტრავერტებს. ინტროვერტები არიან ჩუმი, გაწონასწორებული და ნაკლებად ჩართული სოციალურ სამყაროში. მათი სოციალური ჩართულობის ნაკლებობა არ უნდა მივაწეროთ სიმორცხვეს ან დეპრესიას; ისინი სოციალური სამყაროსგან უფრო დამოუკიდებლები არიან ვიდრე ექსტრავერტები. ინტროვერტებს, ექსტრავერტებთან შედარებით ნაკლები სტიმულაცია და მეტი დრო სჭირდებათ მარტოობისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არიან არამეგობრული ან ანტისოციალური; ისინი უბრალოდ რეზერვირებულნი არიან სოციალურ სიტუაციებში.[1]

უმეტესობა, ინტროვერტისა და ექსტრავერტის კომბინაციაა, ჰანს აიზენკმა შექმნა მოდელი ნევროლოგიური განსხვავებების შესახებ, რომლებიც ამ მახასიათებლებს განაპირობებენ.[44]:106

ექსტრავერტი ადამიანის დახასიათების მაგალითები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიყვარს წვეულებები.
  • თავს კომფორტულად ვგრძნობ ხალხთან.
  • ვარ დიალოგების ინიციატორი.
  • ვესაუბრები ბევრ განსხვავებულ ადამიანს სოციალურ შეკრებებზე.
  • შემიძლია ვიყო ყურადღების ცენტრი.
  • ბევრს არ ვლაპარაკობ. (ინტროვერტი)
  • არ მომწონს ყურადღების ცენტრად ყოფნა. (ინტროვერტი)
  • ჩუმი ვარ უცნობების გარემოცვაში. (ინტროვერტი)[40]

დათანხმებადობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დათანხმებადობა ნიშნავს ზოგად ზრუნვას სოციალურ ჰარმონიაზე. დათანხმებადი ინდივიდებისთვის მნიშვნელოვანია შეეწყონ სხვებს. ისინის ძირითადად ყურადღებიანები, კეთილები, ხელგაშლილები, მიმნდობები და სანდოები არიან. მათ შეუძლიათ სხვისთვის საკუთარი ინტერესები დათმონ.[1] ასეთი ხალხი ასევე ოპტიმისტურად უყურებს ადამიანურ ბუნებას.

არადათანხმებადი ინდივიდები, საკუთარ ინტერესებს სხვებთან შეწყობაზე უფრო მაღლა აყენებენ. ისინი ნაკლებად ზრუნავენ სხვების კარგად ყოფნაზე და იშვიათად აცნობენ სხვებს საკუთარ თავს. ხანდახან, მათი სკეპტიციზმის გამო სხვების მოტივების მიმართ ისინი არამეგობრულები და არაკოოპერატიულები არიან.[45] დაბალი დათანხმებადობის მქონე პიროვნებები კონკურენტუნარიანები და გამომწვევები არიან, ამის გამო ზოგი მათ აღიქვამს, როგორც აგრესიულ, ან არასანდო ხალხს.[37]

რადგან დათანხმებადობა სოციალური მახასიათებელია, კვლევის თანახმად, ის დადებითად კორელირებს ინდივიდის ურთიერთობის ხარისხთან მისი გუნდის წევრებთან. ეს მახასიათებელი, ასევე დადებით გავლენას ახდენს ტრანსფორმაციული ლიდერობის უნარებზე. კვლევაში მონაწილეობდა 169 სხვადასხვა პროფესიის მაღალი თანამდებობის პირი, მათ უნდა გაეკეთებინათ პიროვნული ტესტები და ისინი უნდა შეეფასებინა მათ ქვეშევრდომებს უშუალო ზედამხედველობის ქვეშ. მაღალი დათანხმებადობის მქონე უფროსები, დახასიათდნენ როგორც ტრანსფორმაციულები და არა ტრანზაქციულები. გავლენა არც ისე დიდი ყოფილა (r=0.32, β=0.28, p<0.01), თუმცა მაინც უდიდესი იყო ხუთეულიდან. თუმცა, იმავე კვლევას, არ უჩვენებია არანაირი კავშირი ლიდერობის ეფექტურობასთან.[46]

ზემოთხსენებულის საპირისპიროდ, დათანხმებადობას უარყოფითი გავლენა აღმოაჩნდა ტრანზაქციულ ლიდერობასთან სამხედრო სფეროში. კვლევამ, რომელიც ჩატარდა აზიურ სამხედრო დანაყოფებში აჩვენა, რომ ლიდერები მაღალი დათანხმებადობის დონით, იღებენ დაბალ შეფასებას ტრანსფორმაციული ლიდერობის უნარებში.[47] ასე რომ, ძირფესვიანი კვლევით, ორგანიზაციებს შეუძლიათ დაადგინონ ინდივიდის სამუშაო პოტენციალი მის პიროვნულ მახასიათებლებზე დაყრდნობით. მაგალითად,[48] პოლ საკეტი და ფილიპ უოლმსლი საკუთარ სტატიაში „რომელი პიროვნული ატრიბუტებია ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოდ?“, ამბობენ, რომ კეთილსინდისიერება და დათანხმდებადობა „მნიშვნელოვანია წარმატებისთვის ბევრ სხვადასხვა დარგში.“

დათანხმებადი ადამიანის დახასიათების მაგალითები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დაინტერესებული ვარ ხალხით.
  • განვიცდი სიმპათიას სხვების გრძნობების მიმართ.
  • ვარ გულჩვილი.
  • ჩემ დროს სხვებს ვუთმობ.
  • ვგრძნობ სხვების ემოციებს.
  • ხალხს ვანუგეშებ.
  • სხვებით არც ისე დაინტერესებული ვარ. (საპირისპირო)
  • ხალხს შეურაცხყოფას ვაყენებ. (საპირისპირო)
  • არ ვარ დაინტერესებული სხვა ხალხის პრობლემებით. (საპირისპირო)
  • არ ვგრძნობ თანაგრძნობას სხვების მიმართ. (საპირისპირო)[40]

ნეიროტიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეიროტიზმი არის მიდრეკილება ნეგატიური ემოციების განცდისკენ, როგორებიცაა ბრაზი, შფოთვა და დეპრესია.[49] ხშირად მოიხსენიება როგორც ემოციური არასტაბილურობა, ხოლო დაბალი ნეიროტიზმი მოიხსენება როგორც ემოციური სტაბილურობა. ჰანს აიზენკის (1967) პიროვნების თეორიის თანახმად, ნეიროტიზმი დაკავშირებულია სტრესის ან ავერსიული სტიმულისადმი დაბალ ტოლერანტობასთან.[50] ნეიროტიზმი არის კლასიკური ტემპერამენტული მახასიათებელი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო შესწავლილი ტემპერამენტის კვლევაში, სანამ გახდებოდა დიდი ხუთეულის წევრი.[51] მაღალი ნეიროტიზმის მქონე ადამიანები ემოციურად რეაქტიულები და დაუცველები არიან სტრესის მიმართ. ისინი ხშირად, ჩვეულებრივ სიტუაციებს აღიქვამენ, როგორც საშიშროებებს და ურთულდებათ მცირე იმედგაცრუებასთან გამკლავება. ისინი ასევე გულუბრყვილოდ გამოხატავენ ემოციებს. მათი ნეგატიური ემოციური რეაქციები, როგორც წესი, გრძელდება უჩვეულოდ დიდი ხნის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხშირად არიან ცუდ ხასიათზე. ნეიროტიზმი კავშირშია სამუშაოს მიმართ პესიმისტურ დამოკიდებულებასთან, რწმენასთან, რომ სამსახური ხელს უშლის ინდივიდის პერსონალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას და კავშირშია სამუშაოდან გამომდინარე ზეწოლისგან გამოწვეულ შფოთვასთან.[52] ასევე, მაღალი ნეიროტიზმის მქონე ადამიანები იჩენენ კანის მაღალ გამტარუნარიანობას დაბალი ნეიროტიზმის მქონე ადამიანებთან შედარებით.[50][53] ემოციური რეგულაციის ამ პრობლემებმა შეიძლება შეამციროს მაღალი ნეიროტიზმის მქონე პირის უნარი, იფიქროს საღად, მიიღოს გადაწყვეტილებები და ეფექტურად გაუმკლავდეს სტრესს. ცხოვრებისეული მიღწევებით უკმაყოფილება შეიძლება დაკავშირებული იყოს ნეიროტიზმის მაღალ დონესთან და კლინიკურ დეპრესიაში ჩავარდნის ალბათობის ზრდასთან. მეტიც, ინდივიდები ნეიროტიზმის დონით, უფრო ხშირად აწყდებიან ნეგატიურ მოვლენებს ცხოვრებაში,[49][54] მაგრამ, ნეიროტიზმის დონე შეიძლება შეიცვალოს დადებითი ან უარყოფითი ცხოვრებისეული გამოცდილების საპასუხოდ.[49][54] ასევე, ასეთი ინდივიდები გამოირჩევიან ცუდი მენტალური ჯანმრთელობით.[55]

სკალის მეორე ბოლოში, დაბალი ნეიროტიზმის მქონე პირები უფრო იშვიათად ბრაზდებიან და არიან ნაკლებად ემოციურად რეაქტიულები. ისინი არიან მშვიდი, ემოციურად სტაბილური დაცთავისუფალი მუდმივი ნეგატიური გრძნობებისგან. ნეგატიური ემოციებისგან თავისუფლება არ ნიშნავს, რომ ისინი ბევრ დადებით ემოციას განიცდიან.[56]

ნეიროტიზმი მსგავსია, თუმცა არაა იგივე, რაც ნევროზი ფროიდის გადმოსახედიდან. ზოგი ფსიქოლოგი ამჯობინებს მოიხსენიოსს ნეიროტიზმი როგორც ემოციური არასტაბილურობა, რათა განასხვავონ ის ტერმინიდან „ნევროტული“.

მაღალი ნეიროტიზმის მქონე ადამიანის დახასიათების მაგალითები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარტივად ვისტრესები.
  • ხშირად ვნერვიულობ.
  • მარტივად ვბრაზდები.
  • მაქვს ცვალებადი ხასიათი.
  • ხშირად ვარ დეპრესიაში.
  • უმეტესად მოდუნებული ვარ. (საპირისპირო)
  • იშვიათად ვარ დეპრესიაში. (საპირისპირო)[40]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მახასიათებლების ადრეული კვლევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულად პიროვნული მახასიათებლების დიდი ხუთეულის (B5) ან ხუთ ფაქტორიანი მოდელის (FFM) წინამორბედი იყო ჰიპოკრატეს ტემპერამენტის ოთხი ტიპი: სანგვინიკური, ფლეგმატიკური, ქოლერიკული და მელანქოლიკური. სანგვინიკური ტიპი უკავშირდება ემოციურ სტაბილურობას და ექსტრავერსიას; ფლეგმატიკური ტიპი ასევე სტაბილურია, თუმცა ინტროვერტი; ქოლერიკული ტიპი ემოციურად არასტაბილური და ექსტრავერტია, ხოლო მელანქოლიკური არასტაბილური და ინტროვერტი.[57]

1884 წელს, სერ ფრენსის გალტონი იყო პირველი, რომელმაც გამოიკვლია ჰიპოთეზა, რომ შესაძლებელია შეიქმნას ადამიანის პიროვნული თვისებების ყოვლისმომცველი ტაქსონომია: ლექსიკური ჰიპოთეზა.[10] 1936 წელს, გორდონ ოლპორტმა და ს. ოდბერტმა სერ ფრენსის გალტონის ჰიპოთეზა პრაქტიკაში გამოიყენეს. მათ იმდროინდელი ლექსიკონებიდან ამოიღეს 4504 ზედსართავი სახელი, რომლებიც, მათი აზრით, აღწერს დაკვირვებად და შედარებით მუდმივ მახასიათებლებს.[58] 1940 წელს, რეიმონდ კეტელმა დაახარისხა ზედსრთავი სახელები, სინონიმები მოაშორა და რაოდენობა 171-მდე ჩამოიყვანა.[12] მან შექმნა თვითშეფასების ინსტრუმენტი პიროვნული მახასიათებლების კლასტერებისთვის, რომლებიც მან ზედსართავების კვლევისას აღმოაჩინა, რომელსაც უწოდა თექვსმეტი პიროვნული ფაქტორის კითხვარი.

1949 წელს ჩატარდა პიროვნების პირველი სისტემატური მულტივარიანტული კვლევა ჯოი პოლ გილფორდის მიერ. გილფორდმა გააანალიზა პიროვნების ათი ფაქტორი, რომელიც მან გაზომა გილფორდ-ციმერმანის ტემპერამენტული გამოკითხვით. ეს სკალები მოიცავდა ზოგად აქტივობას (ენერგია და უმოქმედობა); თავშეკავება (სერიოზულობა და იმპულსურობა); სითამამე (სოციალური სითამამე და მორჩილება); კომუნიკაბელურობა (სოციალური ინტერესი და სიმორცხვე); ემოციური სტაბილურობა (ხასიათის სტაბილურობა და არასტაბილურობა); ობიექტურობა (სქელკანიანი და ჰიპერმგრძნობიარე);[57] მეგობრულობა (დათანხმებადობა და სიჯიუტე); გააზრებულობა (რეფლექტორული და გამოთიშული), პირადი ურთიერთობა (ტოლერანტობა და ჰიპერკრიტიკა); მასკულანურობა (სიმტკიცე და სიმპათეტურობა).[57] ეს ეს მახასიათებლები რომლებიც ერთმანეთთან კორელირებდნენ მოგვიანებით გააანალიზეს გილფორდმა და სხვებმა და გადაანაწილეს სამ განზომილებაში: სოციალური აქტივობა (ზოგადი აქტივობა, აღმაფრენა, კომუნიკაბელურობა), ინტროვერსია-ექსტრავერსია (თავშეკავება, გააზრებულობა) და ემოციური ჯანმრთელობა (ემოციური სტაბილურობა, ობიექტურობა, კეთილგანწყობა, პირადი ურთიერთობები).[57]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Rothmann S, Coetzer EP (24 October 2003). „The big five personality dimensions and job performance“. SA Journal of Industrial Psychology. 29. doi:10.4102/sajip.v29i1.88.
  2. Goldberg LR (January 1993). „The structure of phenotypic personality traits“. American Psychologist. 48 (1): 26–34. doi:10.1037/0003-066x.48.1.26. PMID 8427480.
  3. (1992) Revised NEO Personality Inventory (NEO-PI-R) and NEO Five-Factor Inventory (NEO-FFI) manual. Odessa, Florida: Psychological Assessment Resources. 
  4. Roccas, Sonia; Sagiv, Lilach; Schwartz, Shalom H.; Knafo, Ariel (2002). „The Big Five Personality Factors and Personal Values“. Personality and Social Psychology Bulletin. 28 (6): 789–801. doi:10.1177/0146167202289008. S2CID 144611052.
  5. Matthews, Gerald; Deary, Ian J.; Whiteman, Martha C. (2003) Personality Traits, 2nd, Cambridge University Press. ISBN 978-0-521-83107-9. ციტირების თარიღი: 2021-11-06.  დაარქივებული 2014-12-05 საიტზე Wayback Machine.
  6. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის :18 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  7. Leon G. R., Gillum B., Gillum R., & Gouze M. (1979). "Personality stability and change over a 30-year period – middle age to old age". Journal of Consulting and Clinical Psychology, 47, 517–24. doi:10.1037/0022-006X.47.3.517
  8. Poropat AE (March 2009). „A meta-analysis of the five-factor model of personality and academic performance“. Psychological Bulletin. 135 (2): 322–38. doi:10.1037/a0014996. hdl:10072/30324. PMID 19254083.
  9. Digman JM (1990). „Personality structure: Emergence of the five-factor model“. Annual Review of Psychology. 41: 417–40. doi:10.1146/annurev.ps.41.020190.002221.
  10. 10.0 10.1 Shrout, Patrick E.; Fiske, Susan T. (1995) Personality research, methods, and theory. Psychology Press. 
  11. Allport GW, Odbert HS (1936). „Trait names: A psycholexical study“. Psychological Monographs. 47: 211. doi:10.1037/h0093360.
  12. 12.0 12.1 12.2 Bagby RM, Marshall MB, Georgiades S (February 2005). „Dimensional personality traits and the prediction of DSM-IV personality disorder symptom counts in a nonclinical sample“. Journal of Personality Disorders. 19 (1): 53–67. doi:10.1521/pedi.19.1.53.62180. PMID 15899720.
  13. 13.0 13.1 Tupes EC, Christal RE (1961). „Recurrent personality factors based on trait ratings“. USAF ASD Tech. Rep. 60 (61–97): 225–51. doi:10.1111/j.1467-6494.1992.tb00973.x. PMID 1635043.
  14. Norman WT (June 1963). „Toward an adequate taxonomy of personality attributes: replicated factors structure in peer nomination personality ratings“. Journal of Abnormal and Social Psychology. 66 (6): 574–83. doi:10.1037/h0040291. PMID 13938947.
  15. Goldberg LR (January 1993). „The structure of phenotypic personality traits“. The American Psychologist. 48 (1): 26–34. doi:10.1037/0003-066X.48.1.26. PMID 8427480.
  16. O'Connor BP (June 2002). „A quantitative review of the comprehensiveness of the five-factor model in relation to popular personality inventories“. Assessment. 9 (2): 188–203. doi:10.1177/1073191102092010. PMID 12066834. S2CID 145580837.
  17. (1982) „From Ace to Zombie: Some explorations in the language of personality“, Advances in personality assessment. Hillsdale, NJ: Erlbaum, გვ. 201–34. 
  18. Norman WT, Goldberg LR (1966). „Raters, ratees, and randomness in personality structure“. Journal of Personality and Social Psychology. 4 (6): 681–91. doi:10.1037/h0024002.
  19. Peabody D, Goldberg LR (September 1989). „Some determinants of factor structures from personality-trait descriptors“. Journal of Personality and Social Psychology. 57 (3): 552–67. doi:10.1037/0022-3514.57.3.552. PMID 2778639.
  20. (1996) „The language of personality: Lexical perspectives on the five-factor model“, The five-factor model of personality: Theoretical perspectives.. New York: Guilford. თარგი:Page needed
  21. Digman JM (June 1989). „Five robust trait dimensions: development, stability, and utility“. Journal of Personality. 57 (2): 195–214. doi:10.1111/j.1467-6494.1989.tb00480.x. PMID 2671337.
  22. თარგი:Cite report
  23. Krug SE, Johns EF (1986). „A large scale cross-validation of second-order personality structure defined by the 16PF“. Psychological Reports. 59 (2): 683–93. doi:10.2466/pr0.1986.59.2.683. S2CID 145610003.
  24. (2007) „The 16 Personality Factor Questionnaire (16PF)“, Handbook of personality theory and testing, Volume 2: Personality measurement and assessment.. London: Sage. თარგი:Page needed
  25. Costa PT, McCrae RR (September 1976). „Age differences in personality structure: a cluster analytic approach“. Journal of Gerontology. 31 (5): 564–70. doi:10.1093/geronj/31.5.564. PMID 950450.
  26. (1985) The NEO Personality Inventory manual.. Odessa, FL: Psychological Assessment Resources. 
  27. McCrae RR, Costa PT (January 1987). „Validation of the five-factor model of personality across instruments and observers“. Journal of Personality and Social Psychology. 52 (1): 81–90. doi:10.1037/0022-3514.52.1.81. PMID 3820081.
  28. McCrae RR, John OP (June 1992). „An introduction to the five-factor model and its applications“. Journal of Personality. 60 (2): 175–215. CiteSeerX 10.1.1.470.4858. doi:10.1111/j.1467-6494.1992.tb00970.x. PMID 1635039.
  29. International Personality Item Pool (IPIP). The Society for Judgment and Decision Making.
  30. Goldberg LR, Johnson JA, Eber HW, Hogan R, Ashton MC, Cloninger CR, Gough HG (February 2006). „The international personality item pool and the future of public-domain personality measures“. Journal of Research in Personality. 40 (1): 84–96. doi:10.1016/j.jrp.2005.08.007.
  31. (1994) The 16PF Fifth Edition technical manual.. Champaign, IL: Institute for Personality & Ability Testing. 
  32. Cattell HE (1996). „The original big five: A historical perspective“. European Review of Applied Psychology. 46: 5–14.
  33. Grucza RA, Goldberg LR (October 2007). „The comparative validity of 11 modern personality inventories: predictions of behavioral acts, informant reports, and clinical indicators“. Journal of Personality Assessment. 89 (2): 167–87. doi:10.1080/00223890701468568. PMID 17764394. S2CID 42394327.
  34. Mershon B, Gorsuch RL (1988). „Number of factors in the personality sphere: does increase in factors increase predictability of real-life criteria?“. Journal of Personality and Social Psychology. 55 (4): 675–80. doi:10.1037/0022-3514.55.4.675.
  35. Paunonen SV, Ashton MS (2001). „Big Five factors and facets and the prediction of behavior“. Journal of Personality & Social Psychology. 81 (3): 524–39. doi:10.1037/0022-3514.81.3.524. PMID 11554651.
  36. 36.0 36.1 DeYoung CG, Quilty LC, Peterson JB (November 2007). „Between facets and domains: 10 aspects of the Big Five“. Journal of Personality and Social Psychology. 93 (5): 880–96. doi:10.1037/0022-3514.93.5.880. PMID 17983306.
  37. 37.0 37.1 37.2 Toegel G, Barsoux JL (2012). „How to become a better leader“. MIT Sloan Management Review. 53 (3): 51–60.
  38. Ambridge, Ben (2014). Psy-Q: You know your IQ – now test your psychological intelligence. Profile, გვ. 11. ISBN 978-1782830238. 
  39. DeYoung, Colin G.; Hirsh, Jacob B.; Shane, Matthew S.; Papademetris, Xenophon; Rajeevan, Nallakkandi; Gray, Jeremy R. (2010). „Testing Predictions From Personality Neuroscience: Brain Structure and the Big Five“. Psychological Science. 21 (6): 820–828. ISSN 0956-7976.
  40. 40.0 40.1 40.2 40.3 40.4 The 50-item IPIP representation of the Goldberg (1992) markers for the Big-Five structure at ipip.ori.org.
  41. (1992) Neo PI-R professional manual.. Odessa, FL: Psychological Assessment Resources. თარგი:Page?თარგი:ISBN?
  42. Research Reports on Science from Michigan State University Provide New Insights. Science Letter. Gale Student Resource in Context. ციტირების თარიღი: 4 April 2012
  43. Laney, Marti Olsen (2002). The Introvert Advantage. Canada: Thomas Allen & Son Limited, გვ. 28, 35. ISBN 978-0761123699. 
  44. 44.0 44.1 Friedman, Howard; Schustack, Miriam (2016) Personality: Classic Theories and Modern Research, Sixth, Pearson Education Inc. ISBN 978-0205997930. თარგი:Page?
  45. "Daisy, daisy, give me your answer do!" switching off a robot გვ. 217–22. Dept. of Ind. Design, Eindhoven Univ. of Technol. (March 2007). ციტირების თარიღი: 6 February 2013
  46. Judge TA, Bono JE (October 2000). „Five-factor model of personality and transformational leadership“. The Journal of Applied Psychology. 85 (5): 751–65. doi:10.1037/0021-9010.85.5.751. PMID 11055147.
  47. Lim BC, Ployhart RE (August 2004). „Transformational leadership: relations to the five-factor model and team performance in typical and maximum contexts“. The Journal of Applied Psychology. 89 (4): 610–21. doi:10.1037/0021-9010.89.4.610. PMID 15327348.
  48. Sackett PR, Walmsley PT (2014). „Which Personality Attributes Are Most Important in the Workplace?“. Perspectives on Psychological Science. 9 (5): 538–51. doi:10.1177/1745691614543972. PMID 26186756. S2CID 21245818.
  49. 49.0 49.1 49.2 Jeronimus BF, Riese H, Sanderman R, Ormel J (October 2014). „Mutual reinforcement between neuroticism and life experiences: a five-wave, 16-year study to test reciprocal causation“. Journal of Personality and Social Psychology. 107 (4): 751–64. doi:10.1037/a0037009. PMID 25111305.
  50. 50.0 50.1 Norris CJ, Larsen JT, Cacioppo JT (September 2007). „Neuroticism is associated with larger and more prolonged electrodermal responses to emotionally evocative pictures“ (PDF). Psychophysiology. 44 (5): 823–26. doi:10.1111/j.1469-8986.2007.00551.x. PMID 17596178.
  51. (2009) The Long Shadow of Temperament.. Cambridge, MA: Harvard University Press. თარგი:ISBN?თარგი:Page?
  52. (2009) Handbook of Social Psychology. Hoboken, NJ: Wiley. თარგი:ISBN?თარგი:Page?
  53. Reynaud E, El Khoury-Malhame M, Rossier J, Blin O, Khalfa S (2012). „Neuroticism modifies psycho physiological responses to fearful films“. PLOS ONE. 7 (3): e32413. Bibcode:2012PLoSO...732413R. doi:10.1371/journal.pone.0032413. PMC 3316522. PMID 22479326.
  54. 54.0 54.1 Jeronimus BF, Ormel J, Aleman A, Penninx BW, Riese H (November 2013). „Negative and positive life events are associated with small but lasting change in neuroticism“. Psychological Medicine. 43 (11): 2403–15. doi:10.1017/s0033291713000159. PMID 23410535. S2CID 43717734.
  55. Dwan T, Ownsworth T (2019). „The Big Five personality factors and psychological well-being following stroke: a systematic review“. Disability and Rehabilitation. 41 (10): 1119–30. doi:10.1080/09638288.2017.1419382. PMID 29272953. S2CID 7300458.
  56. (2006) Stress, Self-Esteem, Health and Work, გვ. 76. თარგი:ISBN?
  57. 57.0 57.1 57.2 57.3 Musek, Janek (2017). The General Factor of Personality. London: Academic Press, გვ. 14–25. ISBN 978-0-12-811249-6. 
  58. Allport GW, Odbert HS (1936). „Trait names: A psycholexical study“. Psychological Monographs. 47: 211. doi:10.1037/h0093360.