დიდი ჭოვილო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი ჭოვილო
Greenshank (Tringa nebularia).jpg
ზაფხულის შეფერილობა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tringa nebularia (Gunnerus, 1767)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22693220
გავრცელება
TringaNebulariaIUCNver2018 2.png
  მხოლოდ ბუდობა
  მიგრაციის მარშრუტები
  მიგრაციის რაიონები
  შემთხვევითი გადაფრენები

დიდი ჭოვილო,[1] მწვანეფეხა მენაპირე[2] (ლათ. Tringa nebularia) — ფრინველი ჩიხუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 35 სმ-მდე, ფრთის შლილი 68–70 სმ,[2] მასა 280 -მდე. აქვს გრძელი, რუხ-მწვანე ფეხები და გრძელი, ძლიერი და ოდნავ აღუნული ნისკარტი. სხეულის ზედა მხარე ყავისფერ-რუხია, ხოლო ქვედა თეთრი. არ გამოიხატება სქესობრივი დიმორფიზმი. მისი ბუნებრივი მტრები მტაცებელი ფრინველები არიან. საერთოდ, მშიშარა და ფრთხილი ფრინველია, კარგად ცურავს და ყვინთავს. ბინადრობს მცირე წყალსატევებთან ახლოს, მაგალითად ჭაობებთან და საგუბარებთან. გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპასა (ისლანდიის გარდა) და აზიაში. ზამთარში გადაფრენა ახასიათებს ხმელთაშუაზღვისპირეთში, დასავლეთ და სამხრეთ აფრიკაში; საქართველოში გვხვდება გადაფრენისას.[2] იკვებება ჭიაყელებით, კიბოსნაირებით, მწერებით და მათი ლარვებით. თავისი ნისკარტის წყალობით ადვილად იჭერს თევზს წყალში. გამრავლების პერიოდი მაისიდან ივლისამდე გრძელდება. ბუდე მიწაზე არსებული ჩაღრმავებაა, რომელიც ბალახითაა ამოფენილი. დედალი დებს 4–5 მოზრდილ კვერცხს; კრუხობს ორივე მშობელი 25 დღის განმავლობაში. ცხოვრების პირველივე დღიდან აქტიურები არიან.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 87, 177, 215.
  2. 2.0 2.1 2.2 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 104, 146, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8