დიდი წყლის ბუღა
დიდი წყლის ბუღა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Botaurus stellaris (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 22697346 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
![]() ბუდობის არეალი
მუდმივი არეალი
ზამთრის არეალი | |||||||||||||||
|
დიდი წყლის ბუღა, წყლის ბუღა, დიდი ყარაულა (ლათ. Botaurus stellaris) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 70–80 სმ, ფრთის შლილი 125–135 სმ. დიდი ზომის, ყანჩისმაგვარი, ჭაობის ფრინველია. სახელწოდება დამახასიათებელი ხმის გამო მიიღო, რომელსაც მამრი გაზაფხულზე გამოსცემს ხოლმე, უმეტესად ღამით. მისი ნახვა ძალზე რთულია, ვინაიდან ცხოვრების დიდ ნაწილს ჭაობის ხშირ მცენარეულობაში ატარებს. მოყვითალო-მოყავისფრო ბუმბულის საფარველი უხვადაა დაწინწკლული და დაზოლილი, ამდენად ფრინველი შესანიშნავად ეხამება საბინადრო გარემოს. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არ აღინიშნება. ბინადრობს მდინარეების და ტბების ლელიან სანაპიროებზე, ტყიან ჭაობებში და სხვ. საქართველოში ცნობილია, როგორც მობუდარი ფრინველი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დარჩიაშვილი გ., საქართველოს არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების ფრინველთა სარკვევი, გვ. 12, თბ., 2002.