დიდი ცირკი
დიდი ცირკი | |
---|---|
![]() Circus Maximus | |
მდებარეობა |
![]() |
სტატუსი | დანგრეული |
ფუნქციური სტატუსი | ცირკი |
ისტორია | |
თარიღდება | ძველი რომის სამეფო |
დიდი ცირკი ![]() |
ციკუს მაქსიმუსი (ლათ. Circus Maximus; იტალ. Circo Massimo) ძველი რომაული ეტლების რბოლის სტადიონი და მასობრივი გასართობი ადგილი რომში, იტალიაში. ავენტინის და პალატინის ბორცვებს შორის მდებარე ხეობაში, ის იყო პირველი და უდიდესი სტადიონი ძველ რომსა და რომის იმპერიაში. მისი სიგრძე იყო 621 მ, სიგანე - 118 მ და იტევდა 150,000-ზე მეტ მაყურებელს.[1] სრულად ჩამოყალიბებული ფორმით, ის გახდა ცირკების მოდელი, მთელ რომის იმპერიაში. დღეს ეს ადგილი საჯარო პარკია.
მოვლენები და გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცირკუსი იყო რომის უდიდესი ადგილი ლუდებისთვის, საჯარო თამაშებისთვის, რომლებიც დაკავშირებული იყო რომაულ რელიგიურ ფესტივლებთან. ლუდები იყო დაფინანსებული წამყვანი რომაელების ან რომის სახელმწიფოს მიერ, რომაელი ხალხისა (პოპულუს რომანუს) და ღმერთების სასარგებლოდ. უმეტესობა იმართებოდა ყოველწლიურად ან წლიური ინტერვალებით რომაულ კალენდარში. რომაული ტრადიციის მიხედვით, ყველაზე ადრეული საზეიმო ლუდები ციკუსში იყო აღთქმული, ტარკვინ ამაყის მიერ იუპიტერისადმი, გვიანი სამეფო ეპოქის დროს, მისი პომეტიაზე გამარჯვებისთვის.[2]
ლუდი ხანგრძლივობითა და მასშტაბით მერყეობდა ერთ ან თუნდაც ნახევარდღიანი ღონისძიებებიდან, სპექტაკლურ ზეიმებამდე, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა, რელიგიური ცერემონიებით, საჯარო ლხინებით, ცხენებისა და ეტლების რბოლებით, ათლეტიკით, პიესებითა და რეციტაციებით, მხეცებზე ნადირობითა და გლადიატორთა ბრძოლებით. ზოგიერთი მოიცავდა საჯარო სიკვდილით დასჯებსაც. ციკლის დიდი ლუდი (ლათინურად „სპორტი" ან „თამაში"[3]) იწყებოდა შთამბეჭდავი პარადით (pompa circensis), რომელიც ძალიან ჰგავდა გამარჯვების აღლუმს, რომელმაც აღნიშნავდა თამაშების მიზანს და მონაწილეების წარდგენას.[4]
რომის რესპუბლიკის პერიოდში, ედილებმა მოაწყვეს თამაშები. ლუდის ყველაზე ძვირადღირებული და რთული ფორმა საშუალებას იძლეოდა ედილის კომპეტენცის შეფასებისთვის, რაც უფრო მასშტაბური იყო თამაში, მით უფრო მეტი გულუხვობა და უფრო მაღალი თანამდებობისთვის შესაფერისობა იგრძნობოდა ედილისგან.[5] ძვ. წ. 167 წელს „ფლეიტაზე შემრულებლები, სცენის მხატვრები და მოცეკვავეები" გამოდიოდნენ, სავარაუდოდ ცენტრალური სავარძლების რიგებს შორის აღმართულ დროებით სცენაზე. სხვა სცენები კი, მთელი სივრცის შესავსებად, გაფართოებული იყო უზარმაზარი ხარჯებით.[6]

რომის პროვინციების გაფართოებისას, არსებული ლუდიები გაუმჯობესდა და პოლიტიკოსებმა, რომლებიც ღვთიურობასა და ხალხის მხარდაჭერისთვის ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ახალი ლუდიები გამოიგონეს. რესპუბლიკის გვიანდელ პერიოდში, ლუდიები ტარდებოდა წლის 57 დღეს; მათი გაურკვეველი რაოდენობა მოითხოვდა ცირკის სრულად გამოყენებას. [7] ბევრ სხვა დღეს, ეტლის მძღოლებსა და ცხენოსნებს სჭირდებოდათ მისი ტრასის გავლა. სხვაგვარად, ის გახდებოდა მოსახერხებელი საჯინიბო საქონლისთვის, რომელიც იყიდებოდა მახლობელ Forum Boarium-ში, სტარტის კარიბჭის გარეთ. გარე ტრიბუნების ქვეშ, ცირკის შესასვლელებთან ახლოს, იყო სახელოსნოები და მაღაზიები. როდესაც თამაშები არ იმართებოდა, ცირკი კატულუსის დროს (ძვ. წ. I საუკუნის შუა პერიოდი) სავარაუდოდ იყო „მტვრიანი ღია სივრცე, მაღაზიებითა და ჯიხურებით... ფერადოვანი, ჭრელი, საეჭვო რეპუტაციის მქონე ადგილი", რომელსაც სიხშირით სტუმრობდნენ „პროსტიტუტები, ჟონგლიორები, ბედისწერის მკითხავები და დაბალი კლასის შემსრულებელი ხელოვანები". [8][9]
რომის იმპერატორები აკმაყოფილებდნენ რეგულარული თამაშებისადმი მზარდ მოთხოვნას და უფრო სპეციალიზებული ადგილების საჭიროებას, რაც მათი თანამდებობისა და კულტის ვალდებულებებს წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში, ცირკ მაქსიმუსი რომში ეტლებით რბოლის უმთავრეს სპეციალიზებულ ადგილად იქცა. ჩვენი წელთაღრიცხვით I საუკუნის ბოლოსთვის კოლიზეუმი აშენდა ქალაქის გლადიატორთა უმეტესობისა და მცირე ზომის მხეცებზე ნადირობისთვის, ხოლო მძლეოსანთა უმეტესობა დომიციანეს სტადიონზე ეჯიბრებოდა, თუმცა ცირკში კვლავ იმართებოდა გრძელ დისტანციაზე სიარულის რბოლები.[10] საბოლოოდ, წელიწადში 135 დღე თამაშებისთვის იყო განკუთვნილი.[7]
მაშინაც კი, როცა ის ეტლების რბოლის არენად განვითარდა, ცირკი რომში რელიგიური პროცესიებისთვის უდიდესი ადგილი რჩებოდა და ყველაზე პოპულარული იყო დიდი მასშტაბის ვენაციონებისთვის; III საუკუნის ბოლოს, იმპერატორმა პრობუსმა ცირკში უდიდესი სანახაობა მოაწყო, რომელშიც ცხოველები მთელ ტყეში იდევნებოდნენ სპეციალურად აშენებულ სცენაზე.[11][12] ქრისტიანობის იმპერიის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდეგ, ლუდმა თანდათან დაკარგა პოპულარობა. ცირკ მაქსიმუსში ბოლო ცნობილი ცხოველთა ნადირობა გაიმართა 523 წელს, ხოლო ბოლო ცნობილი რბოლა იქ გამართა ტოტილამ, 549 წელს.[13]
ტოპოგრაფია და მშენებლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეფობის ეპოქა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დიდი ცირკი მდებარეობდა მურციას ხეობის (ვალის მურცია) ვაკეზე, რომის ავენტინისა და პალატინის ბორცვებს შორის. რომის ადრეულ დღეებში, ხეობა მდიდარი იყო სასოფლო-სამეურნეო მიწით, რომელიც მიდრეკილი იყო ტიბრის მდინარისა და ხეობის გასწვრივ გადაჭრილი ნაკადისგან წარმოქმნილი წყალდიდობისკენ. ნაკადი, სავარაუდოდ, ადრეულ პერიოდში გადაკვეთეს ორ წერტილში, სადაც ტრასა გადიოდა, და პირველი რბოლები ჩატარდა სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტში. [14]
ლივიუსის რომის ისტორიაში, რომის პირველმა ეტრუსკმა მეფემ, ლუციუს ტარკვინიუს პრიკუსმა გააკეთა ცირკის გარშემო ამაღლებული, გადახურული ხის სავარძლები, რომის უმაღლესი ფენებისთვის (კავალერია და პატრიციები), სავარაუდოდ, პალატინის პირდაპირ გზაზე, მზისა და წვიმისგან დასაცავად. მისმა შვილიშვილმა, ტარკვინიუს სუპერბუსმა დაამატა სავარძლები მოქალაქეებისთვის (პლებიეები), [15] ტრასის გვერდით, ან საპირისპირო, ავენტინის მხარეს. [16]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Humphrey, John H. (1986). Roman Circuses: Arenas for Chariot Racing. University of California Press. ISBN 978-0-520-04921-5.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Virtual 3D reconstruction of the Roman Forum – www.italyrome.info
- James Grout: Circus Maximus, part of the Encyclopædia Romana
- High-resolution 360° Panoramas and Images of Circus Maximus | Art Atlas
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ This is a modern recalculation of the seat capacity at the Circus, a substantial downward revision of Pliny the Elder's estimate of 250,000. For discussion, see Humphrey 1986, p. 126
- ↑ Humphrey 1986, p. 66–67
- ↑ Ludus - the Latin Dictionary.
- ↑ Described by Dionysius of Halicarnassus, 7.72.1–13, supplemented by Quintus Fabius Pictor's history.
- ↑ Aedileship was a rung on the cursus honorum, available to patricians and plebeians of wealth and high standing. Despite the sometimes crippling personal cost of running for office and providing "extras" for the ludi, a successful aedile could secure popular favor and a substantial share of the vote at election time. Julius Caesar was among those who solidified his support through his lavish ludi as aedile.
- ↑ Humphrey 1986, p. 71, A later iron cage-work barrier is evident at Pompey's venatione of 55 BC.
- ↑ 7.0 7.1 Bunson, Matthew, A Dictionary of the Roman Empire, Oxford University Press, 1995, p. 246.
- ↑ Humphrey 1986, p. 72, citing T. P. Wiseman, "Looking for Camerius. The Topography of Catullus 55," Papers of the British School at Rome, 1980, pp. 11–13 with footnotes.
- ↑ Humphrey 1986, p. 72
- ↑ Extraordinarily long races of up to 128 miles, if Pliny the Elder is to be believed; see Humphrey 1986, p. 71
- ↑ Humphrey 1986, p. 71–72
- ↑ Humphrey 1986, p. 128, citing Historia Augusta, Probus, 19.2–4.
- ↑ Bowersock, Glen Warren; Brown, Peter; Grabar, Oleg (1999) Late Antiquity: A Guide to the Postclassical World. Harvard University Press, გვ. 674. ISBN 978-0-674-51173-6. ; citing Procopius, The Gothic Wars, 3. 37. 4. For the last known beast-hunt at the Circus, see Humphrey 1986, p. 131. Humphrey describes the last known Circus event (549) as "games".
- ↑ Humphrey 1986, p. 11. Humphrey describes this as "like a Greek hippodrome"
- ↑ Livy, Ab Urbe Condita, I. 35, 56
- ↑ Tarquin might have employed the plebs in constructing a conduit or drain (cloaca) for Murcia's stream, discharging into the Tiber. See Humphrey 1986, p. 67