დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჩაილურში. დგას სოფელში. არქიტექტურული ნიშნებით თარიღდება XVIII საუკუნით. 2007 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ტაძარი მთლიანად აღადგინა.

ეკლესია დარბაზულია (9,45X6,32 მ). კედლებიდან მხოლოდ ჩრდილოეთის კედელი და აფსიდის ნახევარი იყო შემორჩენილი. ეკლესიის შემორჩენილი კედლები თითქმის თანაბარი ზომის ზომის, თარაზულად დაწყობილი რიყის ქვებითაა ამოყვანილი — კირის სქელ დუღაბზე.

შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. საკურთხევლის აფსიდი ნახევარწრიულია. ჩრდილოეთი კედლის შუაში პილასტრია. იგი მთლიანად რიყის ქვისაა, თავი კი აგურით აქვს გამოყვანილი. ეკლესიის გარშემო რამდენიმე საფლავის ქვაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]