შინაარსზე გადასვლა

დიდი შვეიცარიული ზენენჰუნდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი შვეიცარიული ზენენჰუნდი
წარმოშობის ქვეყანა შვეიცარია
თვისებები
წონა 59-61 კგ.
სიმაღლე 60-72 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
10-11 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

დიდი შვეიცარიული ზენენჰუნდი (გერმ. Grosser Schweizer Sennenhund) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია შვეიცარიაში ანტიკური ხანა/XX საუკუნეში.

ეს ძაღლი, რომელიც, ასევე, შესაძლოა არის დიდი რომაული მასტიფების შთამომავალი, XX საუკუნის დასაწყისში "აღმოაჩინა" ფრანც შერტენლიბმა. თავისი აღმოჩენა მან გადასცა ალბერტ ჰაიმს, რომელიც ამ ჯიშს გადაშენებულად მიიჩნევდა. აპენცელერ ზენენჰუნდების მსგავსი ეს ჯიში თავისი ახლანდელი სახელით 1910 წელს დარეგისტრირდა. ბერნულ ზენენჰუნდებს თუ არ ჩავთვლით, ეს ყველაზე დიდტანიანი შვეიცარიული მთის ძაღლია და შესაძლოა ყველაზე ძველიც. საუკუნეების განმავლობაში დიდ შვეიცარიულ ზენენჰუნდს სოფლებსა და ფერმებში იყენებდნენ - ის ეზიდებოდა ბაზრობებზე რძით დატვირთულ ურიკებს. როდესაც ფრანც შერტენლიბმა ალბერტ ჰაიმს აჩვენა ერთადერთი ძაღლი, რომელიც შორეულ ფერმაში იპოვა, მან შვეიცარიელ ძაღლების მოყვარულებს დაავალა მსგავსი ცხოველების მოძებნა სხვა ფერმებში. სწორედ ასე იპოვეს ჯიშის აღსადგენად საკმარისი ძაღლები.

დიდი ზენენჰუნდი მეგობრულია ადამიანების მიმართ, თუმცა ზოგჯერ სხვა ძაღლების მიმართ მტრულადაა განწყობილი. კარგად ეგუება სიცივეს, კარგი მოდარაჯეა. ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და სიცხეს. აქვს ძლიერი, ფართო, დაკუნთული თეძოები, უხეში ბალანი, საშუალო ზომის თვალები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]