დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილი
იერსახე
დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილი | |
---|---|
![]() დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილი | |
კოორდინატები: 45°52′08″ ჩ. გ. 7°10′14″ ა. გ. / 45.86889° ჩ. გ. 7.17056° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
სიმაღლე | 2469 მ |
ქედი | პენინის ალპები |
დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილი (ფრანგ. Col du Grand-Saint-Bernard, იტალ. Colle del Gran San Bernardo) — უღელტეხილი ალპებში, შვეიცარიისა და იტალიის საზღვარზე. სიმაღლე 2469 მ. მდებარეობს პენინის ალპების დასავლეთ ნაწილში, მონბლანიდან აღმოსავლეთით. გადადის საავტომობილო გზა დორა-ბალტეის ხეობიდან (ქალაქი აოსტა იტალიაში) რონის ხეობაში (ქალაქი მარტინი შვეიცარიაში). რომის იმპერიის დროს აქ გადადიოდა მთავარი გზა, რომელიც ერთანეთთან აკავშირებდა ჩრდილოეთ იტალიას ცენტრალურ ევროპასთან. 1800 წელს ნაპოლეონის არმიამ უღელტეხილის გავლით მოახერხა გადასვლა იტალიაში. გადასასვლელთან, ზღვის დონიდან 1900 მ სიმაღლეზე არის 5.8 კმ-ის სიგრძის საავტომობილო გზა, რომელსაც დიდი სენ-ბერნარის გვირაბი ეწოდება.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილი“ ვიკისაწყობში.
- დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)