დიდი სახლის პატარა დიასახლისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი სახლის პატარა დიასახლისი
სრული სათაური The Little Lady of the Big House
საერთო სათაური დიდი სახლის პატარა დიასახლისი
ავტორი ჯეკ ლონდონი
მშობლიური ენა ინგლისური
დაწერილია 1915
დაწერის ადგილი აშშ
გამოცემულია 1915
ქართულად თარგმნა თამარ მაღრაძემ[1]

დიდი სახლის პატარა დიასახლისი (ინგლ. The Little Lady of the Big House) — ამერიკელი მწერლის, ჯეკ ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები. გამოიცა 1915 წელს, მწერლის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე.

რომანი ნათარგმნია ქართულადაც.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება იწყება რიჩარდ (დიკ) და პაოლა ფორესტების ოჯახში. თითქოს მათი ცხოვრება ჩვეულებრივად მიდის, მაგრამ ერთ დღეს მათ სახლში ეწვევათ დიკის ძალიან კარგი მეგობარი ივენ გრეჰემი.

ივენი თავიდანვე მოიხიბლება პაოლათი, მაგრამ მისთვის ამის თქმას ვერ ბედავს. ცოტა ხანში მიხვდება, რომ პაოლასაც უყვარს იგი. აღსანიშნავია, რომ მათი სიყვარულის შესახებ ყველაფერს ხვდება დიკი, მაგრამ არც ერთს არაფერს ეუბნება და დარდს გულში იკლავს. მართალია, ხედავს, თუ როგორ გახდა პაოლა მის მიმართ გულგრილი, მაგრამ არაფერს ამბობს.

პაოლას ივენი უყვარს, მაგრამ უყვარს დიკიც. ერთი შეხედვით შეუძლებელია ასე, რომ იყოს, მაგრამ პაოლა მათ შორის არჩევანს ვერაფრით აკეთებს, რადგან ორივე ერთნაირად უყვარს.

საბოლოოდ, დიკი ყველაფერს ეტყვის პაოლას, ეტყვის, რომ ყველაფერს ხვდებოდა. პაოლა არჩევანის წინაშე აღმოჩნდება, ორივე მამაკაცი მისგან პასუხს ითხოვს, მაგრამ ის არჩევანს ვერ აკეთებს.

პაოლას არჩევანს ვერ გააკეთებს და მისი აზრით საუკეთესო გამოსავალს იპოვის — ის სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]