დიდი ომი (დოკუმენტური სერიალი)
| დიდი ომი | |
|---|---|
|
პირველი სეზონის პოსტერი | |
| ჟანრი | მხატვრულ-დოკუმენტური სერიალი, დოკუმენტური დრამა |
| ეფუძნება | დიდი სამამულო ომი (მეორე მსოფლიო ომი) |
| სცენარი |
ალექსი ისაევი[1] არტემ დრაბკინი[1] |
| რეჟისორი | ანა გრაჟდანი[1] |
| კომპოზიტორ(ებ)ი | ბორის კუკობა[1] |
| ქვეყანა |
|
| ენა | რუსული |
| სეზონი | 2 |
| სერია | 18 |
| წარმოება | |
| პროდიუსერ(ებ)ი |
ვალერი ბაბიჩი[1] ვლად რიაშინი[1] სერგეი ტიტინკოვი[1] კონსტანტინე ერნსტი[1] |
| ოპერატორი | მიტია კიპტილნი |
| რედაქტორ(ებ)ი | ლუდმილა ბერაჟნაია[1] |
| ხანგრძლივობა | 48–55 წთ |
| კომპანია | Star Media |
| ეთერი | |
| ორიგინალური არხი |
პირველი არხი კარუსელი |
| პირველად ეთერში | 29 მარტი, 2010 |
„დიდი ომი“ (რუს. «Великая война») — რუსული მხატვრულ-დოკუმენტური სერიალი, დოკუმენტური დრამა, რომელიც სსრკ-ის დიდ სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 65-ე წლისთავს მიეძღვნა. სერიალის პირველი ეპიზოდი რუსეთის პირველ არხზე 2010 წლის 29 მარტს გავიდა.
2012 წლის 7 მაისს (სერიალის ბოლო ეპიზოდის გამოსვლიდან 2 წლის შემდეგ) გამოვიდა სერიალის გაგრძელება, რომელიც დამატებით 10 ეპიზოდს მოიცავდა.
დოკუმენტური სერიალი რუსეთში გადიოდა პირველ არხზე, უკრაინაში — „ინტერზე“, ჩინეთში — „CCTV-9“-ზე. სერიალი შეიძინა საერთაშორისო სატელევიზიო არხმა „The History Channel“-მა და მთლიანად გაახმოვანა ინგლისურად.[2] ამ ენაზე სერიალს ეწოდა Soviet Storm: World War II — In The East („საბჭოთა ქარიშხალი: მეორე მსოფლიო ომი — აღმოსავლეთში“).
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერიალის თითოეულ ეპიზოდში მოცემულია დიდი სამამულო ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, დაწყებული გერმანული ჯარების სსრკ-ის ტერიტორიაზე შეჭრით დაწყებული და 1945 წლის 9 მაისის გამარჯვების დღითა და იაპონიასთან ომით დამთავრებული. სერიალში გამოყენებულია 3D კომპიუტერულ გრაფიკას, დადგმულ სცენებსა და დოკუმენტურ კადრებს. გადაღებები ძირითადად ყირიმში, კიევსა და ვოლგოგრადში მიმდინარეობდა.[3]
ეპიზოდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიული ქრონოლოგიის მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| № | სერიის სახელი | გამოშვების თარიღი | სიუჟეტი |
|---|---|---|---|
| 1 | ბარბაროსა | 29 მარტი, 2010 | ოპერაცია ბარბაროსა |
| 2 | კიევი 1941 | კიევის ოპერაცია | |
| 3 | სევასტოპოლის დაცვა | სევასტოპოლის დაცვა | |
| 4 | ბრძოლა მოსკოვისათვის | 4 აპრილი, 2010 | მოსკოვის ბრძოლა |
| 5 | ლენინგრადის ბლოკადა | 12 აპრილი, 2010 | ლენინგრადის ბლოკადა |
| 6 | რჟევი | რჟევის ბრძოლა | |
| 7 | სტალინგრადი | 19 აპრილი, 2010 | სტალინგრადის ბრძოლა |
| 8 | ბრძოლა კავკასიისათვის | კავკასიისთვის ბრძოლა | |
| 9 | კურსკის რკალი | 26 აპრილი, 2010 | კურსკის ბრძოლა |
| 10 | დნეპერიდან ოდერამდე | 5 მაისი, 2010 | ბრძოლა დნეპრისათვის, დნეპერ-კარპატების ოპერაცია, ლვოვ-სანდომიეჟის ოპერაცია, იასი-კიშინიოვის ოპერაცია, ბუდაპეშტის ოპერაცია, ვენის ოპერაცია, პრაღის ოპერაცია |
| 11 | ოპერაცია „ბაგრატიონი“ | 4 მაისი, 2010 | ბელორუსიის ოპერაცია, ბალტიისპირეთისს ოპერაცია (1944) |
| 12 | ბრძოლა ჰაერისათვის | 9 მაისი, 2012 | |
| 13 | ომი ზღვაზე | 8 მაისი, 2012 | |
| 14 | პარტიზანები | ||
| 15 | აგენტურული დაზვერვა | 7 მაისი, 2012 | |
| 16 | ბრძოლა გერმანიისათვის | 10 მაისი, 2012 | ვისლა-ოდერის ოპერაცია, აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაცია (1945), აღმოსავლეთ პომერანიის ოპერაცია |
| 17 | ბრძოლა ბერლინისათვის | 7 მაისი, 2010 | ბერლინის ოპერაცია |
| 18 | ომი იაპონიასთან | 11 მაისი, 2012 | სსრკ-იაპონიის ომი |
გამოსვლის დროის მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1-ლი სეზონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| # | სათაური |
|---|---|
| 1 | „ბარბაროსა“ |
| 2 | „ბრძოლა მოსკოვისათვის“ |
| 3 | „ლენინგრადის ბლოკადა“ |
| 4 | „სტალინგრადი“ |
| 5 | „ოპერაცია „ბაგრატიონი““ |
| 6 | „დნეპერიდან ოდერამდე“ |
| 7 | „ბრძოლა ბერლინისათვის“ |
მე-2 სეზონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| # | სათაური |
|---|---|
| 1 | „კიევი 1941“ |
| 2 | „სევასტოპოლის დაცვა“ |
| 3 | „რჟევი“ |
| 4 | „ბრძოლა კავკასიისათვის“ |
| 5 | „ომი ზღვაზე“ |
| 6 | „ბრძოლა ჰაერისათვის“ |
| 7 | „პარტიზანები“ |
| 8 | „აგენტურული დაზვერვა“ |
| 9 | „ბრძოლა გერმანიისათვის“ |
| 10 | „ომი იაპონიასთან“ |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Мурадов А. Б. Кандидатская диссертация. Великая отечественная война на телевизионном экране: художественно-эстетические решения в многосерийных фильмах. — М., 2018. — 188 c.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 "Soviet Storm: World War II in the East - Operation Barbarossa". Star Media's Official Youtube Channel. ციტირების თარიღი: 2014-01-06
- ↑ Star Media снимет продолжение «Великой войны» к весне. MediaБизнес (2010-11-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-09. ციტირების თარიღი: 2013-06-06.
- ↑ Сусанна Альперина. (2012-05-04) Великая война. Российская газета. ციტირების თარიღი: 2013-06-06.