დიდი მეტეორის მონასტერი

დიდი მეტეორა (ბერძ. Μεγάλο Μετέωρο) — მართლმადიდებლური მონასტერი, რომელიც წარმოადგენს მეტეორას სამონასტრო კომპლექსის ნაწილს თესალიაში, ცენტრალური საბერძნეთი.[1] ის მდებარეობს კლდის წვერზე,[2] რომელსაც ეწოდება მეტეორა ან პლატილითოსი, რომელიც 415 მეტრზე მდებარეობს პინიოსის ხეობის ფსკერიდან.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონასტერი დააარსა ათანასე მეტეორელმა 1356 წელს,[4] ადგილობრივი მბრძანებლის სიმეონ უროშის დაფინანსებით, რომელმაც იმავე წელს, სტეფან დუშანის გარდაცვალების შემდეგ, თავი სერბებისა და ბერძნების იმპერატორად გამოაცხადა.[5] მომდევნო საუკუნის განმავლობაში რეგიონი ოსმალეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ მოექცა, რაც გაგრძელდა კონსტანტინოპოლის კონვენციამდე (1881), რომლის შედეგადაც თესალია საბერძნეთის სამეფომ დაიკავა.
ემილიანოსი იყო დიდი მეტეორის მონასტრის წინამძღვარი 1961-1973 წლებში, შემდეგ იგი სიმონოპეტრაში გადავიდა და იქ გახდა წინამძღვარი. მისი მოწაფე ალექსიოსი, შემდგომში ცნობილი როგორც ალექსიოსი ქსენოფონტელი, გახდა დიდი მეტეორის წინამძღვარი 1973-1976 წლებში. 1976 წელს ალექსიოსი ქსენოფონტეს მონასტერში გადავიდა.[6]
ბიბლიოთეკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი მეტეორის მონასტერს აქვს მეტეორას უდიდესი ხელნაწერების კოლექცია. 1 124 კოდექსიდან, რომლებიც ნ. ვეისმა მეტეორას ექვს მონასტერში აღწერა, 610 დაფიქსირებულია დიდ მეტეორაში.[7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Meteora (2022-04-04). ციტირების თარიღი: 2022-05-06
- ↑ Poulios, Ioannis (2008). Living sites: the past in the present - the monastic site of Meteora, Greece: towards a new approach to conservation (Doctoral dissertation). Institute of Archaeology, University College London.
- ↑ Provatakis, Theocharis M. (2006). Meteora: History of monasteries and monasticism. Athens: Michalis Toubis Publications S.A. pp. 11, 32. ISBN 960-540-095-2
- ↑ Meteora.
- ↑ Alexis G. C. Savvides (1998), "Splintered medieval hellenism: The semi-autonomous state of Thessaly (AD 1213/1222 to 1454/1470) and its place in history", Byzantion (Peeters Publishers) (68:2): 406-418, https://www.jstor.org/stable/44172339
- ↑ Dorobantu, Marius (2017-08-28). Hesychasm, the Jesus Prayer and the contemporary spiritual revival of Mount Athos (Master's thesis). Nijmegen: Radboud University. ციტირების თარიღი: 2022-08-28.
- ↑ Provatakis, Theocharis M. (2006). Meteora: History of monasteries and monasticism. Michalis Toubis Publications S.A., გვ. 19.