დიდი მადრიდი

დიდი მადრიდი — მონოცენტრული მეტროპოლიტური არეალი იბერიის ნახევარკუნძულის ცენტრში, ესპანეთის მადრიდის ავტონომიურ გაერთიანებაში. ის არ უკავშირდება არანაირ ადმინისტრაციულ დაყოფას და შესაბამისად, მისი საზღვრები ბუნდოვანია.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2021 წლის მდგომარეობით მისი სავარაუდო მოსახლეობა შეადგენდა 6 980 646 ადამიანს და მოიცავდა 5 335,97 კვადრატულ კილომეტრს. ის ითვლება ესპანეთის უდიდეს, ევროკავშირის მე-2 უდიდეს და მსოფლიოს 54-ე უდიდეს მეტროპოლიტურ არეალად.[1][2][3][4]
დიდი მადრიდის ორი განსხვავებული ურბანიზაციის ზონა შეიძლება ასე დაიყოს:
- შიდა რკალი: ალკორკონი, ლეგანესი, ხეტაფე, მოსტოლესი, ფუენლაბრადა, კოსლადა, ალკობენდასი, პოსუელო-დე-ალარკონი, სან-ფერნანდო-დე-ენარესი.
- გარე რკალი: ვილიავისიოსა-დე-ოდონი, პარლა, პინტო, ვალდემორო, რივას-ვასიამადრიდი, ტორეხონ-დე-არდოსი, ალკალა-დე-ენარესი, სან-სებასტიან-დე-ლოს-რეიესი, ტრეს-კანტოსი, ლას-როსას-დე-მადრიდი, მახადაონდა, ბოადილია-დელ-მონტე, კოლიადო-ვილიალბა.
მადრიდის ქალაქის ეკონომიკური ბარომეტრის 39-ე გამოცემის მიხედვით, რომელიც მადრიდის „მეტროპოლიტურ რეგიონს“ 5 არეალად ყოფს, მე-3 არეალი სცდება მადრიდის თემის ადმინისტრაციულ საზღვრებს. უდიდესი გარეუბნები სამხრეთით მდებარეობს და ზოგადად მადრიდიდან გამომავალი მთავარი ავტომაგისტრალების გასწვრივ.[5]
მადრიდის მეტროპოლიტური არეალის მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს შეფასებული იყო 210 მილიარდ ევროდ და წარმოადგენს მადრიდის რეგიონის მშპ-ს 95 %-ზე მეტს. მშპ ერთ სულ მოსახლეზე მეტროპოლიტურ არეალში შეადგენდა 37 758 ევროს, მაშინ როცა მადრიდის რეგიონში ეს მაჩვენებელი 30 453 ევროს აღწევდა.[6]
რაც შეეხება მადრიდის ფუნქციურ ურბანულ არეალს (FUA), ანუ უფრო ფართო სამგზავრო ზონას, XXI საუკუნის დასაწყისში ტერიტორიამ განიცადა ექსტენსიური სუბურბანიზაციის ზრდა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ფუნქციური ურბანული ცენტრიდან 25 კმ-ზე მეტ მანძილზე ცხოვრობს.[7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ World Urban Areas: Population & Density. Demographia. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
- ↑ Eurostat, Urban Audit database დაარქივებული 2011-04-06 საიტზე Wayback Machine. , accessed on 2009-03-12. Data for 2004.
- ↑ Thomas Brinkoff, Principal Agglomerations of the World, accessed on 2009-03-12. Data for 2009-01-01.
- ↑ United Nations Department of Economic and Social Affairs, World Urbanisation Prospects (2007 revision), (United Nations, 2008), Table A.12. Data for 2007.
- ↑ Madrid, una metrópoli de 7,3 millones de habitantes (19 April 2014).
- ↑ Indicador del PIB por zonas estadísticas y por municipios, https://www.madrid.org/iestadis/fijas/estructu/economicas/contabilidad/descarga/epibmb15at1.xls
- ↑ Gómez Giménez, José Manuel; Hernández Aja, Agustín (2018) „Retos de las áreas urbanas funcionales españolas: el caso madrileño, 1991-2011“, Ciudad y formas urbanas. Perspectivas transversales. Volumen 6. Formas urbanas y territorio. Prensas de la Universidad de Zaragoza; Institución Fernando el Católico, გვ. 111. ISBN 978-84-17358-85-3.