დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Wikitext-ka.svg ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი.
სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი}}

დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი - დევნილი მუზეუმ-ნაკრძალი საქართველოში, 2008 წლის ოკუპაციის შემდგომ ოფისი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში, გორის ვერხვების დევნილთა დასახლებაში.

დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი 2005 წელს შეიქმნა და 2008 წლის ომამდე მუზეუმ-ნაკრძალის ოფისი მდებარეობდა სოფელ ქურთაში (ამჟამად ოკუპირებული სოფელი). 2008 წლის ომამდე მუზეუმ-ნაკრძალი ოკუპირებული შიდა ქართლის ტერიტორიაზე (დიდი და პატარა ლიახვის ხეობის სოფლები) ახორციელებდა სხვადასხვა სამუშაოებს, ესენია: ისტორიული ძეგლების აღწერა-პასპორტიზაცია, არქეოლოგიური/დაზვრევითი სამუშაოები და  გაწმენდითი სამუშაოები. ჩატარდა წინა საპროექტო და სარესტავრაციო სამუშაოები. 2008 წლის ომის შემდგომ მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ოკუპირებული აღმოჩნდა, რის შედეგად ამ დრომდე ვერ ხერხდება არათუ ადგილზე რაიმე სამუშაოს განხორციელება, არამედ იქ დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონახულება და მათი ფიზიკური მდგომარეობის დადგენა.

ოკუპაციის პირობებში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით მუზეუმ-ნაკრძალი შემდეგი სახის სამუშაოებს ახორციელებს: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თაობაზე სხვადასხვა გზით ინფორმაციის მოძიება, საქართველოს სიძველეთსაცავებსა და მუზეუმებში აღნიშნულ რეგიონთან დაკავშირებით საარქივო მასალებისა და ექსპონატების მოძიება; იმართება გამოფენები და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები.

ასევე 2015 წლიდან მუზეუმ-ნაკრძალში დაინერგა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც ძირითადად ჩართულნი არიან დიდი და პატარა ლიახვის ხეობებიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემადგენლობაში.