დიდი კრესტოვსკის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიდი კრესტოვსკის ხიდი
რუს. Большой Крестовский мост
Bolshoi Krestovskii bridge St Petersburg.jpg
კოორდინატები: 59°58′01″ ჩ. გ. 30°16′50″ ა. გ. / 59.96694° ჩ. გ. 30.28056° ა. გ. / 59.96694; 30.28056
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია პატარა ნევკა
სიგრძე 149 
სიგანე 25,5 
გახსნის თარიღი 1850 წ.
რეკონსტრუქცია 1949-1951 წ.
დიდი კრესტოვსკის ხიდი — რუსეთი
დიდი კრესტოვსკის ხიდი
დიდი კრესტოვსკის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
დიდი კრესტოვსკის ხიდი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

დიდი კრესტოვსკის ხიდი (რუს. Большой Крестовский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო გასახსნელი ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე პატარა ნევკაზე. ერთმანეთთან აკავშირებს პეტროგრადისა და კრესტოვსკის კუნძულებს. პირველი კაპიტალური ხიდი, რომელიც ააშენეს ნევის ტოტზე. ხიდის სიგრძეა 149 მეტრი, ხოლო სიგანე — 25,5 მეტრი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს დიდი ზელენინისა და პეტროგრადის ქუჩებს.

დინების ქვემო მიმართულებით მდებარეობს კამენოოსტროვსკის ხიდი, ზემო მომართულებით კი — ლაზარევის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „ჩკალოვსკაია“ (900 მ).

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ხიდს ერქვა კრესტოვსკის ან პეტერბურგ-კრესტოვსკის ხიდი (იმ კუნძულების სახელი, რომელსაც აერთიანებს). თანამედროვე სახელწოდება ხიდმა მიიღო 1876 წელს, რათა გაერჩიათ მდინარე კრესტოვკაზე გადებული მცირე კრესტოვსკის ხიდისაგან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხიდი ამ ადგილზე, რომელმაც შეცვალა ბოგირი ააშენეს 1850 წელს. ეს იყო პირველი შემთხვევა ახალი მუდმივი ხიდის მშენებლობისა მდინარე ნევაზე და მის ტოტზე ახალ ადგილას, რომელსაც არ შეუცვლია მანამდე არსებული მოცურავე ხიდი. 1877 წელს ხიდი გაამაგრეს და გააფართოვეს კონკის გზის გაყვანასთან დაკავშირებით. 1882 წლიდან 1883 წლამდე მიმდინარეობდა ხიდის კაპიტალური რემონტი, კვლავ გადააკეთეს და გააფართოეს. XX საუკუნის დასაწყისში ხიდი მოძველებული აღმოჩნდა და 1904 წელს დახურეს მოძრაობისთვის. 1905 წელს დაიწყეს კაპიტალური რემონტი ინჟინერ პ. ა. ლიხაჩევის პროექტის მიხედვით.

1928 წლისთვის აქ არსებობდა ხის 11-მალიანი ხიდი, შუა გასახსნელი მალით. ხიდის გახსნა ხდებოდა ხელით. მისი სიგრძე იყო 126,4 მეტრი, სიგანე კი — 17,9 მეტრი. 1946 წლიდან ხიდი უკვე აღარ იხსნებოდა გასახსნელი მალის მოძველებული მდგომარეობის გამო. 1948 წლისათვის მთელი ხიდის ტექნიკური მდგომარეობა ითვალისწინებადა კაპიტალურ რემონტს. 1949-1951 წლებში „Ленгипроинжпроект“-ის ინჟინერის პ. ვ. ანდრეევსკისა და არქიტექტორ ლ. ა. ნოსკოვის პროექტით ააგეს ხუთმალიანი მეტალის გასახსნელი ხიდი. დიდი კრესტოვსკის ხიდი გახდა პირველი მსხვილი ხიდი, რომელიც ააგეს ლენინგრადში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

2005-2006 წლებში მიმდინარეობდა გასახსნელი მალის მეტალის კონსტრუქციის რემონტი. 2007 წელს გამოცვალეს ასფალტბეტონის საფარი მუდმივ მალებზე და აყარეს ტრამვაის ხაზები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 442. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 302. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]