დიდი გეტსბი (2013 წლის ფილმი)
| „დიდი გეტსბი“ | |
|---|---|
|
| |
| ჟანრი | რომანტიკული დრამა |
| დამდგმელი რეჟისორი | ბეზ ლურმენი |
| პროდიუსერი | ბეზ ლურმენი, დაგლას ვიკი |
| სცენარის ავტორი | ბეზ ლურმენი, კრეიგ პირსი |
| ნაწარმოები |
დიდი გეტსბი — ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი |
| როლებში | ლეონარდო დიკაპრიო, ტობი მაგუაირი |
| მუსიკა | კრეიგ არმსტრონგი |
| ოპერატორი | სიმონ დუგანი |
| მონტაჟი | მატ მილა, ჯეისონ ბალანტაინი, ჯონათან რედმონდი |
| მხატვარი | კათრინ მარტინი |
| დისტრიბუტორი | Warner Bros. Pictures |
| გამოსვლის თარიღი | 10 მაისი, 2013 |
| ხანგრძლივობა | 143 წუთი |
| ქვეყანა | აშშ |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | $ 105 მლნ |
| შემოსავალი | $ 351 040 419 |
დიდი გეტსბი (ინგლ. The Great Gatsby) — 2013 წლის ამერიკული 3D ფილმი. ფილმი წარმოადგენს ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის 1925 წლის რომანის „დიდი გეტსბი“ ეკრანიზაციას. ეს ამ წიგნის რიგით მეხუთე ეკრანიზაციაა.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალგაზრდა ნიკ კაროვეი შუა დასავლეთიდან ჩავიდა ნიუ-იორკში 1922 წელს, რათა აიხდინოს ამერიკული ოცნება. ის დასახლდა უცნობი მილიონერის, ჯეი გეტსბის გვერდით. ყურის მეორე მხარეს კი ცხოვრობენ ნიკის ბიძაშვილი დეიზი ბიუქინენი და მისი ქმარი, ფეხბურთის ყოფილი ვარკსვლავი და ქალების მუსუსი ტომი, რომელბსაც ქალიშვილი ჰყავთ. ერთ საღამოს, როდესაც ნიკი დეიზი და ტომ ბიუკენენებ ვახშმიდან სახლში ბრუნდებოდა, დაინახა გეტსბის სილუეტი, რომელიც მარტო იდგა სახლის წინ და ჰორიზონტზე იდუმალ მწვანე შუქს უყურებდა.
ერთ დილას, ნიკმა მიიღო ოფიციალურ მიწვევას გეტსბის სასახლეში წვეულებაზე. წვეულებაზე ნიკმა შემთხვევით გაიცნო გეტსბი, რომელიც ის ჰიდროპლანით გასასეირნებლად დაპატიჟა. გეტსბიმ ნიკი გაასეირნა მანქანით ნიუ-იორკის ქუჩებში და მას თავისი ცხოვრების ისტორიას მოუყვა, უთხრა, რომ მშობლებიდან დიდი თანხა მიიღო მემკვიდრეობით, რომ ომობდა პირველ მსოფლიო ომში, რომ მის წინაშე დავალებულია ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და სხვა ამბები.
ჯორდანმა, გოლფის მოთამაშე ახალგაზრდა ქალმა, ნიკს მოუთხრო გეტსბის და დეიზის საერთო წარსულისა და დავიწყებული რომანის შესახებ. 5 წლის წინ ისინი შეყვარებულები იყვნენ, სანამ გეტსბი ომში არ გაიწვიეს. ომის დასრულების შემდეგ გეტსბი არ დაბრუნებულა, დეიზი ჩიკაგოელ ტომ ბიუქენენზე დაინიშნა და დაქორწინნდა. ქორწილის დილას მან მიიღო საიდუმლო წერილი, რომლის შინაარსი ჯორდანმა არ იცოდა. ჯორდანმა ისიც უთხრა ნიკს, რომ გეტსბი შეგნებულად დასახლდა დეიზისთან ახლოს და აწყობდა დიდ წვეულებებს, რათა ქალის ყურადღება მიეპყრო. გეტსბის სურდა, რომ ნიკის შუამავლობით დეიზი დაეპატიჟებინა ჩაიზე.
ნიკის ორგანიზებით დეიზი და გეტსბი ერთმანეთს საიდუმლოდ შეხვდნენ ნიკის სახლში. გეტსბიმ ნიკს მოუთხრო, როგორ შეუყვარდა დეიზი. ნიკის, ჯორდანის და დეიზის თვალწინ ტომი და გეტსბი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ტომმა გეტსბის წარსული გამოააშკარავა და გეტსბიმ ამ დროს მოთმინება დაკარგა. ჩხუბის შემდეგ დეიზი და გეტსბი ერთად წავიდნენ ტომის მანქანით და გზაში გაიტანეს მირტლ უილსონი, რომელიც ადგილზევე მოკვდა. უილსონი ტომის საყვარელი იყო, თუმცა დეიზიმ და გეტსბიმ ამის შესახებ არ იცოდნენ. იმ ღამით, ბიუქენენების სახლთან დადარაჯებულმა გეტსბიმ ნიკს უთხრა, რომ მანქანას დეიზი მართავდა. ჯორჯ უილსონს შეცდომით ეგონა, რომ მკვლელი გეტსბი იყო. ის შეიპარა გეტბსის სახლში და მოკლა ის მაშინ, როდესაც აუზში ცურავდა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. გეტსბის მკვლელობა ყვითელი პრესის მთავარ თემად იქცა.
ფილმის ბოლოს ნიკი ცდილობს გაიაზროს გეტსბის მისწრაფება მომავლისა და შეურყვნელი ოცნებისადმი და წერს წიგნს სახელად „გეტსბი“, რომელსაც ბოლოს დაამატებს სიტყვას „დიდი“.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ლეონარდო დიკაპრიო — ჯეი გეტსბი
- ტობი მაგუაირი — ნიკ კაროვეი
- კერი მალიგანი — დეიზი ბიუქინენი
- ჯოელ ედგერტონი — ტომ ბიუქინენი
- ისლა ფიშერი — მირტლ უილსონი
- ჯეისონ კლარკი — ჯორჯ უილსონი
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსკარი
- საუკეთესო მხატვრული გაფორმება: კათრინ მარტინი, ბევერლი დანი
- საუკეთესო კოსტუმების დიზაინი: კათრინ მარტინი
BAFTA
- საუკეთესო დიზაინი
- საუკეთესო კოსტუმების დიზაინი: კათრინ მარტინი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- The Great Gatsby დაარქივებული 2020-02-22 საიტზე Wayback Machine. : novel and film information
- „დიდი გეტსბი“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- დიდი გეტსბი საიტზე Rotten Tomatoes
- „დიდი გეტსბი“ — Metacritic-ზე