დიდი ბალხანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დიდი ბალხანი
კოორდინატები: 39°40′ ჩ. გ. 54°33′ ა. გ. / 39.667° ჩ. გ. 54.550° ა. გ. / 39.667; 54.550
ქვეყანა თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
უმაღლესი წერტილი არლანი
სიმაღლე 1880 
სიგრძე 60 კმ
სიგანე 20 კმ
დიდი ბალხანი — თურქმენეთი
დიდი ბალხანი

დიდი ბალხანი (თურქმ. Uly Balkan dagy) — ქედი თურქმენეთის დასავლეთ ნაწილში. უზბოის მშრალი ხეობით გამოყოფილია პატარა ბალხანისაგან და ქოფეთდაღის დასავლეთ კიდისაგან. გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ დაახლოებით 60 კმ-ზე, სიგანე 20 კმ. სიმაღლე 1880 მ-მდე (მთა არლანი). ციცაბო ჩრდილოეთი და შედარებით დამრეცი სამხრეთი ფრთისაგან შემდგარი ანტიკლინორიუმია. სტრუქტურის დასავლეთ გაგრძელება დაძირულია კასპიისპირა ვაკის უახლესი დანალექების ქვეშ. უმეტესწილად აგებულია იურული და ცარცული ასაკის კირქვებითა და ქვიშაქვებით. კალთები ძლიერაა გაშიშვლებული, განსაკუთრებით ფრიალოა ჩრდილოეთი, ხოლო სამხრეთი შეჭრილ-შემოჭრილია ხეობებით. გაბატონებულია უდაბნო (800 მ-მდე), ნახევარუდაბნო და მთა-სტეპის ლანდშაფტები მთის ქსეროფიტებითა და ღვიის მეჩხერი ტყით. დაჩრდილულ ხეობებში იზრდება ბუჩქნარები. მოსწორებული რელიეფის მცირე მონაკვეთები გამოიყენება ურწყული მიწათმოქმედებისათვის. სიახლოვესაა ნავთობის საბადო ნებითდაღი.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Краткая географическая энциклопедия. Том 1: М., 1960.