დიდი ბაზრის მეჩეთი
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
დიდი ბაზრის მეჩეთი აზერ. Böyük Bazar məscidi | |
---|---|
მდებარეობა | ლენქორანი, აზერბაიჯანი |
სტილი | ისლამური არქიტექტურა |
თარიღდება | XVIII—XIX საუკუნეები |
მდგომარეობა | მოქმედი |
extra |
დიდი ბაზრის მეჩეთი (აზერ. Böyük Bazar məscidi) — აზერბაიჯანის ქალაქ ლენკორანში. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2001 წლის 2 აგვისტოს განკარგულებით, მეჩეთი სახელმწიფო დაცვის ქვეშ იქნა აყვანილი, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის არქიტექტურული ძეგლი (инв № 4805).[1]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეჩეთი XIX საუკუნის პირველ წლებში აშენდა და დღესაც ქალაქში ყველაზე ძველი მეჩეთია.[2] მეჩეთის კედლები აშენებულია გამომწვარი წითელი აგურისაგან, სახურავი კი გადახურულია კერამიკული ფილებით.
მეჩეთმა თავისი სახელწოდება მიიღო საკუთარი ადგილმდებარეობის, ლენკორანის ცენტრში მდებარე ბეიუკ ბაზრის (დიდი ბაზრის) გამო.[2]
მეჩეთი შედგება ძირითადი და დამხმარე ნაგებობებისაგან და ერთი მინარეთისაგან. ორიგინალური მინარეთი საბჭოთა ხელისუფლების მიერ იქნა განადგურებული, თუმცა, 1995 წელს ააშენეს ახალი 36-მეტრიანი მინარეთი. მეჩეთის ფართობია 500 მ², მეჩეთში ერთდროულად 550 ადამიანს შეუძლია ლოცვა.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Azərbaycan Respublikası Mədəniyyət Nazirliyi Mədəni İrsin Qorunması, İnkişafı və Bərpası üzrə Dövlət Xidməti. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-22. ციტირების თარიღი: 2020-09-18.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Lənkəran şəhəri, Böyük Bazar məscidi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-21. ციტირების თარიღი: 2020-09-18.