დიდი ადმირალი თრონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი ადმირალი თრონი
(ინგლ. Grand Admiral Thrawn
მით’რო’ნურუოდო ინგლ. Mitth'raw'nuruodo
კივუ’რო’ნურუ ინგლ. Kivu'raw'nuru
)

თრონი „ვარსკვლავური ომების“ მინიატურების თამაშიდან Imperial Entanglements (2009)
თანამდებობა იმპერიის ფლოტის დიდი ადმირალი
ჩისების დომინიონის აგენტი
წარმოშობა სილა (Csilla)
სქესი მამრობითი
ტრანსპორტი ვარსკვლავური გამანადგურებელი „ქიმერა“
კავშირი გალაქტიკური იმპერია
ჩისების დომინიონი
Empire of the Hand (ლეგენდები)
როლს ასრულებს
  • ტრის კინგი (Star Wars: TIE Fighter)
  • ტიმ რასელი (Dark Forces: Soldier for the Empire, აუდიო დრამა)
  • რობინ ეტკინს დაუნსი (Empire at War: Forces of Corruption)
  • მარტ ტომპსონი (The Thrawn Trilogy, The Hand of Thrawn, აუდიო წიგნები)
  • ლარს მიკელსენი (Rebels)
  • მარკ ტომპსონი (Thrawn, აუდიო წიგნი)

დიდი ადმირალი თრონი (ინგლ. Grand Admiral Thrawn; მშობლიური სახელი: მით’რო’ნურუოდო, ინგლ. Mitth'raw'nuruodo; დაბადების სახელი: კივუ’რო’ნურუ, ინგლ. Kivu'raw'nuru) — გამოგონილი პერსონაჟი „ვარსკვლავური ომების“ სამყაროში. პირველად გამოჩნდა ტიმოთი ზანის რომანში „იმპერიის მემკვიდრე“ (Heir to the Empire, 1991), სადაც იგი წარმოადგენს იმპერიალისტ სამხედრო მაღალჩინოსანს, რომელიც გალაქტიკური იმპერიის გადარჩენილ ძალებს აკონტროლებს „ჯედაის დაბრუნებაში“ (1983) განვითარებული მოვლენების შემდეგ. ტრილოგიაში „თრონი“ (Thrawn, 1991–1993) მისი გზები იკვეთება „ვარსკვლავური ომების“ კლასიკურ პერსონაჟებთან, როგორიცაა ლუკ სკაიუოკერი, პრინცესა ლეია, ჰან სოლო, ჩუბაკა და ლანდო კალრიზიანი, თუმცა, საბოლოოდ, მარცხდება. სავარაუდოდ, მას აცოცხლებენ ორტომეულში „თრონის ხელი“ (Hand of Thrawn, 1997–98), მისი წარსული კი არაერთი რომანის, ნოველის, კომიქსის და ვიდეოთამაშის სიუჟეტის ნაწილია „ვარსკვლავური ომების“ გაფართოებულ სამყაროში.

2014 წელს განხორციელებული რებრენდინგის შემდეგ „ლუკასფილმმა“ გაფართოებულ სამყაროს „ლეგენდების“ სტატუსი მიანიჭა და კანონგარეშედ (non-canon) გამოაცხადა, თუმცა, თრონი ძირითად კანონს დაუბრუნდა 3D კომპიუტერულ ანიმაციურ სატელევიზიო სერიალში „ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები“, სადაც მას ლარს მიკელსენი ახმოვანებდა. „აჯანყებულების“ სიუჟეტი „ვარსკვლავური ომების“ სიუჟეტურ ხაზში თრონის გარშემო „ლეგენდებში“ განვითარებულ მოვლენებზე ადრე ვითარდება და აქედან გამომდინარე, იგი ბევრად ადრე მარცხდება, კერძოდ, „ახალი იმედის“ (1977) სიუჟეტამდე მცირე ხნით ადრე. მიუხედავად ამისა, პერსონაჟი, როგორც ცოცხალი, ნახსენებია მხატვრულ სატელევიზიო სერიალ „მანდალორელის“ მეორე სეზონში (2020), რომელშიც მოქმედება „ჯედაის დაბრუნებიდან“ რამდენიმე წლის შემდეგ მიმდინარეობს, რაც დროში უახლოვდება „ლეგენდებში“ არსებულ თრონის სიუჟეტს. პერსონაჟი აგრეთვე გვხვდება ტიმოთი ზანის ახალ ტრილოგიაში (წიგნების სახით): „ვარსკვლავური ომები: თრონი“ (Star Wars: Thrawn, 2017), „თრონი: კავშირები“ (Thrawn: Alliances, 2018) და „თრონი: ღალატი“ (Thrawn: Treason, 2019). 2020 წელს დაიწყო ახალი ტრილოგიის გამოცემა, სახელწოდებით „თრონის დომინიონი“ (Thrawn Ascendancy). „წიგნი I: ქაოსის აღზევება“ (Book I: Chaos Rising) 2020 წლის სექტემბერში გამოვიდა, ხოლო „წიგნი II: უფრო დიდი სიკეთე“ (Book II: Greater Good) 2021 წლის აპრილში გამოვა.

თრონი დახასიათებულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟი „ლეგენდებიდან“. არსებობს მისი არაერთი სათამაშო ფიგურა და პერსონაჟთან დაკავშირებული სხვა სახის სარეკლამო პროდუქცია.

პერსონაჟი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თრონი პირველად გამოჩნდა ტიმოთი ზანის 1991 წელს გამოსულ რომანში „იმპერიის მემკვიდრე“, რომელიც ე.წ. „თრონის ტრილოგიის“ პირველი ნაწილი გახდა.[1][2] იგი რომანში გალაქტიკური იმპერიის ფლოტის დიდი ადმირალია[3][4] და დანამდვილებით „უჭკვიანესი იმპერატორის ქვეშევრდომთა შორის“.[5] იგი უცხოპლანეტელთა ჩისის სახეობის წარმომადგენელია; მაღალი, ძლიერი აღნაგობის ჰუმანოიდი, ლურჯი ფერის კანით და მწველი წითელი თვალებით. ატარებს მისი წოდების შესაბამის თეთრ უნიფორმას.[3][4] ძალაუფლება მოპოვებული აქვს „ტაქტიკური ნიჭიერებითა და მოხერხებულობით“ და დახასიათებულია, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე“ მთელს „ვარსკვლავური ომების“ სამყაროში.[6] იგი შეუდარებელი სამხედრო სტრატეგი და ტაქტიკური გენიოსია, რომელსაც ღრმად აქვს შესწავლილი სხვა კულტურების სამხედრო ინფორმაცია და ხელოვნების ნიმუშები. „თრონის“ ტრილოგიაში იგი გვევლინება იმპერიის ფლოტის ნარჩენების მეთაურად და ახალი რესპუბლიკის წინააღმდეგ არაერთ გამაოგნებელ გამარჯვებას აღწევს.[7][8] მისი სრული სახელია მით’რო’ნურუოდო (Mitth'raw'nuruodo).

IGN-მა პერსონაჟი აღწერა, როგორც „ცბიერი, ბრწყინვალე და შეუბრალებელი“.[9] ზანის მიხედვით, თრონის მართვის სტილი მკვეთრად განსხვავდება დართ ვეიდერის და იმპერიის სხვა მეთაურებისგან. ჩავარდნისა და გადაცდომის დასჯის ნაცვლად, იგი მეტად აფასებს კრეატიულობას თავის ხელქვეითთა შორის და ხშირად იღებს მათგან იდეებს.[7] 2017 წელს ზანმა განაცხადა:

იმპერიის ლიდერები, რომელთაც ფილმებში ვხედავთ, მართავენ შიშისა და მანიპულაციის კომბინაციით. მე რაღაც განსხვავებულის შექმნა მსურდა: მეთაურისა, რომელიც მართავს ერთგულების საშუალებით. შედეგი იყო თრონი, ტაქტიკური გენია, რომელსაც ჯარისკაცები თავისი სურვილით მიჰყვებიან და იბრძვიან მისთვის მაშინაც, როცა ის მათ გვერდით არ არის და ვერ ხედავს.[10]

„იმპერიის მემკვიდრის“ საიუბილეო, 20-წლიან გამოცემაზე ზანის მიერ დართული შენიშვნების მიხედვით, ჟურნალისთვის Wired ჯონ ბუთი წერდა, რომ ავტორმა „თრონი შექმნა და განავითარა, როგორც პერსონაჟი იმით, რომ შეგნებულად აქცია იგი ბოროტმოქმედად, რომელიც მართავს არა ძალმომრეობით და შიშით, არამედ სტრატეგიით და ერთგულების დაფასებით“.[11] 2008 წელს ზანმა განმარტა, რომ თრონის ხედვა იმპერიის შესახებ განსხვავდება პალპატინის ხედვისგან, რადგან თრონი იმპერატორის მეგალომანიისა და ქსენოფობიისგან თავისუფალია.[12] 2006 წელს ავტორმა თრონი და მარა ჯეიდი თავის ფავორიტ პერსონაჟებად დაასახელა და თქვა, რომ დიდი ადმირალის შესახებ წერა გულისხმობს „ინტელექტუალურ გამოწვევას, რომ მოიფიქრო ახალი, ჭკვიანური და (იმედია) მუშა ტაქტიკები და სტრატეგიები“.[13]

განსახიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპიუტერულ თამაშში Star Wars: TIE Fighter (1994) თრონს ტრის კინგი ახმოვანებს,[14] ხოლო 1997 წლის აუდიო დრამაში „ბნელი ძალები: იმპერიის ჯარისკაცი“ (Dark Forces: Soldier for the Empire) – ტიმ რასელი.[15] „აჯანყებულების“ მესამე და მეოთხე სეზონში თრონს ლარს მიკელსენი ახმოვანებდა.[3][4][16]

პერსონაჟის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ლეგენდები“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიმოთი ზანი, რომელმაც შექმნა თრონის პერსონაჟი რომანში „იმპერიის მემკვიდრე“ (1991)

ზანის მიხედვით, რედაქტორმა ლუ არონიკამ და გამომცემლობამ „Bantam Spectra“ წიგნის გამოცემაზე შეთანხმებას „ლუკასფილმთან“ ჯერ კიდევ 1989 წელს მიაღწიეს. გამომცემელმა ზანი სავარაუდო ავტორთა სიის სათავეში დაასახელა. იგი იხსენებს: „ჩემი თავდაპირველი მითითებები წარმოადგენდა მხოლოდ ორ წესს: წიგნები უნდა დაწყებულიყო „ჯედაის დაბრუნებიდან“ 3-5 წლის შემდეგ და არ მქონდა უფლება, გამომეყენებინა პერსონაჟები, რომლებიც ფილმებში აშკარად დაიღუპნენ.“[17] ძირითად წყაროდ ზანი ფილმების ტრილოგიას იყენებდა, თუმცა, დეტალები აიღო არაერთი წიგნიდან, რომელიც West End Games-ის თამაშის, Star Wars: The Roleplaying Game[17][18] დამატებების სახით იყო გამოსული, რადგან, მისივე სიტყვებით, ამან „ბორბალის რამდენჯერმე ხელახლა გამოგონება“ აარიდა თავიდან.[17] სანაცვლოდ, თითოეული ნოველის მიხედვით West End Games-მა თამაშის დამატებითი წიგნები შექმნა.[19][შ 1]

„თრონის“ ტრილოგიაში (1991–93)[1][2] გამოჩენისთანავე პერსონაჟი ფანების რჩეული გახდა და შემდგომში „ვარსკვლავური ომების“ გაფართოებული სამყაროს რომანებში, კომიქსებსა და ვიდეოთამაშებშიც გამოჩნდა.[2][3][4] ხშირად მოიხსენიება, როგორც მთელი ფრენჩაიზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟი.[3][4] 2016 წელს „აჯანყებულების“ აღმასრულებელმა პროდიუსერმა, დეივ ფილონიმ თქვა: „ვერ გაიზრდებოდი, როგორც „ვარსკვლავური ომების“ ფანი ისე, რომ არ გქონოდა შეხება თრონთან „იმპერიის მემკვიდრიდან“. რთული დრო იყო, როცა ფილმები აღარ გამოდიოდა და აღფრთოვანებული ვიყავით იმით, რომ რაღაც სხვა გვქონდა.“[3][7] თავად „თრონის“ ტრილოგიას ხშირად მიეწერება „ვარსკვლვაური ომების“ ფრენჩაიზის მიმართ ინტერესის გაღვიძება.[13][20] 2010 წელს ფილონიმ, რომელიც „კლონების ომების“ (2008) შემქმნელია, გამოთქვა ინტერესი მულტსერიალში თრონის პერსონაჟის გამოყენების შესახებ.[21] ზანის წიგნების ფანები დიდი ხნის განმავლობაში იმედოვნებდნენ, რომ წიგნების ადაპტაცია მოხდებოდა. 2012 წელს, როცა ცნობილი გახდა „დისნეის“ მიერ „ლუკასფილმის“ შეძენის და ახალ კინოტრილოგიასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ, ზანმა აღნიშნა, რომ თუ ფილმებში გაფართოებული სამყაროს მასალები იქნებოდა გამოყენებული, „ჩვენ, ყველანი სიხარულით მოვკვდებოდით“.[20]

2014 წლის აპრილში, ზემოთაღნიშნული შესყიდვის შემდეგ, „ვარსკვლავური ომების“ თავდაპირველი ტრილოგიის შემდეგ გამოსული წიგნები, კომიქსები და სხვა მასალები „ლუკასფილმმა“ „ლეგენდების“ კატეგორიაში გააერთიანა და ფრენჩაიზის კანონის გარეთ დატოვა.[22][23][24] „ლუკასფილმმა“ გარკვევით განაცხადა, რომ ახალი კონტენტი „არ გააგრძელებდა იმავე ამბავს“, რაც უკვე მოყოლილი იყო „ჯედაის დაბრუნების“ შემდგომ გაფართოებულ სამყაროში, თუმცა, შემქმნელებს სრული წვდომა ექნებოდათ გაფართოებული სამყაროს ელემენტების და „მდიდარი კონტენტის“ გამოსაყენებლად საკუთარ შემოქმედებაში.[23] ფილონიმ დაადასტურა, რომ თრონის პერსონაჟის გამოყენებას „ლუკასფილმი“ დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდა, ხოლო 2016 წელს განაცხადა, რომ „აჯანყებულებზე“ მუშაობის დროს იგი პოტენციური ანტაგონისტების სიაში თავიდანვე იყო.[25]

„თრონის“ ტრილოგია (1991–1993)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„თრონის“ ტრილოგია ტიმოთი ზანმა 1991-1993 წლებში დაწერა. მათში, თრონთან ერთად პირველად ვხვდებით რამდენიმე მნიშვნელოვან პერსონაჟს, მაგალითად, მარა ჯეიდს და ტალონ კარდს. „ჯედაის დაბრუნებაში“ განვითარებული მოვლენებიდან დაახლოებით 5 წლის შემდეგ აჯანყებულთა ალიანსს, ახლა უკვე ცნობილს, როგორც ახალი რესპუბლიკა, იმპერიის ვარსკვლავური ფლოტის ნარჩენები გალაქტიკის შორეულ კუთხეში ჰყავს განდევნილი და ცდილობს, ფუნქციონალური მთავრობა შექმნას. პრინცესა ლეია და ჰან სოლო დაქორწინებული არიან და ტყუპებს ელოდებიან. ლუკ სკაიუოკერი, ბოლოს და ბოლოდ, სათავეში ჩაუდგა ჯედაი რაინდების ახალ თაობას. ათასობით სინათლის წლით მოშორებით, დიდი ადმირალი თრონი, იმპერიის 12 დიდი ადმირალიდან ბოლო და მათ შორის ყველაზე ჭკვიანი, მეთაურობს იმპერიის ფლოტის ნამსხვრევებს და მათ ახალ რესპუბლიკაზე შეტევისათვის ამზადებს. თრონი, ასევე, ეძებს ბნელ ჯედაის, რადგან დარწმუნებულია, რომ მისი დახმარებით იმპერიის აღდგენას შეძლებს.

რომანში „იმპერიის მემკვიდრე“ (1991),[შ 2] ტაქტიკის დიდოსტატი, დიდი ადმირალი თრონი გეგმავს ახალი რესპუბლიკის განადგურებას, მიუხედავად იმისა, რომ მის ქვემდებარედ დარჩენილი იმპერიის ძალები რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებიან. მისი სამიზნეა პლანეტა ვეილენდზე განლაგებული საწყობი, რომელიც პირადად იმპერატორ პალპატინს ეკუთვნოდა და რომელშიც განთავსებულია სპაარტის კლონირების ცილინდრები, აგრეთვე, მწყობრში მყოფი შემნიღბავი ფარი. ამისათვის, თრონი და მისი ხელქვეითი გილად პელეონი, ვარსკვლავურ გამანადგურებელ „ქიმერას“ კაპიტანი, კონტრაბანდისტ ტალონ კარდს და მის დამხმარეს, მარა ჯეიდს დაიქირავებენ, რომელთაც რამდენიმე სალამანდრას მსგავსი არსება, ისალამირი უნდა მოიპოვონ, რომელთაც თავიანთ გარშემო ძალის მიმართ მდგრადი დამცავი ველის შექმნა შეუძლიათ. მათი საშუალებით თრონი იმორჩილებს საწყობის მცველს, ჯორუუს სა’ბეოთს, პალპატინის მიერ შექმნილ კლონს ჯედაი ოსტატისა, რომელიც რამდენიმე წლით ადრე დიდმა ადმირალმა მოკლა. სა’ბეოთი მას დახმარებას ჰპირდება, სანაცვლოდ კი ორ მოსწავლეს ითხოვს, რომელიც თავის ნებას უნდა დაუქვემდებაროს: ლუკი და ლეია. თრონი მათ შესაპყრობად ნოგრის სახეობის რამდენიმე მკვლელს აგზავნის, თუმცა, მათი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდება. როდესაც ლეია მათი ერთ-ერთი თავდასხმისგან იცავს თავს, მის გასაკვირად, ერთ-ერთი ნოგრი ნებდება. თრონი პირველ შეტევით ოპერაციას იწყებს, რომელიც ახალი რესპუბლიკის ტერიტორიაზე სწრაფ და მოულოდნელ თავდასხმებს გულისხმობს, ხოლო შემდეგ, იპარავს რამდენიმე მბურღავ მოწყობილობას, რომელსაც ლანდო კალრიზიანი პლანეტა ნკლონზე მაღაროებში იყენებს. თრონის შეტევების გამო, ახალი რესპუბლიკა იძულებული ხდება, 100-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი არასრული ეკიპაჟებით სლუის ვანის სადგომებზე განალაგოს. თრონი, რომელსაც საბრძოლო ხომალდები სჭირდება, მთზე შეტევას იწყებს. მისი შტურმტრუპერები მოპარულ ბურღებს ხომალდებზე შესაღწევად იყენებენ, თუმცა, ოპერაცია ჩავარდება, როცა ბურღებზე დისტანციურ კონტროლს ლანდო კალრიზიანი დაიბრუნებს. დიდი ადმირალი თავის ძალებს უკან დახევას უბრძანებს, თუმცა, მალევე, მისივე ინტრიგების წყალობით, ახალი რესპუბლიკა თრონის მტერს, ადმირალ აკბარს ღალატის ბრალდებით აპატიმრებს.[7][8][27]

მეორე ტომში, „ბნელი ძალის აღზევება“ (Dark Force Rising, 1992) ვიგებთ, რომ კლონების ომებამდე ძველმა რესპუბლიკამ ააშენა მაღალავტომატური მძიმე კრეისერების ფლოტი, სახელად „კატანა“. ფლოტის მთელს ეკიპაჟს ვირუსი შეეყარა და ისინი გაგიჟდნენ. თავად ფლოტი მას შემდეგ აღარავის ენახა, ვიდრე, პირველ ტომში განვითარებულ მოვლენებამდე რამდენიმე წლით ადრე, იგი კონტრაბანდისტმა ტალონ კარდმა არ აღმოაჩინა. თრონი, რომელმაც ვეილენდზე მდებარე პალპატინის პირადი საწყობი ჩაიგდო ხელში, ამ უპირატესობას ახალი რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალი ძალების დასარაზმად იყენებს. მარა ჯეიდი, რომელსაც სურს, იმპერიის მიერ კარდის დაპატიმრებაზე გაცემული ორდერის გაუქმებას მიაღწიოს, თრონთან მიდის და კატანას ფლოტის ადგილმდებარეობის გამხელას სთავაზობს. ნაცვლად ამისა, თრონი მას თავის ხალხს აადევნებს და კარდს შეიპყრობს. მარა და ლუკი კარდს თრონის ვარსკვლავური გამანადგურებლიდან ათავისუფლებენ მაშინ, როცა დიდი ადმირალი კიდევ ერთი პიროვნების შეპყრობას ცდილობს, რომელმაც კატანას ადგილსამყოფელი იცის. ამასობაში, ლეია შეიტყობს, თუ რატომ ემსახურებიან ნოგრები იმპერიას: ისინი თაყვანს სცემენ ლეიას გარდაცვლილ მამას, დართ ვეიდერს, რადგან სწამთ, რომ მან მათი პლანეტა, ჰონოგრი, ეკოლოგიური კატასტროფისგან გადაარჩინა. ლეია დაარწმუნებს მათ, რომ იმპერიამ ისინი მოატყუა და დაიმონა. ამ დროს, თრონი, რომელიც აკბარის დროებითი ნეიტრალიზაციით სარგებლობს, მანევრით აჯობებს ლუკს, ლანდოს და ჰან სოლოს, კლონების არმიით თავს ესხმის ეგრეთწოდებულ „კატანას“ ფლოტს და მას ხელში ჩაიგდებს.[7][5][28]

ტრილოგიის ბოლო წიგნში, „უკანასკნელი ბრძანება“ (The Last Command, 1993), რომლის სიუჟეტიც წინა ტომიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ იწყება, თრონი „კატანას“ ფლოტს, რომლის ეკიპაჟიც კლონებითაა შევსებული, ახალი რესპუბლიკის წინააღმდეგ წარმატებული ოპერაციებისთვის იყენებს. პლანეტები ერთმანეთის მიყოლებით აღმოჩნდება მის ხელში და მალე გალაქტიკის დედაპლანეტა, კორუსანტი ბლოკადის ქვეშ აღმოჩნდება. პლანეტის ირგვლივ თრონი რამდენიმე შენიღბულ ასტეროიდ განალაგებს, თუმცა, ახალი რესპუბლიკის არწმუნებს, რომ პლანეტა ასტეროიდებითაა გარემოცული. მას შემდეგ, რაც რესპუბლიკა ამ ტყუილის შესახებ შეიტყობს, მისი ფლოტი ბრილბრინგის ხომალდსადგომებს შეუტევს, რათა ხელში ჩაიგდოს მოწყობილობა, რომელსაც შენიღბული ასტეროიდების პოვნა შეუძლია, მაგრამ მათ თრონის ძალები გზას გადაუჭრიან და ალყაში მოაქცევენ. ამავე დროს, ლუკის და ლეიას მეთაურობით, რესპუბლიკის მებრძოლთა ჯგუფი ვეილენდის საწყობის განადგურებას ცდილობს. ისინი მოკლავენ ჯორუუს სა’ბეოთს და კლონირების ცილინდრებს გაანადგურებენ. როგორც კი თრონი და პელეონი შეიტყობენ, რომ ვეილენდზე თავდასხმაში მათ ნოგრები ეხმარებოდნენ, თრონის ნოგრი მცველი, სახელად რუხი, დიდ ადმირალს კლავს. თრონის ბოლო სიტყვებია: „მაგრამ... ეს ისე არტისტულად იყო გაკეთებული.“ („But... it was so artistically done.“) ბილბრინგის ბრძოლის ბედი იცვლება: პელეონი, რომელსაც გამარჯვების იმედი თრონის სიკვდილმა მოუსპო, იმპერიის ძალებს უკან დახევას უბრძანებს.[7][8]

„იმპერიის მემკვიდრის“ აუდიო ვერსიას დენის ლოუსონი კითხულობს, ხოლო შემდგომი ორი ტომის მთხრობელი ენტონი დენიელსია. „ლუკასფილმი“ და ხმის ჩამწერი კომპანია Varèse Sarabande Records-ის პროდიუსერი, რობერტ ტაუნსონი აუდიო წიგნებისათვის საუნდტრეკის შექმნასაც განიხილავდნენ.[შ 3][29][30] 1995-1998 წლებში Dark Horse Comics-მა სამივე წიგნი კომიქსების სახით გამოსცა. თითოეულ წიგნს სამი ნომერი მიეძღვნა. მათი ავტორი მაიკ ბარონი იყო, რომელმაც განაცხადა: „მე ენა არ გამომიგონებია. მთელი ენა ზანს ეკუთვნის.“ პირველი ტომის ილუსტრაციები ფრანგ მხატვრებს, ოლივიე ვატინს და ფრედ ბლანშარს ეკუთვნის, მეორესი ტერი დოდსონსა და კევინ ნოულანს, ხოლო მესამისა ედვინ ბუკოვიჩს და ერიკ შენოუერს. [31] 2009 წელს მთელი ტრილოგია ერთი გრაფიკული რომანის სახით შეიკრა.[31]

„იმპერიის მემკვიდრე“ New York Times-ის ბესტსელერების სიაში პირველ ადგილას გავიდა,[32] მთლიანად ტრილოგიის გაყიდვებმა კი 15 მილიონს მიაღწია.[33] „თრონის“ ტრილოგიას მიეწერება „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზის გამოცოცხლება.[34][13][19] წიგნში „ვარსკვლავური ომების საიდუმლო ისტორია“ მაიკლ კამინსკი ვარაუდობს, რომ წიგნებით გამოწვეული ინტერესი ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რამაც ჯორჯ ლუკასს პრიქველების ტრილოგიის შექმნა გადააწყვეტინა.[19][20] 2011 წლის აგვისტოში NPR-ის სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის 100 საუკეთესო წიგნს შორის ტრილოგია 88-ე ადგილას გავიდა. გამოკითხვაში 60,000-ზე მეტი მკითხველი მონაწილეობდა.[35]

ორტომეული „თრონის ხელი“ (1997–1998)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზანის „წარსულის აჩრდილში“ (Specter of the Past, 1997) ვხვდებით თრონს, რომელიც, სავარაუდოდ გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ, გააცოცხლეს. იგი იმპერიის ფლოტის ნამსხვრევებს არასტაბილური ახალი რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლაში მეთაურობს.[8][36] აღმოჩნდება ჩანაწერი, სახელწოდებით კაამასის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ბოთანების მცირე ჯგუფი დამნაშავე იყო პლანეტა კაამასის ტრაგიკულ განადგურებაში და შედეგად, ბოთანების მშობლიური პლანეტის გარშემო ასობით უცხო საბრძოლო ხომალდი მოიყრის თავს, რის გამოყენებსაც იმპერია თავის სასარგებლოდ აპირებს.

მეორე ნაწილში, „მომავლის ხილვები“ (Vision of the Future, 1998), ადმირალი გილად პელეონი აღიარებს, რომ იმპერია, რომელიც სულ რამდენიმე სექტორსღა აკონტროლებს, ბრძოლას აგებს და პრინცესა ლეიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს იწყებს. თუმცა, მოფი დისრა ქირაობს მსახიობს, სახელად ფლიმი, რომელმაც გარდაცვლილი დიდი ადმირალი თრონი უნდა განასახიეროს იმპერიის ძალებისათვს მოტივაციის დასაბრუნებლად. მაიორი გროდინ ტირსი, ყოფილი სტორმტრუპერის კლონი, რომელსაც თრონმა თავისი ტაქტიკური ინტელექტი გადასცა, ფიქრობს, რომ ყალბი თრონი შეძლებს, იმპერიას დამატებითი მხარდაჭერა მოუტანოს და ახალი რესპუბლიკა შეაშინოს. ტაქტიკა წარმატებით მუშაობს, ვიდრე პელეონი და ტალონ კარდი, რომლებიც ბრძოლის საწინააღმდეგო მხარეს არიან, მაგრამ საერთო ინტერესი — მშვიდობა აერთიანებთ, ფლინის საიდუმლოს გაამჟღავნებენ. ამასობაში, ციხესიმაგრეში, სახელად თრონის ხელი. ლუკი და მარა აღმოაჩენენ თრონის თითქმის უკვე დასრულებულ კლონს, რომელიც მათი გამოქცევისას იღუპება.[7][8] ნახსენებია თრონის ექსპედიციაც გალაქტიკის უცნობ რეგიონებში. რომანის ბოლოს პელეონი და ახალი რესპუბლიკის პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმებას აწერენ ხელს.

სხვა ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უილიამ ს. დიცის ნოველაში „ბნელი ძალები: იმპერიის ჯარისკაცი“ (Dark Forces: Soldier for the Empire, 1997) თრონი კაპიტანია.[8] იგი ასევე ჩნდება 1998 წელს გამოსულ ახალგაზრდა მკითხველისთვის განკუთვნილ წიგნში „შიშის გალაქტიკა: შემოსევა“ (Galaxy of Fear: The Swarm, 1998). „კლონების შეტევის“ თეატრალურ გამოსვლამდე „ლუკასფილმში“ გამოითქვა იდეა, ზანს პრიქველების პერიოდის წიგნი დაეწერა.[13][შ 4] ზანმა გადაწყვიტა, რომანის „გაფრენა გარეთ“ (Outbound Flight) სიუჟეტური ხაზი დაესრულებინა 2004 წლის რომანში „გადარჩენილის ამოცანა“ (Survivor's Quest), რომელიც „თრონის ხელის“ გაგრძელება იყო და შემდეგ დაეწყო ის ზემოხსნებულ, პრიქველების პერიოდის რომანში.[13][შ 5]

წიგნში „გადარჩენილის ამოცანა“ ლუკი და მარა მიემგზავრებიან ჯედაების ექსპედიციის (Outbound Flight) ნარჩენების გამოსაკვლევად, რომელიც თრონმა წლების წინ გაანადგურა.[12][37] ნარჩენები ცოტა ხნით ადრე ჩისებმაც აღმოაჩინეს. ისინი სატყუარაა ხაფანგში, რომელიც სისხლსმოწყურებულმა ვაგაარებმა ჩისებზე შურისძიების მიზნით მოამზადეს.[38]

ზანის 2006 წლის რომანში „გაფრენა გარეთ“ (Outbound Flight) მოქმედება „გადარჩენილის ამოცანამდე“ 50 წლით ადრე ვითარდება.[39][შ 6] იგი მოგვითხრობს ამავე სახელწოდების ავბედითი ექსპედიციის ამბავს, რომელსაც ჯედაი ოსტატი ჯორუს სე’ბაოთი ხელმძღვანელობს. მას თავს ესხმის ახალგაზრდა ჩისი მეთაური, სახელად მით’რო’ნურუოდო — არაფორმალური სახელით თრონი.[7][12][40] რესპუბლიკის ძალები აქ პირველად ხვდებიან ჩისებს. მათი მეთაური, თრონი, მოხერხებულად ამარცხებს მათ, მიუხედავად რესპუბლიკის ხომალდის უკეთესი შეიარაღებისა და მათი რიცხობრივი უპირატესობისა. უზენაეს კანცლერ პალპატინს სურს ექსპედიცია განადგურდეს და თავისი აგენტის, კინმან დორიანას დახმარებით, არწმუნებს თრონს, რომ ხომალდი და ჯედაები გალაქტიკის მშვიდობიანი მომავლისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. თრონი თანხმდება, იმ იმედით, რომ სა’ბეოთს უკანდახევას აიძულებს, ვიდრე უფრო რადიკალური ზომების მიღება გახდება საჭირო. ჯედაი უარს ამობს და თრონი მის ხომალდს ცეცხლს უხსნის. ამ დროს, დორიანა მომენტით სარგებლობს და იწყებს იერიშს, რომელიც ხომალდზე ყველა ჯედაის კლავს და ექსპედიცია ახლომდებარე პლანეტაზე ჩამოვარდება. თრონის ძმა, თრასი და ლორანა, ერთადერთი გადარჩენილი ჯედაი, სხვების გადარჩენის მცდელობისას იღუპებიან. თრონი აგრესიული მოქმედების გამო ჩისების ხელმძღვანელობისგან საყვედურს იღებს და მას უკან, მშობლიურ პლანეტა ქსილაზე გამოიძახებენ.[7][8] ჟურნალმა Publishers Weekly თრონს რომანის „ნამდვილი ვარსკვლავი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მის მიერ ხომალდზე თავდასხმა, რომელიც პალპატინის აგენტების მიერ იყო შთაგონებული, მიგვიყვანს „მის საბოლოო გაძევებამდე თავისი რასიდან და მოქმედებაში მოჰყავს სხვა ბნელი მექანიზმებიც“.[41] ზანმა განაცხადა, რომ რომანზე მუშაობისას, „როგორც ყოველთვის, უზომოდ სასიამოვნო იყო ტაქტიკის თამაში თრონთან ერთად“.[13] StarWars.com-ზე გამოთქმულია მოსაზრება, რომ თრონი „ზედმეტად ჭკვიანია და საკმაოდ კეთილშობილიც საიმისოდ, რომ პალპატინის მსახური გახდეს“.[13] მიუხედავად ამისა, ზანი განმარტავს:

ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის იყო, რომ თრონი ისევე მანიპულირებს პალპატინით, როგორც პალპატინი თრონით. ბოლოს და ბოლოს, ის მხოლოდ იმიტომ მივიდა იმპერიაში, რომ სამეთაურო ჩინისთვის მიეღწია, ხელში ჩაეგდო მთელი სამხედრო აღჭურვილობა, რომელსაც პალპატინი მისცემდა და შემდეგ უცნობ რეგიონებში გამქრალიყო.[13]

ზანის რომანში „ერთის არჩევანი“ (Choices of One, 2011) მოქმედება „ახალ იმედსა“ და „იმპერიის საპასუხო შეტევის“ შორის ვითარდება. მასში თრონი უცნობ რეგიონებში სამხედრო მეთაურს, ნუსო ესვას და მის ძალებს უპირისპირდება.[7][42]

მოთხრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზანის მოკლე მოთხრობაში „შეხვედრა ბურუსში“ (Mist Encounter) ჩისების მიერ დაუსახლებელ პლანეტაზე გაძევებულ თრონს იმპერიის ოფიცერი, კაპიტანი ვოს პარკი პოულობს. მოთხრობა თავდაპირველად გამოქვეყნდა ჟურნალში Star Wars Adventure, #7 (აგვისტო, 1995).[7][43][44] პარკი შეამჩნევს თრონის, როგორს სტრატეგის შესაძლებლობებს და იგი იმპერატორთან მიჰყავს.[8] ჟურნალის მე-11 ნომერში (ნოემბერი, 1996) გამოქვეყნებულ ზანის ნოველაში „სამეთაურო გადაწყვეტილება“ (Command Decision), თრონი იმპერიის ფლოტის ადმირალია, ხოლო პარკი მისი ხელქვეითი.[45] მე-12 (თებერვალი, 1997) და მე-13 (მაისი, 1997) ნომრებში დაბეჭდილ მოთხრობაში „გადახვევა“ (Side Trip), რომლის ავტორებიც ზანი და მაიკლ სტეკპოული იყვნენ, თრონი გეგმავს ამბოხებულთა ბაზის პოვნას. ნოველა, ასევე, მოხვდა 1997 წლის ნოემბერში გამოცემულ ანთოლოგიაში „ამბები იმპერიიდან“ (Tales from the Empire).[46][47] ამ მისიის წარმატების შემდეგ მას საშუალება ეძლევა, დართ ვეიდერის ნოგრების რაზმს უმეთაუროს.[8] ზანის ნოველაში „რწმენის კრიზისი“ (Crisis of Faith), რომელიც „იმპერიის მემკვიდრის“ საიუბილეო, ოცწლიან გამოცემასთან ერთად დაიბეჭდა, მოქმედებები რომანის დაწყებამდე მიმდინარეობს და მასში თრონი საბოლოოდ მარცხებს ნუსო ესვას.[7][11]

კომიქსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„თრონის“ ტრილოგიაზე დაფუძნებული კომიქსები
„ვარსკვლავური ომები: იმპერიის მემკვიდრე“ (Star Wars: Heir to the Empire) #1–6 ოქტომბერი, 1995 – აპრილი, 1996
„ვარსკვლავური ომები: ბნელი ძალის აღზევება“ (Star Wars: Dark Force Rising) #1–6 მაისი – ოქტომბერი, 1997
„ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ბრძანება“ (Star Wars: The Last Command) #1–6 ნოემბერი, 1997 – ივლისი, 1998

წიგნებად გამოცემული კომიქსები:

  • „იმპერიის მემკვიდრე“ (მასში შედის „ვარსკვლავური ომები: იმპერიის მემკვიდრე“ #1–6, 160 გვერდი; სექტემბერი, 1996; ISBN 1-56971-202-6)
  • „ბნელი ძალის აღზევება“ (მასში შედის „ვარსკვლავური ომები: ბნელი ძალის აღზევება“ #1–6, 160 გვერდი; თებერვალი, 1998; ISBN 1-56971-269-7)
  • „უკანასკნელი ბრძანება“ (მასში შედის „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ბრძანება“ #1–6, 144 გვერდი; ივნისი, 1999; ISBN 1-56971-378-2)
  • „თრონის ტრილოგია“ (მასში შედის: „ვარსკვლავური ომები: იმპერიის მემკვიდრე“ #1–6, „ვარსკვლავური ომები: ბნელი ძალის აღზევება“ #1–6 და „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ბრძანება“ #1–6; 420 გვერდი; დეკემბერი, 2009; ISBN 1-59582-417-0)

1997 წელს Dark Horse Comics-ში დაიბეჭდა „X-ფრთების განდევნილი ესკადრილია 25: ბარონი ფელის წარმოშობა“ (X-wing Rogue Squadron 25: The Making of Baron Fel), რომელშიც მოქმედება „ახალი იმედიდან“ ოთხი წლის შემდეგ ვითარდება. მასში იმპერიის პილოტი, სუნტირ ფელი ამბოხებულთა კონვოიზე თავდასხმაში მონაწილეობს. იგი შეიტყობს, რომ ოპერაცია „უცხოპლანეტელი ადმირალის“, თრონის დაგეგმილია, რომელსაც ვეიდერის და იმპერატორისგან ამისთვის არავითარი აღიარება არ ხვდება. ფელი აცნობიერებს, რომ უცხოპლანეტელზე მსგავსად დაყრდნობა იმპერიის ქსენოფობიურ საფუძვლებს ეწინააღმდეგება და ამის გამო, თრონი წარმატებული მისიის მიუხედავად, ჯილდოს გარეშე რჩება.[48]

ვიდეოთამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრენის სიმულაციური თამაშის Star Wars: TIE Fighter (1994) სეგმენტში, სახელწოდებით Tour of Duty III, იმ დროს ვიცე-ადმირალი თრონი იმპერიის საზღვრებთან მდებარე ერთ-ერთ „ველურ“ სისტემაში წესრიგს ამყარებს. თამაშის გაფართოებები „იმპერიის მცველი“ (Defender of the Empire) და „იმპერიის მტრები“ (Enemies of the Empire) მოგვითხრობს ამბავს, თუ როგორ აღკვეთა თრონმა იმპერატორის ჩამოგდების მცდელობები დიდ ადმირალ დემეტრიუს ზაარინის მხრიდან, რისთვისაც, მის ნაცვლად თავად მიიღო დიდი ადმირალის წოდება.[8][49][50][51] 1998 წლის სტრატეგიაში Star Wars: Rebellion თრონი სათამაშო პერსონაჟია (იმპერიის მხარეს), ასევე, გვხვდება 2006 წლის სტრატეგიის, Star Wars: Empire at War გაფართოებაში, სახელწოდებით Forces of Corruption.[52][53] თამაშში Star Wars Battlefront: Renegade Squadron თრონის კამეო გვხვდება, სადაც ის ერთ-ერთი ლიდერი პერონაჟია გალაქტიკური იმპერიის მხარეს. მისი მოპოვება შესაძლებელია რუკის ჩრდილოეთ კვადრანტის ყველა სექტორის დაპყრობით და იგი საშუალებას აძლევს არმიას, ერთ ჯერზე ორჯერ იმოქმედოს, თუ პირველი მოქმედება იმავე კვადრატში იყო დაწყებული. ამბოხებულთა ალიანსის მხარეს იგივე უნარი ადმირალ აკბარსაც გააჩნია. თრონი საკოლექციო პერსონაჟია 2015 წლის როლურ თამაშში Star Wars: Galaxy of Heroes.[54]

კანონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები“ (2016–2018)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აპრილში, როცა გაგრძელების ტრილოგიის პირველი ფილმი, „ძალის გამოღვიძება“ უკვე წარმოებაში იყო ჩაშვებული, 1977 წლის „ახალი იმედის“ შემდეგ გამოსული თითქმის ყველა ლიცენზირებული რომანი, კომიქსი და სხვა მედია ფრენჩაიზისთვის კანონგარეშედ გამოცხადდა.[22][23][24] მიუხედავად ამისა, „ამბოხებულების“ აღმასრულებელმა პროდიუსერმა, დეივ ფილონიმ 2016 წლის ივლისში, ლონდონში გამართულ „Star Wars Celebration“ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ თრონი ფრენჩაიზს და კანონს მულსერიალის მესამე სეზონში დაუბრუნდებოდა.[3][4][16] პერსონაჟის დებიუტი მე-2 სეზონის პირველ ეპიზოდში, „შებიჯება აჩრდილში“ (Steps into Shadow), შედგა,[55][56][57] 2016 წლის 24 სექტემბერს.[58]

„ლეგენდებში“ თრონის გარშემო მოქმედებები ძირითადად „ჯედაის დაბრუნების“ შემდეგ მიმდინარეობს, თუმცა, „აჯანყებულების“ სიუჟეტი 1977 წლის ფილმამდე ხუთი წლით ადრე ვითარდება.[3] სერიალიდან ამოჭრილი კლიპის ნახვის შემდეგ ზანმა StarWars.com-თან ინტერვიუში თქვა: „ეს მცირე მონაკვეთიც კი შესანიშნავი იყო და ცოტათი სიურრეალისტური. ავტორებს იშვიათად ეძლევათ შანსი, თავიანთი ქმნილებები გაცოცხლებული იხილონ, მოსიარულე, მოლაპარაკე თრონის ნახვა კი ნამდვილი სიამოვნება იყო“.[59]

ფილონიმ დაადასტურა, რომ „ლუკასფილმი“ ახალ პროექტებზე მუშაობის დროს თრონის გამოყენებას ყოველთვის განიხილავდა და „აჯანყებულებზე“ მუშაობის დროსაც მისი კანდიდატურა თავიდანვე განიხილებოდა.[25] მან განმარტა, რომ განსხვავებით დართ ვეიდერისგან, რომლის წინააღმდეგაც ასოკა ტანო იბრძოდა, „თრონისგან აჯანყებულებს ვერავინ დაიცავს. ჩვენ გვსურს, მას ისე მოვეპყროთ, როგორც დიდ ანტაგონისტს, ისეთივე დიდს, როგორიც დართ ვეიდერია, თუმცა, უფრო სამხედრო, სტრატეგიული კუთხით.“[25]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპიზოდში „შებიჯება აჩრდილში“ (Steps into Shadow), თრონი მე-7 ფლოტის მეთაურია. იგი ცოტა ხნის წინ გახდა დიდი ადმირალი ბატონზე ამბოხების ჩახშობის სანაცვლოდ დიდი სამოქალაქო მსხვერპლის მიუხედავად. მას დაევალება, იმპერიის მიერ დანიშნულ გუბერნატორს, არინდა პრაისს სერიალის მთავარი გმირების – ამბოხებულთა ადგილობრივი უჯრედის განადგურებაში დაეხმაროს. თრონი, რომელიც მოთმინებით აღსავსე ტაქტიკოსია, მათ გაქცევის შესაძლებლობას აძლევს, რადგან მისი მიზანია მათი მანიპულაცია ისე, რომ ამბოხების სრული და საბოლოო მარცხი გამოიწვიოს.[55] ეპიზოდში „ჰერას გმირები“ (Hera’s Heroes), იგი რაილოთის, ჰერა სინდულას მშობლიური პლანეტის ოკუპაციის ხელმძღვანელობას გადაიბარებს და ამბოხებულებს პირველად ხვდება პირისპირ.[60] შემდგომ იგი ჩნდება ეპიზოდში „რკინის ესკადრილია“ (Iron Squadron), სადაც არაკომპეტენტურ ადმირალ კონსტანტინს მაიკაპოს სისტემაში ამბოხებულების და მათი მხარდამჭერების განეიტრალებას ავალებს. კონსტანტინის ხომალდის დაზიანების შემდეგ იგი თავად მიდის მოქმედების ადგილზე საკუთარი გამანადგურებლით, სახელად „ქიმერა“. ამ დროს, ირკვევა, რომ მას ადრეც ჰქონდა შეხება ამბოხებულთა მეთაურთან, ჯუნ სატოსთან.[61] ეპიზოდში An Inside Man ცნობილი ხდება, რომ თრონი პლანეტა ლოთალის ოკუპაციას ხელმძღვანელობს და ამავე დროს, ზედამხედველობს მუშაობას ქარხნის, სადაც ახალი, TIE Defender-ის ტიპის გამანადგურებლები და სხვა აღჭურვილობა იწარმოება. იგი წერტილს უსვამს ამბოხებულთა მიერ წარმოების საბოტაჟს ისეთი პოლიტიკის დანერგვით, რომლის მიხედვითაც საკუთარი ნაწარმის შემოწმება თავად მუშებს ევალებათ. აგრეთვე, იგი დაკვირვებით სწავლობს ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც „აჩრდილის“ ეკიპაჟის თითოეული წევრის უკეთ გაცნობაში ეხმარება. აგრეთვე, დაასკვნის, რომ იმპერიის რიგებში აჯანყებულთა ჯაშუშია, თუმცა, ამის გამოყენებას თავის სასარგებლოდ აპირებს.[62] ეპიზოდში „ქობინი“ (Warhead), თრონი ზონდი დროიდების გამოყენებით იმ სავარაუდო პლანეტების სიას, რომელზეც შეიძლება სატოს ბაზა იყოს დამალული, დაახლოებით ასამდე ამცირებს.[63] ეპიზოდში „იმპერიის თვალით“ (Through Imperial Eyes) ჩანს თრონის ოსტატობა ხელჩართულ ბრძოლაში. აქვე, იგი შეიტყობს, რომ აჯანყებულთა ჯაშუში აგენტი კალუსია.[64] ეპიზოდში „საიდუმლო ტვირთი“ (Secret Cargo), თრონი და პრაისი კვალში უდგანან სენატორ მონ მოთმას, რომელიც პალპატინის წინააღმდეგ საჯაროდ გამოსვლის შემდეგ უსაფრთხო ადგილას გადაჰყავთ. [65] ეპიზოდში „ნულოვანი საათი“ (Zero Hour), თრონი კალუსს უპირისპირდება, ასევე, იწყებს თავისი კარგად დაგეგმილი იერიშის აღსრულებას ატოლონზე განლაგებულ ამბოხებულთა ბაზაზე. მისი იერიში აჯანყებულთა მოხერხებულობის წყალობით და ბენდუს დახმარებით მარცხდება, რომელიც თრონს თავისი საბოლოო დამარცხების შესახებ აფრთხილებს: „როგორც ბევრი მკლავი შენს გარშემო, რომელიც გეხვევა ცივი ჩახუტებით“.[66] სერიალის ფინალში „ოჯახში დაბრუნება და დამშვიდობება“ (Family Reunion and Farewell), თრონის გამანადგურებელს თავს ესხმიან ლოთალის თავზე გამოჩენილი პურგილები, რომლებიც ეზრა ბრიჯერმა მოიყვანა. თრონი პურგილების საცეცებშია გახვეული ეზრას პირისპირ, რომელიც მას ძალის გამოყენებით აკავებს. პურგილები გამანადგურებელთან ერთად ჰიპერსივრცეში გაუჩინარდებიან, ხოლო ეზრას და თრონის ბედი გაურკვეველი რჩება.

„თრონის“ ტრილოგია (2017–2019)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის ლონდონის ღონისძიებაზე, ასევე, წარადგინეს ტიმოთი ზანის წინასწრ ჩაწერილი ვიდეომიმართვა, სადაც მან განაცხადა, რომ ახალ რომანზე მუშაობდა, სახელწოდებით „ვარსკვლავური ომები: თრონი“ (Star Wars: Thrawn). იგი 2017 წლის აპრილში Del Rey Books-მა გამოსცა.[3][4][16] ზანის თქმით, იგი აღტაცებული იყო პერსონაჟზე ხელახლა მუშაობის შესაძლებლობით და აღნიშნა: „ამ წიგნით მიმოვიხილავ მისი ცხოვრების იმ პერიოდს, რომლის განხილვის შანსი აქამდე არ მქონია“.[59] მოგვიანებით, მან დაამატა: „აქ, შესაძლებლობა მექნება, ვაჩვენო, თუ როგორ ეპყრობიან მას იმპერიის სხვა ოფიცრები, მისი თანამშრომლები და ეკიპაჟის წევრები სამხედრო კიბეზე აღმასვლის დროს, განსაკუთრებით, მაშინ, როცა იგი სამეთაურო პოზიციაზე არ იმყოფება.“[10]

ახალი წიგნის სიუჟეტი, განსხვავებით „ლეგენდებისგან“ თავდაპირველ, 1977 წლის ფილმზე ადრე ვითარდება.[3][10] მასში აღწერილია წლები თრონის პირველი შეხვედრიდან იმპერიასთან „აჯანყებულების“ მესამე სეზონის მოვლენებამდე, ასევე, მისი კარიერული წინსვლა.[10][59] რომანში თრონს – გაძევებულ ჩის მეომარს იმპერიის ჯარისკაცები გადაარჩენენ და იგი მალევე ამტკიცებს თავის შესაძლებლობებს იმპერიის წინაშე. მისი მოხერხებულობა და ტაქტიკური ცოდნა მალე იქცევს იმპერატორი პალპატინის ყურადღებას, თუმცა, მისი უჩვეულო ტაქტიკა სხვა ხელმძღვანელთა გაღიზიანებას იწვევს. კარიერულ წინსვლასთან ერთად, თრონი საომარ საქმეში წვრთნის თავის ახალგაზრდა ადიუტანტს, ელი ვანტოს და იძულებულია, უხერხულ ალიანსში იყოს შეუბრალებელ ადმინისტრატორთან, არინდა პრაისთან.[67]

2018 წლის დასაწყისში Marvel Comics-მა პირველი ტომის კომიქსებში ადაპტირება დაიწყო.[68][69] რომანის გაგრძელება, სახელად „თრონი: კავშირები“ (Thrawn: Alliances) 2018 წლის 24 ივლისს გამოვიდა.[70][71] მესამე ტომი - „თრონი: ღალატი“ (Thrawn: Treason) კი 2019 წლის 23 ივლისს.[72]

ტრილოგია „თრონის აღზევება“ (2020–2021)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის ნიუ-იორკის Comic Con-ზე ცნობილი გახდა ზანის ახალი ტრილოგიის შესახებ, სახელწოდებით „თრონი: დომინიონის ტრილოგია“ (Thrawn: The Ascendency Trilogy), ან უბრალოდ „თრონის დომინიონი“ (Thrawn Ascendancy), რომლის პირველი წიგნიც, „წიგნი I: ქაოსი აღზევება“ (Book I: Chaos Rising) 2020 წლის მაისში უნდა გამოსულიყო.[73] ორჯერ გადადების შემდეგ იგი 2020 წლის 1 სექტემბერს გამოვიდა.[74] რომანში ვიგებთ, რომ თრონის დაბადების სახელი იყო კივუ’რო’ნურუ (ინგლ. Kivu'raw'nuru, ძირითადი სახელი ვურონი, Vurawn). მიტთების ოჯახის მიერ აყვანის შემდეგ მას სახელი შეეცვალა და დაერქვა მითრ’რო’ნურუ (Mitth'raw'nuru, ძირითადი სახელი თრონი, Thrawn). რომანში, ასევე, მოთხრობილია თრონის ადრეული ისტორიები სხვა ჩის პერსონაჟებთან ერთად, როგორიცაა არ’ალანი, რომელიც წინა რომანშიც („თრონი: ღალატი“) იყო ნახსენები.[75]

2020 წლის ოქტომბერში დაანონსდა გაგრძელება, სახელწოდებით „უფრო დიდი სიკეთე“ (Greater Good), რომლის გამოსვლაც 2021 წლის 4 მაისს იგეგმება.[76]

„მანდალორელი“ (2020)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ადმირალი თრონი ნახსენებია სერიალ „მანდალორელის“ მე-2 სეზონში („თავი 13: ჯედაი“) ასოკა ტანოს მიერ, როგორც კორვუსის მაგისტრატის მბრძანებელი, რითიც დადასტურდა, რომ იგი გადაურჩა „აჯანყებულების“ ბოლო ეპიზოდში განვითარებულ მოვლენებს და იმპერიის დაცემიდან ხუთი წლის შემდეგაც ცოცხალია.

სხვა ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თრონი ნახსენებია ჩაკ ვენდიგის 2017 წლის რომანში „ვარსკვლავური ომები: ბრძოლის შემდეგ: იმპერიის დასასრული“ (Star Wars: Aftermath: Empire's End), როგორც წყარო ინფორმაციისა უცნობი რეგიონების შესახებ, რომლის გამოყენებასაც პალპატინი განსაკუთრებული შემთხვევისთვის აპირებს. აღნიშნული გეგმა პირველი ორდენის შექმნის საფუძველი ხდება.[77]

ვიდეოთამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თრონი სათამაშო პერსონაჟია 2017 წლის სტრატეგიაში Star Wars: Force Arena,[78] იმავე ზაფხულს კი გამოჩნდა როლურ თამაშში, როგორც სპეციალური ივენთის ბოსი და სათამაშო პერსონაჟი.[79]

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს Entertainment Weekly-ს ენტონი ბრეზნიკანმა თრონს „ფანების რჩეული“ უწოდა, „ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონაჟი, რომელიც ოდესმე გამოსულა გაფართოებული სამყაროდან“,[3] ხოლო USA Today-ს ბრაიან ტრუიტმა იგი „ვარსკვლავური ომების“ ფანებისთვის „ერთ-ერთ უსაყვარლეს ბოროტმოქმედად“ დაასახელა.[4] Comicbook.com-მა 2017 წელს თრონს უწოდა „ალბათ ყველაზე პოპულარული პერსონაჟი „ლეგენდების“ სამყაროში“,[67] ლინდა ჰანსენ-რაჯი კი წერდა, რომ პერსონაჟს „ხანგრძლივი მემკვიდრეობა გააჩნია, როგორც „ვარსკვლავური“ ომების ერთ-ერთ უდიდეს და ყველაზე კომპლექსურ ანტაგონისტს“.[7] 2014 წელს GamesRadar-ის სემ აშერსტი თრონს ახასიათებდა, როგორც „უზომოდ პოპულარულს ფანებს შორის, ნაწილობრივ მისი ტაქტიკური გენიის, ნაწილობრივ კი მისი პროგრესული დამოკიდებულების გამო ხელქვეითთა მიმართ, უმთავრესად კი იმიტომ, რომ მას ლურჯი სახე აქვს“ და „თავისუფლად არის ერთ-ერთი უმაგრესი ბოროტმოქმედი გაფართოებულ სამყაროში“, ასევე, აღნიშნა, რომ „ლუკასფილმის“ მხრიდან გაფართოებული სამყაროს კანონგარეშედ გამოცხადების ერთ-ერთი უმძიმესი შედეგი სწორედ თრონის დაკარგვა იყო.[80] Tor.com-ის ემეტ ეშერ-პერინი 2016 წელს აღნიშნავდა, რომ თრონის, როგორც „გაფართოებული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოროტმოქმედის“ და „ვარსკვლავური ომების“ სამყაროში „ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე ანტაგონისტის“ კანონიდან ამოღებამ ფანები სასოწარკვეთაში ჩააგდო.[6]

2008 წელს IGN-ის ჯესი შედიინმა „ვარსკვლავური ომების“ გაფართოებული სამყაროს წარმატება „თრონის“ პირველ ტრილოგიას და თავად პერსონაჟს მიაწერა,[81][82] ხოლო 2015 წელს, ჟურნალ Empire-ში დაწერა, რომ თრონის პერსონაჟმა გაფართოებულ სამყაროს „სიცოცხლე და ლეგიტიმაცია“ მოუტანა მაშინ, როცა იგი ჩავარდნის პირას იყო.[83] 2008 წელს ერიკ გოლდმანი IGN-ისთვის წერდა, რომ „ცბიერი, ჭკვიანი და შეუბრალებელი თრონი შესანიშნავი ანტაგონისტი იყო და დიდი მოფი ტარკინის ნაბიჯებს მიჰყვებოდა“, ასევე, „მისი, როგორც იმპერიის ყველაზე მაღალი ჩინის მქონე არა-ადამიანის სტატუსი საინტერესო ასპექტი იყო“.[9] 2006 წელს ზანმა თრონი და მარა ჯეიდი თავის ფავორიტ პერსონაჟებს შორის დაასახელა.[13] 2016 წელს ავტორმა განაცხადა: „მწერალმა არასოდეს იცის, რომელი პერსონაჟი აღმოჩნდება მისაღები მკითხველებისათვის და ჩემთვის დიდი სიამოვნების მომტანია, რომ თრონმა საუკუნის ბოლო მეოთხედის განმავლობაში ამდენი ადამიანის წარმოსახვა დაიპყრო.“[59]

თრონი „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟების არაერთი სიის სათავეში ყოფილა. შედიინმა „ვარსკვლავური ომების“ ტოპ 15 ანტაგონისტის სიაში იგი მეორე ადგილას მოათავსა (დართ ვეიდერის შემდეგ), გაამახვილა რა ყურადღება მის ბრწყინვალე მეთაურობასა და ტაქტიკოსობაზე.[81] 2008 წელს IGN-მა „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟების საერთო სიაში იგი მე-10 ადგილას დაასახელა და აღნიშნა მისი გავლენა გაფართოებულ სამყაროზე,[84] ხოლო იმავე წელს UGO-მ იგი გაფართოებული სამყაროს პერსონაჟთა შორის მე-3 ადგილას დაასახელა.[85] 2015 წელს ჟურნალმა Empire თრონი „ვარსკვლავური ომების“ 25 ნაკლებად ცნობილი პერსონაჟის სიაში მე-5 ადგილას დაასახელა.[83]

2016 წლის ნოემბერში Annie Awards-ის 44-ე დაჯილდოებისთვის, ლარს მიკელსენი, რომელიც „აჯანყებულებში“ თრონს ახმოვანებს, წარდგენილი იყო ჯილდოზე „განსაკთრებულ მიღწევა, გახმოვანება ანიმაციურ პროდუქციაში“ (Outstanding Achievement, Voice Acting in an Animated Feature Production).[86]

სარეკლამო პროდუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წელს Kenner/Hasbro-მ თრონის 9.5 სმ სიგრძის ფიგურა გამოუშვა, რომელიც გაფართოებული სამყაროს ხაზის, Power of the Force 2, ნაწილი იყო.[8][87] 2008 წელს კიდევ ერთი ფიგურა გამოვიდა, რომელიც Legacy Collection-ის ნაწილი იყო. მას მოჰყვებოდა ტალონ კარდის ფიგურა და Dark Horse-ის კომიქსი „იმპერიის მემკვიდრე“, #1 („Comic 2-Pack“).[88] შეგროვებადი მინიატურების თამაშში Star Wars Miniatures თრონის ორი ფიგურაა: პირველი 2005 წლის (Universe),[89] ხოლო მეორე 2009 წლის გაფართოებიდან (Imperial Entanglements).[90] 2010 წელს Sideshow Collectibles-მა გამოსცა მეექვსედი ზომის თრონის ფიგურა, რომლის დელუქს ვერსიასაც სავარძელი მოჰყვებოდა.[91][92] 2019 წელს Gentle Giant-მა თრონის 17 სანტიმეტრიანი ბიუსტი გამოუშვა.[93] 2009 წლის მინიატურის გარდა ყველა ფიგურას ისალამირი მოჰყვებოდა.[87][88][89][90][91][92][93] 2016 წელს Hasbro-მ თრონის ფიგურა „აჯანყებულების“ სერიის ფარგლებში გამოუშვა.[94] 2017 წელს Hasbro-მ გამოუშვა თრონის 15 სანტიმეტრიანი ფიგურა (Black Series ხაზით). მისი სან-დიეგოს Comic Con-ის ვერსია დამატებით შეფუთვასა და აქსესუარებს მოიცავდა.[95] იმავე წელს Funko-მ ექსკლუზიურად, 2017 წლის „ვარსკვლავური ომების“ ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოუშვა „აჯანყებულების“ დიდი ადმირალი თრონი (#170 POP! ფიგურა).[96]

გარდა ამისა, 2017 წლელს, Phantom-ის კოლექციის ფარგლებში თრონის მინი-ფიგურა Lego-მაც გამოუშვა.

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. როცა „ვარსკვლავური ომების“ როლური თამაშების წესები შეიცვალა, სამივე ტომი ერთ წიგნად გამოიცა თავდაპირველი სამი წიგნის მეორე გამოცემის სახით. [19]
  2. ზანის სამუშაო სათაური იყო „კოზირი“ (Wild Card), რომელსაც გამომცემლობამ ვეტო დაადო სხვა, მსგავსი სახელის მქონე წიგნების სერიის გამო (Wild Cards). ასევე, გამომცემლობამ თქვა უარი მეორე ვარიანტზე, „იმპერატორის ხელი“ (The Emperor's Hand).[17] კიდევ ერთი პოტენციური სახელი იყო „მეთაურის გამბიტი“ (Warlord's Gambit), თუმცა, საბოლოოდ, შეირჩა „იმპერიის მემკვიდრე“, რომლის იდეაც, ზანის გადმოცემით, ლუ არონიკას ეკუთვნოდა.[17][26]
  3. მოგვიანებით, მათ „იმპერიის აჩრდილების“ საუნდტრეკი შექმნეს.
  4. „გაფრენა გარეთ“ (Outbound Flight) პირველადი გეგმით 2002 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა, თარიღმა ჯერ 2005 წლის ნოემბრამდე გადაიწია, ხოლო შემდეგ - 2006 წლის იანვრამდე.[13]
  5. ზანმა 2006 წელს გაიხსენა, რომ „გაფრენის“ იდეა ერთი უბრალო დიალოგის დროს გაჩნდა.[13] მან განმარტა:
    ეს ერთ-ერთი გზა იყო, რომ „იმპერიის მემკვიდრის“ მკითხველებისათვის დაგვედასტურებინა, რომ ჯორუუს სა’ბეოთი ნამდვილად კლონი იყო და არა ორიგინალი ჯორუსი, ასევე, კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა დიდი ადმირალი თრონის სამხედრო უნარები. ასევე, მსგავსი რამის გაკეთება პალპატინის მხრიდანაც გონივრული იქნებოდა: შეექმნა რაღაც სხვა, რომ ჯედაი რაინდების ყურადღება გადაეტანა, თავიდან მოეშორებინა რამდენიმე მათგანი, ვიდრე მათი სრული გაქრობის გეგმას განახორციელებდა.[13]
  6. ანუ I ეპიზოდში („ფარული საფრთხე“, 1999) განვითარებული მოვლენებიდან 5 წლის შემდეგ.

დამატებითი ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Pena, Abel G.; Wallace, Daniel (2003). „Who's Who: Imperial Grand Admirals“. Star Wars Insider (66).
  • Anderson, Kevin J.; Wallace, Daniel; Hughes, Bill (2000) Star Wars: The Essential Chronology, 1st, New York: Del Rey. ISBN 978-0-345-43439-5. 
  • Wallace, Daniel (2002). Star Wars: The New Essential Guide to Characters, Illustrated by Michael Sutfin, New York: Del Rey, გვ. 185–187. ISBN 978-0-345-44900-9. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Critical Opinion: Heir to the Empire Reviews (April 4, 2014). ციტირების თარიღი: December 14, 2015
  2. 2.0 2.1 2.2 Hoffmeyer, Corey. (January 21, 2017) Star Wars: Thrawn Novel Synopsis – Grand Admiral's Rise to Power. Screen Rant. ციტირების თარიღი: March 4, 2017
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 Breznican, Anthony. (July 16, 2016) Star Wars Rebels resurrects Grand Admiral Thrawn. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: July 16, 2016
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 Truitt, Brian. (July 16, 2016) Thrawn to make grand appearance in Star Wars Rebels. USA Today. ციტირების თარიღი: July 16, 2016
  5. 5.0 5.1 Fiction Book Review: Star Wars: The Thrawn Trilogy: Dark Force Rising. Publishers Weekly. ციტირების თარიღი: July 21, 2016
  6. 6.0 6.1 Asher-Perrin, Emmet. (July 18, 2016) Grand Admiral Thrawn Will Be Reintroduced to Star Wars Canon Through Rebels, New Zahn Book. Tor.com. ციტირების თარიღი: August 28, 2016
  7. 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 7.10 7.11 7.12 Hansen-Raj, Linda. (August 2, 2016) Who Is Thrawn?. ციტირების თარიღი: March 17, 2017
  8. 8.00 8.01 8.02 8.03 8.04 8.05 8.06 8.07 8.08 8.09 8.10 Grand Admiral Thrawn.
  9. 9.0 9.1 Star Wars: Top 10 Characters For TV (January 18, 2008). ციტირების თარიღი: July 21, 2016
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 Truitt, Brian. (March 2, 2017) Read an excerpt as Thrawn returns to Star Wars book universe. USA Today. ციტირების თარიღი: March 4, 2017
  11. 11.0 11.1 Booth, John. (September 5, 2011) Timothy Zahn's Heir Comes of Age. Wired. ციტირების თარიღი: August 24, 2016
  12. 12.0 12.1 12.2 Timothy Zahn: Survivor's Questions and Answers (February 3, 2004). ციტირების თარიღი: July 20, 2016
  13. 13.00 13.01 13.02 13.03 13.04 13.05 13.06 13.07 13.08 13.09 13.10 13.11 Timothy Zahn: Outbound Flight Arrival (January 31, 2006). ციტირების თარიღი: July 21, 2016
  14. The Voices of Tris King. ციტირების თარიღი: August 24, 2016
  15. Star Wars Dark Forces Collector's Trilogy. Highbridge Audio. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 23, 2017. ციტირების თარიღი: იანვარი 21, 2021.
  16. 16.0 16.1 16.2 Bricken, Rob. (July 16, 2016) Grand Admiral Thrawn Joins Rebels and the New Star Wars Canon. ციტირების თარიღი: July 16, 2016
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 An interview with Timothy Zahn, author of Heir to the Empire. Zoklet.net (1991). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 21, 2010. ციტირების თარიღი: იანვარი 22, 2021.
  18. Zahn, Timothy (1998). „Foreword“, The Thrawn Trilogy Sourcebook. West End Games. ISBN 978-0874312805. 
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 Kaminski, Michael. The Secret History of Star Wars, 3rd, გვ. 289–291. 
  20. 20.0 20.1 20.2 Breznican, Anthony. (November 2, 2012) Star Wars sequel author Timothy Zahn weighs in on new movie plans. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 16, 2013. ციტირების თარიღი: July 21, 2016
  21. Swank, Jason. (May 14, 2010) Weekly ForceCast: May 14, 2010. ციტირების თარიღი: July 19, 2016
  22. 22.0 22.1 McMilian, Graeme (April 25, 2014). „Lucasfilm Unveils New Plans for Star Wars Expanded Universe“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: May 26, 2016.
  23. 23.0 23.1 23.2 The Legendary Star Wars Expanded Universe Turns a New Page (April 25, 2014). ციტირების თარიღი: May 26, 2016
  24. 24.0 24.1 Disney and Random House announce relaunch of Star Wars Adult Fiction line (April 25, 2014). ციტირების თარიღი: May 26, 2016
  25. 25.0 25.1 25.2 Krupa, Daniel; Goldman, Eric. Star Wars Celebration 2016: Rebels Will Treat Thrawn As A Vader-Level Threat (July 17, 2016). ციტირების თარიღი: July 21, 2016
  26. Zahn, Timothy (2011). „Endnote 13“, Heir to the Empire: The 20th Anniversary Edition. Del Rey Books. ISBN 978-0345528292. 
  27. Britt, Ryan. (February 28, 2013) How Timothy Zahn's Heir to the Empire Turned Star Wars into Science Fiction. Tor.com. ციტირების თარიღი: August 26, 2015
  28. Britt, Ryan. (March 7, 2013) Not Rising Fast Enough: On Zahn's Dark Force Rising. Tor.com. ციტირების თარიღი: August 26, 2015
  29. Gonzales, Dave. (December 22, 2016) The Greatest 'Star Wars' Spinoff Movie Was Everything but a Movie. ციტირების თარიღი: March 24, 2019
  30. Cotta Vaz, Mark (April 25, 2009). The Secrets of Star Wars: Shadows of the Empire, Star Wars. Del Rey, გვ. 256. ISBN 978-0-345-40236-3. 
  31. 31.0 31.1 Baron, Mike (2015). Star Wars: The Thrawn Trilogy. New York: Marvel Comics, გვ. 5. 
  32. The New York Times Best Seller List. Hawes.com (June 30, 1991). ციტირების თარიღი: March 1, 2017
  33. Myers, Lindsay Rae. The Man Who Saved Star Wars: An Interview With Pensacon Guest Timothy Zahn. WUWF. ციტირების თარიღი: 17 June 2017
  34. Bacon, Tom. (January 23, 2017) Thrawn, The Next Star Wars Novel, Promises To Transform The Franchise. Moviepilot. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 12, 2017. ციტირების თარიღი: იანვარი 23, 2021.
  35. Your Picks: Top 100 Science-Fiction, Fantasy Books. ციტირების თარიღი: 2011-08-12
  36. Fiction Book Review: Star Wars: The Hand of Thrawn: Specter of the Past. Publishers Weekly. ციტირების თარიღი: July 21, 2016
  37. Survivor's Quest Preview (June 17, 2003). ციტირების თარიღი: July 21, 2016
  38. Review: Survivor's Quest by Timothy Zahn. ციტირების თარიღი: July 21, 2016
  39. Timothy Zahn: Survivor's Questions and Answers (February 3, 2004). ციტირების თარიღი: July 20, 2016
  40. First Look: Outbound Flight (March 22, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 11, 2007. ციტირების თარიღი: იანვარი 25, 2021.
  41. Fiction Book Review: Outbound Flight. Publishers Weekly. ციტირების თარიღი: July 21, 2016
  42. Timothy Zahn Returns with a New Novel (April 2, 2009). ციტირების თარიღი: March 21, 2017
  43. Mist Encounter. Goodreads. ციტირების თარიღი: August 24, 2016
  44. Mist Encounter. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 11, 2016. ციტირების თარიღი: August 24, 2016
  45. Command Decision. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 11, 2016. ციტირების თარიღი: August 24, 2016
  46. Tales from the Empire. Goodreads (December 1997). ციტირების თარიღი: August 24, 2016
  47. Side Trip. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 11, 2016. ციტირების თარიღი: August 24, 2016
  48. Stackpole, Michael A. (w), Crespo, Steve (p), Wallace, Chip (i), Nestelle, Dave (col), Williams, Vickie (let), Janes, Peet (ed). "The Making of Baron Fel" Star Wars: X-wing Rogue Squadron 25 (December 1977), Dark Horse Comics}
  49. Bailey, Kat. (May 4, 2015) TIE Fighter: A Gamer's Education. USgamer. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 7, 2016. ციტირების თარიღი: July 22, 2016
  50. Bailey, Kat. (December 17, 2015) The Greatest Star Wars Game Ever: TIE Fighter. USgamer. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 10, 2016. ციტირების თარიღი: July 22, 2016
  51. The Best Star Wars Games of the 16-bit Generation (October 22, 2015). ციტირების თარიღი: July 22, 2016
  52. The Watcher (November 1, 2006). „Review: Star Wars: Empire at War – Forces of Corruption. GamePro. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 15, 2007. ციტირების თარიღი: August 24, 2016. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |accessdate= და |access-date= (დახმარება)
  53. Ocampo, Jason. (October 25, 2006) Star Wars: Empire at War: Forces of Corruption Review. ციტირების თარიღი: August 24, 2016
  54. Artist of War, Grand Admiral Thrawn Event in SWGOH. ციტირების თარიღი: November 12, 2019
  55. 55.0 55.1 Goldman, Eric. (July 16, 2016) Star Wars Celebration 2016: Star Wars Rebels – "Steps into Shadow" Review. ციტირების თარიღი: July 21, 2016
  56. The Fight Against the Empire Will Continue in Star Wars Rebels Season Three (November 30, 2015). ციტირების თარიღი: July 18, 2016
  57. Sciretta, Peter. (November 30, 2015) Star Wars Rebels Season 3 Announced. ციტირების თარიღი: July 18, 2016
  58. The Rebels Face Grand Admiral Thrawn When Star Wars Rebels Season Three Premieres Saturday, September 24 (August 8, 2016). ციტირების თარიღი: September 25, 2016
  59. 59.0 59.1 59.2 59.3 Enter Thrawn: A Q&A with Timothy Zahn (July 18, 2016). ციტირების თარიღი: July 18, 2016
  60. Goldman, Eric. (October 15, 2016) Star Wars Rebels: "Hera's Heroes" Review. ციტირების თარიღი: March 5, 2017
  61. Goldman, Eric. (November 19, 2016) Star Wars Rebels: "Iron Squadron" Review. ციტირების თარიღი: March 5, 2017
  62. Goldman, Eric. (December 3, 2016) Star Wars Rebels: "An Inside Man" Review. ციტირების თარიღი: March 5, 2017
  63. Goldman, Eric. (January 14, 2017) Star Wars Rebels: "Warhead" Review. ციტირების თარიღი: March 5, 2017
  64. Goldman, Eric. (February 25, 2017) Star Wars Rebels: "Through Imperial Eyes" Review. ციტირების თარიღი: March 5, 2017
  65. Goldman, Eric. (March 4, 2017) Star Wars Rebels: 'Secret Cargo' Review. ციტირების თარიღი: March 6, 2017
  66. Goldman, Eric. (March 25, 2017) Star Wars Rebels: 'Zero Hour' Review. ციტირების თარიღი: March 28, 2017
  67. 67.0 67.1 Siegel, Lucas. (January 21, 2017) Star Wars: Thrawn Origin Novel Synopsis Released. ციტირების თარიღი: March 4, 2017
  68. Whitbrook, James. Timothy Zahn's Excellent Thrawn Novel Is Being Turned Into a Marvel Comic (July 21, 2017). ციტირების თარიღი: July 22, 2017
  69. New Star Wars: The Last Jedi Books and More Revealed at SDCC 2017 (July 21, 2017). ციტირების თარიღი: July 24, 2017
  70. Keane, Sean. (October 6, 2017) Star Wars: Thrawn sequel announced at NYCC 2017. New York Daily News. ციტირების თარიღი: October 7, 2017
  71. Liptak, Andrew. (October 6, 2017) Timothy Zahn is writing a sequel to Thrawn. ციტირების თარიღი: October 7, 2017
  72. LaSalata, Justin. (December 6, 2018) Thrawn: Treason Novel To Be Released July 23, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 15, 2019. ციტირების თარიღი: March 12, 2019
  73. Cameron, Brian. (October 4, 2019) New Timothy Zahn Thrawn Trilogy Arriving May 2020. ციტირების თარიღი: January 6, 2020
  74. Roberts, Phil. (May 29, 2020) STAR WARS: THRAWN ASCENDANCY TO RELEASE A MONTH EARLY. ციტირების თარიღი: June 29, 2020
  75. Linda (September 17, 2020). „Get your Chiss On: A Review of Thrawn Ascendancy Chaos Rising“. fangirlblog.com. ციტირების თარიღი: November 4, 2020.
  76. Atkins, Josh. (October 29, 2020) 'Thrawn Ascendancy: Greater Good' Out in May 2021. ციტირების თარიღი: November 1, 2020
  77. Siegel, Lucas. (February 1, 2017) 5 Biggest Star Wars Revelations in Aftermath: Empire's End. ციტირების თარიღი: March 9, 2017
  78. Brooks, Dan. (January 12, 2017) Dream Teams: How Star Wars: Force Arena Puts You in Control of the Galaxy's Greatest. ციტირების თარიღი: July 26, 2017
  79. Lazarides, Tasos. Admiral Thrawn Coming to 'Star Wars: Galaxy of Heroes' June 15th, Just Announced at E3. ციტირების თარიღი: 26 December 2017
  80. Ashurst, Sam. (May 1, 2014) 5 Consequences Of Ditching The Star Wars Expanded Universe. ციტირების თარიღი: August 1, 2015
  81. 81.0 81.1 Schedeen, Jesse. (April 17, 2008) Top 15 Star Wars Villains: Episode III. ციტირების თარიღი: August 1, 2015
  82. Schedeen, Jesse. (July 8, 2009) Players Unwanted: Star Wars Live Action TV Show. ციტირების თარიღი: August 1, 2015
  83. 83.0 83.1 25 Great Star Wars Characters You've Probably Never Heard Of. Empire. ციტირების თარიღი: August 1, 2015
  84. Top 100 Star Wars Characters. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 11, 2012. ციტირების თარიღი: იანვარი 27, 2021.
  85. Top 50 Star Wars Expanded Universe Characters (July 1, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 27, 2010. ციტირების თარიღი: იანვარი 27, 2021.
  86. Annie Awards Nominees. Annie Awards (November 28, 2016). ციტირების თარიღი: December 23, 2016
  87. 87.0 87.1 Grand Admiral Thrawn (1998). ციტირების თარიღი: July 22, 2016
  88. 88.0 88.1 Grand Admiral Thrawn & Talon Karrde (Dark Horse Comics' Star Wars: Heir of the Empire). ციტირების თარიღი: July 22, 2016
  89. 89.0 89.1 Star Wars Miniatures: Grand Admiral Thrawn #38 (2005). ციტირების თარიღი: July 22, 2016
  90. 90.0 90.1 Star Wars Miniatures: Thrawn/Mitth'raw'nuruodo #24 (2009). ციტირების თარიღი: July 22, 2016
  91. 91.0 91.1 Crawford, Michael. (January 18, 2010) Review of Grand Admiral Thrawn, Command Chair Star Wars Sixth Scale Action Figure. ციტირების თარიღი: July 22, 2016
  92. 92.0 92.1 Grand Admiral Thrawn (Commander Of The Imperial Fleet) – Militaries of Star Wars – 1:6 Scale Figures. ციტირების თარიღი: July 22, 2016
  93. 93.0 93.1 Grand Admiral Thrawn – Mini Busts. ციტირების თარიღი: July 22, 2016
  94. Siegel, Lucas. (October 5, 2016) NYCC 2016: Grand Admiral Thrawn Leads Star Wars Hasbro Figures. ციტირების თარიღი: October 8, 2016
  95. Brooks, Dan. (April 15, 2017) SWCO 2017: Hasbro Reveals 6-Inch Black Series Thrawn, Jaina Solo, and More. ციტირების თარიღი: March 8, 2018
  96. FaceSmacker! Studios. (April 16, 2017) Grand Admiral Thrawn Unboxing – Funko POP! #170 Exclusive. ციტირების თარიღი: March 12, 2019