ბჟინევის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დიდველის ციხე (ბჟინევი))

ბჟინევის ციხე, დიდველის ციხე — ციხესიმაგრე იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბჟინევში.

1939 წლიდან საჩხერის არქეოლოგიური კვლევა-ძიება დაიწყო პროფესორმა ბორის კუფტინმა. 1951 წელს მან გათხარა ბჟინევის, იგივე დიდველის ციხე. დიდველის ციხე წარმოადგენდა სათვალთვალო-საგუშაგო კოშკს, რომლის აშენების ხანად ბ. კუფტინმა XVII საუკუნის დასაწყისი მიიჩნია. ციხის მახლობლად ბორის კუფტინმა გათხარა ყორღანი, სადაც აღმოჩნდა ადრეული ბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი ნივთები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვართაგავა ა., საჩხერის რაიონის მატერიალური კულტურის ძეგლები ქორეთის საშუალო სკოლის მუზეუმის მასალების მიხედვით, სადიპლომო შრომა (დაცულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში), 1966, გვ., 2

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16842