დიდებული საუკუნე: ქიოსემი
დიდებული საუკუნე: ქიოსემი | |
---|---|
ჟანრი |
ისტორია დრამა |
ავტორი | თიმურ სავჯი |
ეფუძნება | ისტორიულ ფაქტებს |
სცენარი | ილმაზ შაჰინი, ოზლემ იულა |
რეჟისორი | ჩაღათაი თოსუნი |
მონაწილეობენ | იხ. მსახიობების სია |
კომპოზიტორ(ებ)ი | აითექინ ათაში |
ქვეყანა | თურქეთი |
ენა | თურქული |
სეზონი | 2 |
ეპიზოდი | 60 (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი | თიმურ სავჯი |
ოპერატორი | ჰაქან შუქრუ ოქუმუში, ალი მურათ ალთინიშიქი, ქემალ სიონმეზი, სელიმ დემირათარი |
რედაქტორ(ებ)ი | ემრულაჰ ჰექიმი |
ხანგრძლივობა | 125-150 |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | FOX |
ჩვენების ფორმატი |
576i (16:9 SDTV) 1080i (HDTV) |
აუდიო ფორმატი | სტერეო |
პირველად ეთერში | 12 ნოემბერი 2015 |
ქრონოლოგია | |
წინა | დიდებული საუკუნე |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
დიდებული საუკუნე: ქიოსემი (თურქ. Muhteşem Yüzyıl Kösem) — თურქული დრამა, რომელიც 2011 წელს გამოსული „დიდებული საუკუნის“ გაგრძელებაა. დაწერილია ილმაზ შაჰინის, ნუკეთ ბიჩაკჩისა და სევგიზ ილმაზის მიერ. სერიალი დაფუძნებულია ისტორიულ ფაქტებზე რომელიც მოგვითხრობს ქიოსემ სულთნის ცხოვრების შესახებ: თუ როგორ გახდა მონა ყველაზე ძლიერი სულთანი, მთელ ოსმალეთის იმპერიაში აჰმედ I-ის ჰარამხანაში მისვლის შემდეგ.[1]
სერიალის პირველი ეპიზოდების გადაღება საბერძნეთში, კუნძულ ხიოსზე მიმდინარეობდა.[2] სერიალის რამდენიმე მონაკვეთი გადაიღეს კანში, საფრანგეთში სერიალის პრემიერამდე (2015 წლის 12 ნოემბერი) ერთი თვით ადრე.[3][4]
პილოტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანასტასია (ასევე ეძახიან ნასიას), არის 13 წლის ბერძენი გოგო, რომელიც ცხოვრობს კუნძულ ტინოსზე. იგი დახატეს და ეს ნახატი თოფქაფის სასახლეში გაიგზავნა, ის უძღვნეს აჰმედს, ოსმალეთის ახალგაზრდა სულთანს, ტახტზე ასვლის აღსანიშნავად. ამ ნახატმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდა სულთანზე, საფიე სულთანმა ბრძანა რომ გოგონა თოფქაფის სასახლეში მიეყვანათ. ანასტასია თავიდან ფიცხი და ცოტა ბავშვური იყო. ფაქტობრივად, ეს მისი პირველი წინააღმდეგობა იყო სიძნელესთან. სასახლეში მისვლისას აჰმედი მას ხშირად ხვდებოდა. რადგან გოგონას არასდროს ჰყვარებია ვინმე აქამდე, არც აჰმედი შეჰყვარებია, მაგრამ მოგვიანებით გაიგო სიყვარულის მნიშვნელობა და „გაიზარდა“. აჰმედისადმი გრძნობების გაჩენის შემდეგ, ნასია მიხვდა რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი, მის გამო გოგონამ სიცოცხლეც კი გარისკა. იგი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. შეიცვალა სახელი და დაირქვა ქიოსემი. საბოლოოდ ის ყველაზე ძლიერი სულთანი გახდა ოსმალეთის იმპერიაში.
სერიების მიოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | ეთერში გასვლის
დრო |
სეზონის
პრემიერა |
სეზონის ფინალი | სერიების რაოდენობა |
გამოსვლის წელი |
სატელევიზიო მაუწყებლობა |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ხუთშაბათი
20:00 სთ |
12 ნოემბერი, 2015 | 9 ივნისი, 2016 | 30 | 2015-2016 | Star TV |
2 | პარასკევი
20:00 სთ |
18 ნოემბერი, 2016 | 27 ივნისი, 2017 | 30 | 2016-2017 | Fox |
მოქმედი პირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი მოქმედი პირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როლის სახელი |
მსახიობის სახელი |
განმარტება | სეზონი |
---|---|---|---|
ვალიდე ქიოსემ სულთანი | ნურგულ იეშილჩაი | აჰმედ I-ის კანონიერი მეუღლე. უფლისწულ მეჰმედის, აიშე სულთნის, ფატმა სულთნის, გევჰერჰან სულთნის, მურად IV-ის, უფლისწულ ქასიმის, იბრაჰიმ I-სა და ათიქე სულთნის დედა. ვალიდე სულთანი მისი შვილების მმართველობისას | 2- |
მურად IV | მეთინ აქდულგერი: | აჰმედ I-სა და ქიოსემ სულთნის ვაჟი, ოსმალეთის მე-17-ე სულთანი. გარდაიცვლება 56-ე სერიაში | 2 |
ფარია სულთანი | ფარაჰ ზეინებ აბდულაჰი | უნგრეთის პრინცესა, რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა. შესაძლოა სულთნის კანონიერი მეუღლის შემშიშაჰ სულთნის პროტოტიპი სერიალში. მე-40 ეპიზოდში ხდება სულთნის კანონიერი მეუღლე. 51-ე ეპიზოდში მურადისგან შეეძინება ორი უფლისწული- სულეიმანი და სელიმი. დაიღუპა 52-ე ეპიზოდში. | 2 |
აიშე ჰასეკი სულთანი | ლეილა ფერაი | სულთან მურადის ჰასეკი სულთანი. შეჰზადე აჰმედის, ჰანზადე სულთნისა და ისმიჰან ქაია სულთნის დედა. 46–ე ეპიზოდში თავს იკლავს და შვილებსაც წამლავს. | 2 |
უფლისწული ბაიაზიდი | იღით უჩანი | აჰმედ I-სა და გულბაჰარ სულთნის ვაჟი. 50-ე ეპიზოდში კლავენ მურად IV-ის ბრძანებით. | 2 |
უფლისწული ქასიმი | დოღაჩ ილდიზი | აჰმედ I-სა და ქიოსემ სულთნის ვაჟი. 53-ე ეპიზოდში სიკვდილით სჯიან მურად IV-ის ბრძანებით. | 2 |
იბრაჰიმ I (ოსმალეთის იმპერია) | თურგაი მერჯანი | აჰმედ I-სა და ქიოსემ სულთნის ვაჟი, ათიქე სულთნის ტყუპისცალი. | 2- |
თურჰან ჰატიჯე სულთანი | ჰანდე დოგანდემირი | სულთან იბრაჰიმ I -ს ჰასეკი სულთანი.უფლისწული მეჰმედის და ბეიჰან სულთნის დედა | 2 |
გევჰერჰან სულთანი | ასლი თანდოღანი | აჰმედ I-სა და ქიოსემ სულთნის ქალიშვილი. თოფალ რეჯეფ-ფაშას ცოლი და სულთანზადე სელიმის დედა. უყვარდა სილაჰდარ მუსტაფა აღა. თავს იკლავს 45–ე ეპიზოდში. | 2 |
ათიქე სულთანი | ეჯე ჩეშმიოღლუ | აჰმედ I-ისა და ქიოსემ სულთნის ქალიშვილი, უფლისწული იბრაჰიმის ტყუპისცალი. | 2- |
საფიე სულთანი | ჰიულია ავშარი | სულთან აჰმედის ბებია,სულთან მეჰმედ III-ს, ჰიუმაშაჰ სულთნის, მიჰრიმაჰ სულთნის, ფატმა სულთნის, აიშე ფაჰრიე სულთნის და უფლისწულ იაჰიას(ისქენდერის) დედა, 29-ე ეპიზოდში თავს იწამლავს უფლისწულ ისქენდერის სიკვდილის გამო | 1 |
აჰმედ I | ექინ ქოჩი | ოსმალეთის იმპერიის მე-14 სულთანი, 24-ე ეპიზოდში კვდება მუცლის ტიფით | 1 |
მუსტაფა I | ბორან ქუზუმი | აჰმედ I-ს ძმა, მეჰმედ III-სა და ჰალიმე სულთნის ვაჟი,25-ე ეპიზოდში ხდება ოსმალეთის იმპერიის მე-15 სულთანი, 27-ე ეპიზოდში აჯანყების შედეგად ჩამოაგდებენ ტახტიდან , 30-ე ეპიზოდში კვლავ ტახტზე აიყვანენ და კვლავ ჩამოაგდებენ | 1 |
ოსმან II | თანერ ოლმეზი | აჰმედ I-სა და მაჰფირუზ ჰატიჯე სულთნის ვაჟი,27-ე ეპიზოდში ხდება ოსმალეთის იმპერიის მე-16 სულთანი, 30-ე ეპიზოდში ჩამოაგდებენ ტახტიდან და კლავენ იედეყულეს ციხეში | 1 |
ვალიდე ჰანდან სულთანი | თიულინ იოზენი | დედა სულთანი და სულთან აჰმედის დედა, სულთან მეჰმედ III-ს ქვრივი, უყვარდა დერვიშ ფაშა , მე-19 ეპიზოდში თავს იწამლავს დერვიშ ფაშას სიკვდილის გამო | 1 |
ვალიდე ჰალიმე სულთანი | ასლიჰან გურბუზი | სულთან მეჰმედ III-ს ქვრივი, უფლისწულ მაჰმუდის, უფლისწული მუსტაფასა და დილრუბა სულთნის დედა. მოგვიანებით წამლავენ ქიოსემ სულთნის ბრძანებით | 1 |
ალექსი/ისქენდერი/იაჰია | ბერქ ჯანქატი | ავსტრიელი მჭედლის ნაშვილები და ახალწვეული იანიჩართა ბანაკში, შეყვარებულუა ქიოსემზე, საფიე სულთნის უმცროსი ვაჟი. მოგვიანებით ხდება აჰმედ I-ს ოთახის პირადი მცველი (ჰას ოდაბაში). კლავენ 28–ე ეპიზოდში ქიოსემ სულთნის ბრძანებით | 1 |
თოფალ რეჯეფ-ფაშა | ქაირა შენოჯაქი | მურად IV-ს დიდი ვეზირი. გევჰერჰან სულთნის მეუღლე. პირადად მურადი კლავს 31–ე ეპიზოდში. | 2 |
დამატი ჰალილ-ფაშა | შენერ სავაში | აჰმედ I-ის, მუსტაფა I-ის, ოსმან II-ისა და მურად IV-ის დროს ეკავა კაპუდან ფაშას პოზიცია. ქიოსემ სულთნის მსახური. კლავენ 56-ე სერიაში | 1-2 |
აბაზა მეჰმედ-ფაშა | ისმაილ ფილიზი: | ბოსნიის გუბერნატორი. 43–ე ეპიზოდში ხდება პალატის ვეზირი. 49-ე ეპიზოდში სულთან მურადი ათავისუფლებს თანამდებობიდან და სჯიან სიკვდილით. | 2 |
ბაირამ ფაშა | ასილ ბუიუქოზჩელიქი | პალატის ვეზირი ჯაღალოღლუ მაჰმუდ ფაშას მკვლელობის შემდეგ. ქიოსემ სულთნის მსახური. დაიღუპა 55-ე სერიაში სპარსელებთან ბრძოლის დროს | 2- |
სინან-ფაშა | ენგინ ბენლი | ჯაშუში, უფლისწულ ბაიაზითის მომხრე და გულბაჰარ სულთნის მსახური. | 2- |
სილაჰდარ მუსტაფა ფაშა | ჯანერ ჯინდორუკი | ბალკანელი ჯარისკაცი, სულთან მურადის მეგობარი. შეყვარებულია ჯერ ათიქე სულთანზე, შემდეგ გევჰერ სულთანზე. 49-ე ეპიზოდში ხდება სულთან მურადის მეორე ვეზირი. | 2- |
ქემანქეშ მუსტაფა-ფაშა | ისმაილ დემირჯი | იანიჩართა ბანაკის ერთ-ერთი უფროსი. 55-ე სერიაში ხდება დიდი ვეზირი. | 2- |
დელი ჰუსეინ ფაშა | ჩაღრი შენსოი | სულთან მურადის პირადი მცველი. 49-ე ეპიზოდში ხდება კაპუდან-ფაშა. | 2- |
უფლისწული მეჰმედი | ბურაქ დაქაქი | აჰმედ I-სა და ქიოსემ სულთნის ვაჟი, 28-ე ეპიზოდში კლავენ სულთან ოსმანის ბრძანებით | 1 |
მეორეხარისხოვანი გმირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როლის სახელი |
მსახიობის სახელი |
განმარტება | სეზონი |
---|---|---|---|
მაჰფირუზ ჰატიჯე სულთანი | დილარა აქსუიეკი | სულთან აჰმედის ხარჭა,შეჰზადე ოსმანის დედა . კლავენ მე-15 ეპიზოდში საფიე სულთნის მიერ მუსტაფას ტახტზე აყვანის მცდელობის დროს | 1 |
გულბაჰარ სულთანი | სიბელ თასჩიოღლუ | აჰმედ I-ს ხარჭა და უფლისწულ ბაიაზიდის დედა. დაიღუპა 52-ე ეპიზოდში. | 2- |
აიჩა ქურუ | 1 | ||
მელექსიმა სულთანი/ანგელა | ბესთე ქიოქდემირი | ჰარემში მოიყვანა უფლისწულმა ოსმანმა, მოიგო როგორც ოსმანის, ისე უფლისწული მეჰმედის გული, 27-ე ეპიზოდში ოსმანისგან შეეძინება შეჰზადე ომერი | 1- |
აქილე ხათუნი | ბაჰარ სელვი | ესად მუფტი ეფენდის ქალიშვილი, 28-ე ეპიზოდში კანონიერად იქორწინა სულთან ოსმანზე , უფლისწულ მუსტაფასა და ზეინებ სულთნის დედა | 1- |
აიშე ფაჰრიე სულთანი | გულჯან არსლანი | საფიე სულთნისა და მურად III-ს ქალიშვილი, აჰმედის მამიდა, მე-10 ეპიზოდში ათხოვებენ დერვიშ ფაშაზე, მე-14 ეპიზოდში კლავს დერვიშ ფაშა აჰმედის ბრძანებით | 1 |
ჰიუმაშაჰ სულთანი | ვილდან ათასევერი | საფიე სულთნისა და მურად III-ს უფროსი ქალიშვილი , საფიეს თხოვნით მე-17 ეპიზოდში ბრუნდება თოფქაფის სასახლეში ეგვიპტიდან, ჰანდან სულთნის გარდაცვალების შემდეგ მართავდა ჰარემს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ხდება ზულფიკარ ფაშას ცოლი | 1- |
დილრუბა სულთანი | იოიქუ ქარაიელი | აჰმედ I-ს და. მეჰმედ III-სა და ჰალიმე სულთნის ქალიშვილი, 23-ე ეპიზოდში ფარულად , ხოლო 24-ე ეპიზოდში ოფიციალურად იქორწინა ქარა დავუთ ფაშაზე, 30-ე ეპიზოდში კლავენ ქიოსემ სულთნის ბრძანებით | 1 |
ჰეზარფენ აჰმედ ჩელები | უსჰან ჩაქირი | ოსმალი მეცნიერი. | 2- |
ევლია ჩელები | ნეჯიფ მემილი | ოსმალი მოგზაური, სეიაჰათნამეს მწერალი. | 2- |
მეჰმედ მესამე გირაი | ქადირ დოღულუ | ყირიმელი ლორდი,შაჰინ გირაის ძმა, მოგვიანებით ყირიმის ხანი | 1- |
შაჰინ გირაი | ერქან ქოლჩაქ ქიოსთენდილი | ყირიმელი ლორდი,მეჰმედ გიარის ძმა | 1- |
დერვიშ მეჰმედ ფაშა |
მეჰმეთ კურთულუში |
სულთან აჰმედის მრჩეველი და მისი პირადი მცველი, მე-16 ეპიზოდში ხდება დიდი ვეზირი, მე-18 ეპიზოდში კლავს აჰმედ I საბჭოს თანდასწრებით | 1 |
ქუიუჯუ მურად ფაშა | ჯიჰან უნალი | აჰმედ I-ს ერთ-ერთი ვეზირი,კლავს ნაზუჰ ფაშა საფიე სულთნის ბრძანებით | 1 |
ნასუჰ ფაშა | თოლგა თუნჯერი | საფიე სულთნის მსახური, ალეპოს მმართველი და ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | 1 |
ქარა დავუთ ფაშა | მუსტაფა უსთუნდაღი | დილრუბა სულთნის მეუღლე და ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი, 24-ე ეპიზოდში დაქორწინდა დილრუბა სულთანზე , 30-ე ეპიზოდში სჯიან სიკვდილით სულთან მუსტაფას ( სინამდვილეში ჰალიმე სულთნის) ბრძანებით | 1 |
ზულფიკარ ფაშა | მეთე ჰოროზოღლუ[5] | ახალგაზრდა იანიჩართა ბანაკის მეთაური, შემდგომში აჰმედის პირადი მცველი, ჰიუმაშაჰ სულთნის მეუღლე , 30-ე ეპიზოდში კლავს მანსურ აღა | 1 |
ლალა ომერ ეფენდი | შაჰინ სექმანი | უფლისწულ ოსმანის აღმზრდელი , კლავენ 30-ე ეპიზოდში | 1 |
ბულბულ აღა | ნადირ სარიბაჯაქი | ჯერ საფიე სულთნის, ხოლო შემდეგ ჰუმაშაჰ სულთნის მთავარი საჭურისი | 1- |
რეიჰან აღა | ემრე ერჩილი | ჰარემის მთავარი საჭურისი,მე-17 ეპიზოდში კლავს დერვიშ ფაშა | 1 |
ჰაჯი აღა | ჰაქან შაჰინი | ჰარემის მთავარი საჭურისი რეიჰან აღას შემდეგ, ემსახურებოდა ჰანდან სულთანს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ქიოსემ სულთანს | 1- |
სულეიმან აღა | იჰსან ონალი | ჰარემის მთავარი საჭურისი, კლავენ ოსმან II-ს წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დროს | 1 |
ებულმეიამინ მუსტაფა ეფენდი | ლევენთ ილმაზი | შეიჰულისლამ ეფენდი | 1 |
ჯენეტ ხათუნი | ესრა დერმანჩიოღლუ | ჰარემის ქალფა, ჯერ საფიე სულთნის, ხოლო შემდეგ ქიოსემ სულთნის ერთგული მსახური, მე-16 ეპიზოდში ხდება ჰარემის ხაზინადარი,30-ეპიზოდში ხდება დილრუბა სულთნის ხრიკების მსხვერპლი | 1 |
მენექშე ხათუნი | ეილემ ილდიზი | ჰალიმე სულთნის მსახური და ჰარემის მთავარი ხაზინადარი | 1- |
ეიჯან ხათუნი | ებრუ უნლუ | ქიოსემ სულთნის მეგობარი და მისი შვილების ძიძა | 1- |
მელექი ხათუნი | შეიმა ბურჯუ გიული | ქიოსემ სულთნის მსახური | 1- |
დუდუ ხათუნი | ნურინისა ილდირიმი | ჰარემის მთავარი ხაზინადარი,კლავენ ჰანდან სულთნის ბრძანებით | 1 |
ენზო | ზელიჯკო ერკიჩი | ქიოსემ სულთნის მამა | 1 |
მეჰმედ კალენდეროღლუ | მერაი იულგენი | ჯელალის ბანდიტების მეთაური | 1 |
ფინჰან აღა | აჰმეთ ვარლი | უფლისწულ მუსტაფას ,,წარმოსახვითი მეგობარი“ | 1 |
საერთაშორისო მაუწყებლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანა | ადგილობრივი სახელწოდება | არხი |
---|---|---|
თურქეთი | Muhteşem Yüzyıl: Kösem | Star TV (I სეზონი)
FOX (II სეზონი) |
ავღანეთი | Magnificent Century: Kosem | 1TV |
ალბანეთი | Shekulli Madhёshtor: Kosem | TV Klan |
ალჟირი | السّلطانة قسم
as-Sulṭānah Qusum |
Echorouk TV |
ბანგლადეში | কোসেম সুলতান | Deepto TV |
ბულგარეთი | Великолепният век: Кьосем | bTV |
ჩილე | Kosem, La Sultana | Canal 13 |
ესტონეთი | Sajandi valitsejanna | Kanal 2 |
საქართველო | დიდებული საუკუნე: ქოსემის რისხვაDidebuli saukune: Kosemis riskhva | Rustavi 2 |
უნგრეთი | A szultána | TV2 |
ინდონეზია | Abad Kajayaan 2: Kosem | SCTV |
ირანი | ماهپیکرMaah Peikar | GEM TV |
ყაზახეთი | Ғаламат ғасыр. Көсем дәуірі | 7 Channel |
კოსოვო | Shekulli Madhёshtor: Kosem | RTV21 |
ლიბანი | حريم السلطان - السلطانة قُسمHareem-el Sultan: El Sultana Qosum | Al Jadeed |
ლიტვა | Didingasis amžius. Jos Didenybė Kiosem | LNK |
ჩრდილოეთი კვიპროსი | Muhteşem Yüzyıl: Kösem | Star TV (season 1)
FOX (season 2) |
მონღოლეთი | Көсэм | |
პაკისტანი | کوسم سلطانKausam Sultan | Urdu 1 |
პოლონეთი | Wspaniałe stulecie: Sułtanka Kösem (season 1)
Wspaniałe stulecie: Sułtanka Kösem - Murad IV (season 2) |
TVP1 |
რუმინეთი | Kosem | Kanal D Romania |
რუსეთი | Великолепный век. Империя КёсемMagnificent Century. Empire of Kosem | Domashniy |
ტუნისი | حريم السلطان - السلطانة قُسمHareem-el Sultan: El Sultana Koosoom | Nessma TV |
ურუგვაი | Kosem La Sultana | Monte Carlo TV |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Kösem Sultan da Star'da!" დაარქივებული 2015-03-16 საიტზე Wayback Machine. (in Turkish).
- ↑ "Muhteşem Yüzyıl Kösem ne zaman başlıyor?" (in Turkish).
- ↑ "TURKEY MIPCOM 2015 COUNTRY OF HONOUR LAUNCHES IN ISTANBUL EVENTS TO INCLUDE EXCLUSIVE “KOSEM THE EMPRESS/MAGNIFICENT CENTURY” SCREENING" დაარქივებული 2016-01-24 საიტზე Wayback Machine. . pressroom.mipcom.com.
- ↑ Carney, Joshua (30 September 2015).
- ↑ "Mete Horozoğlu, Kösem Sultan'da." (in Turkish).