დიდებული საუკუნე: ქიოსემი (ეპიზოდების სია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სერია ორიგინალური სახელი ქართული სახელწოდება რეჟისორი სცენარისტი მაყურებელთა რაოდენობა (მლნ) ჩვენების თარიღი მოკლე შინაარსი
1 Aslan, Kurt ve Kuzu ლომი, მგელი და კრავი იაღიზ ალფ აქაიდინი, მერთ ბაიქალი,
დენიზ ქოლოში
ზეინეფ გუნაი თანი
ნუქეთ ბიჩაქჩი, ილმაზ შაჰინი 5.88 12 ნოემბერი, 2015 1602 წელია, სულთან მეჰმედ III-მ უფროსი ვაჟი, მაჰმუდი სიკვდილით დასაჯა. სიკვდილით დასჯამ დიდი გავლენა იქონია მაჰმუდის უმცროს ნახევარ-ძმაზე - აჰმედზე, ამიტომ იგი ბავშვობიდან მამის შიშში იზრდებოდა. შვილიშვილსი განწყობის გამოსაკეთებლად საფიე სულთანი მთელი მსოფლიოდან ჩამოტანილ საგანძურს აჩვენებს. მათ შორის აჰმედმა მხოლოდ ერთი ლამაზი გოგონას სურათი აიღო. საფიე მიხვდა რომ შვილიშვილს გოგონა მოეწონა და ბრძანა იგი თოფქაფის სასახლეში მიეყვანათ. ამის შემდეგ გაიგებენ რომ სულთან მეჰმედი გარდაიცვალა და ტახტზე ახალი სულთანი - აჰმედი ადის. იმპერიის კანონების თანახმად აჰმედს მისი უმცროსი ძმა, უფლისწული მუსტაფა უნდა დაესაჯაა სიკვდილით, მაგრამ დედის, ჰანდან სულთნის, დაჟინების მიუხედავად მან ეს არ გააკეთა. ამ დროს კეფალონიის კუნძულიდან მოიტაცეს სურათზე გამოსახული გოგონა- ანასტასია. ნასიას უნდოდა გაქცეულიყო, მაგრამ შემთხვევით აჯანყებულ ჯელალის ბანდიტებს შეხვდება, აქ კი გოგონას ჯერ კიდევ გაუწვრთნელი იანიჩარი - ანდრო გადაარჩენს, მას გოგონა უყვარდება და პირდება, რომ იპოვის და გაქცევაში დაეხმარება. სასახლეში ახალი ეჭვი ჩნდება, განსვენებული სულთან მეჰმედი ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა. ანასტასიას მიიყვანენ სასახლეში და საფიე სულთანი მას მაჰფეიქერს დაარქმევს. ჰარემში ნასიას მოატყუებენ რომ სულთანი მსუქანი კაციჭამიაა,რომელიც პატარა გოგონებს კლავს და შემდეგ მიირთმევს. საღამოს, სულთან აჰმედის ოთახში გოგონები მისთვის ცეკვავენ, მაგრამ აჰმედი უხასიათოდაა და მიდს გალიაში, რათა ძმები გირაიების ნაჩუქარი ლომი გამოკვებოს, ეს ლომი მას თავს დაესხმება. აჰმედმა, იმაზე იფაზე ფიქრით რომ ტახტს ვერ შეინარჩუნებდა, შეიჰულისლამ ეფენდის წერილობითი ნებართვა (,,ფატვა") გაუგზავნა, სადაც იგი მისი ძმის, უფლისწული მუსტაფას სიკვდილით დასჯას ითხოვდა. მუსტაფას დედა, ჰალიმე, გადაწყვეტს თავის ბავშვებთან ერთად გაიქცეს. მაჰფეიქერი კი აჰმედთან ,,ჰალვეთისთვის" გაიგზავნა.
2 Alametler ve Mucızeler ნიშნები და სასწაულები იაღიზ ალფ აქაიდინი, მერთ ბაიქალი ნუქეთ ბიჩაქჩი, ილმაზ შაჰინი,
სევგი ილმაზი
4.76 19 ნოემბერი, 2015 უცებ ნასია აჰმედის ოთახში იღვიძებს, სადაც დაინახავს მის პორტრეტს. ამის შემდეგ ის აჰმედს ადანაშაულებს იმაში, რომ სამშობლოს და მშობლებს დააშორა. ნასია ხდება აჰმედის ფავორიტი ხარჭა და ოთახს უმზადებენ. იანიჩარებს ახალი ჯარისკაცები შეემატნენ. ერთ-ერთს სახელად დაარქვეს ალექსანდრე (ალექსანდრე მაკედონელის სახელი). ეს ის ალექსანდრე იყო, რომელმაც ნასია სიკვდილს გადაარჩინა. ჰალიმე, მისი მსახური მენექშე და ჰალიმეს ბავშვები გარბიან ქალაქიდან. ამ დროს, ანასტასია დაინახავს ჯენეტს ვიღაც კაცთან და ეუბნება, რომ თუ მშობლებთან წერილს არ გააგზავნიდა, მბრძანებელს ყველაფერს უამბობდა. ჰალიმეს გაქცევაში ეხმარებიან ჯელალის ბანდიტები, მაგრამ ამ დროს, ყირიმის ჰანზადე შაჰინ გირაი მათ დაატყვევებს და სასახლეში წაიყვანს. აჰმედის ბრძანებით, ჰალიმე, მუსტაფა და დილრუბა საპყრობილეში ჩასვეს, ხოლო ჰალიმეს მომხრე მუსა ფაშა სიკვდილით დასაჯეს. შეიჰულისლამ ეფენდი უარს ამბობს ძმის სიკვდილით დასჯის ფატვის გაცემაზე, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდება, სულთნის ბრძანება შეასრულოს. როდესაც საღამოს ლოცვა დამთავრდა, მუსტაფასთან ჯალათები მივიდნენ. ამ დროს აჰმედმა წვიმაში შენიშნა მისი უფროსი ძმა მაჰმუდი.

აჰმედმა ჯალათებს უბრძანა, რომ მუსტაფა გაეშვათ მუსტაფა. ჰალიმე მბრძანებელს დიდ მადლობას უხდის და ეუბნება, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე აჰმედის ერთგული იქნება.