დიდების მონუმენტი (სამარა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდების მონუმენტი
Монумент Славы
კოორდინატები 53°12′13″ ჩ. გ. 50°06′35″ ა. გ. / 53.20361° ჩ. გ. 50.10972° ა. გ. / 53.20361; 50.10972
მდებარეობა სამარა, რუსეთი
არქიტექტორი ა. სამსონოვი
მოქანდაკე პაველ ბონდარენკო
ოლეგ კირიუხინი
მასალა ფოლადი
გახსნის თარიღი 5 ნოემბერი, 1971

დიდების მონუმენტი (რუს. Монумент Славы) — ძეგლი რუსეთის ქალაქ სამარაში. მდებარეობს ლენინის რაიონში, დიდების მოედანზე. წარმოადგენს სამარის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუიბიშევში (სამარის იმდროინდელი სახელწოდება) დიდების მონუმენტის აგება 1968—1971 წლებში მიმდინარეობდა და 1971 წლის 5 ნოემბერს ის საზეიმოდ გაიხსნა. ძეგლი ეძღვნება დიდი სამამულო ომის დროს კუიბიშების ავიამრეწველობის მუშების უდიდეს დამსახურებას. პროექტის ავტორები იყვნენ მოქანდაკე პაველ ბონდარენკო (კოლექტივის ხელმძღვანელი), მოსკოველი არქიტექტორი ა. სამსონოვი და მოქანდაკე ოლეგ კირიუხინი. ძეგლის დასადგმელად საჭირო ფინანსების შეგროვება მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობდა. კუიბიშევის ქარხნებისა და ფაბრიკების თითოეულმა მუშამ 1 მანეთი შესწირა მშენებლობას. ძეგლის მშენებლობისათვის შერჩეული ადგილი კუიბიშევის საქალაქო აღმასრულებელმა კომიტეტმა გამოყო.

უხვადლეგირებული ფოლადისგან დამზადებული დიდებული მონუმენტი, წარმოადგენს 40-მეტრიან კვარცხლბეკზე მდგომ, სახით მდინარე ვოლკისაკენ მიმართულ მუშის 13-მეტრიან ქანდაკებას. მაღლა აღმართულ ხელებში მუშას დიდი დახრილი ფირფიტები უჭირავს, რომელიც კუიბიშევში გამოშვებული სამხედრო თვითმფრინავების ფრებს ასახიერებს. მუშის ფიგურა მშრომელს გამოსახავს, ხოლო კვარცხლბეკი ცისკენ მიმავალ ნათელ სხივს. ძეგლის ახლოს დგას ამავე ავტორების მიერშექმნილი მემორიალური კომპლექსი „დამწუხრებული დედა“ და მარადიული ცეცხლი. ვოლგის სანაპიროდან და ვოლგის გამზირიდან დიდების მონუმენტამდე კიბე მიუყვებოდა.

ოფიციალურთან ერთად ძეგლმა ხალხში არაოფიციალური სახელიც მიიღო, მაგალითად, რომან „ოქროს ხბოს“ პერსონაჟის საპატივმცემლოდ „პანიკოვსკი ბატით“ და „ფრთები“. ხანდახან ეს ძეგლი გაგარინის ძეგლში ეშლებათ.

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]