დიდების მემორიალური კომპლექსი (გროზნო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდების მემორიალური კომპლექსი
Мемориальный комплекс Славы имени Ахмата Кадырова
კოორდინატები 43°19′35″N 45°40′44″E / 43.326389° ჩ. გ. 45.678889° ა. გ. / 43.326389; 45.678889
მდებარეობა გროზნო, რუსეთი
დაწყების თარიღი 2009
დასრულების თარიღი 2010
გახსნის თარიღი 8 მაისი, 2010

ახმად კადიროვის სახელობის დიდების მემორიალური კომპლექსი (რუს. Мемориальный комплекс Славы имени Ахмата Кадырова) — დიდ სამამულო ომში გამარჯვების მემორიალი, რომელიც ასევე ეძღვნება ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტს ახმად კადიროვს.

კომპლექსი მდებარეობს ქალაქ გროზნოს ცენტრში, მაიაკოვსკის ქუჩაზე. მემორიალის შემადგენლობაში შედის - მუზეუმი, პარკი და მთელი რიგი ძეგლები. მემორიალს უკავია 5 ჰა ფართობი და არის ფართობით მესამე ყველაზე დიდი ობიექტი რუსეთში, რომელიც ეძღვნება საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში გამარჯვებას. საზეიმო ღონისძიებების დროს კომპლექსს შეუძლია დაიტიოს 15 ათასი ადამიანი[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემორიალური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 2009 წლის ოქტომბერში[2] და გრძელდებოდა 6 თვის განმავლობაში. საზეიმო გახსნა გაიმართა სამამულო ომში გამარჯვების 65-ე წლისთავზე 2010 წლის 8 მაისს[3].

არქიტექტურული ანსამბლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემორიალურ კომპლექსში ცენტრალური ადგილი უჭირავს ახმად-ჰაჯი კადიროვის მუზეუმს. მუზეუმი სიმდიდრით და შიდა მორთულობით პაექრობას უწევს მსოფლიო არქიტექტურის ცნობილ ძეგლებს. მარმარილო, მუზეუმის ცენტრში მდებარე პანოსთვის ჩაიტანეს ესპანეთიდან. ჭაღი, რომელიც მოოქროვილია უმაღლესი ხარისხის ოქროთი, ჩამოიტანეს ირანიდან. ჭაღის წონაა ნახევარი ტონა და მასზე 750 ნათურაა დამონტაჟებული[4].

ახმად კადიროვის მუზეუმი დაარსდა 2004 წელს[5][6][7], в 2010 году переехал в современное здание[8]. მუზეუმში გამოფენილია რამდენიმე მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელიც ეძღვნება ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტს ახმად კადიროვს, სამამულო ომში ჩეჩნების მონაწილეობას, მოქმედებს სურათების გალერეა, ასევე რამვენიმე დროებითი გამოფენა[9].

პარკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემორიალური კომპლექსის გარშემო გაშენებულია პარკი - დიდების ხეივანი. პარკი მთლიანად კეთილმოწყობილია, გზებზე დაგებულია ფილები, დამონტაჟებულია ფანარები და სკამები.

ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდების მუდმივი ცეცხლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუდმივი ცეცხლი აანთო ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ-კავკასიის ფედერალურ ოლქში ალექსანდრე ხლოპონინმა.

მავლიდ მუსაიტოვის ძეგლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის თებერვალში ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობამ გამოაცხადა კონკურსი სკულპტურულ კომპოზიციაზე, რომლის ცენტრალური ფიგურა უნდა ყოფილიყო რუსეთის გმირის მავლიდ ვისაიტოვის ცხენზე ამხედრებული ძეგლი. აღნიშნული პიროვნება დიდი სამაულო ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა კავალერიის პოლკს და იყო პირველი საბჭოთა ოფიცერი, რომელიც 1945 წელს ელბაზე შეხვდა მოკავშირეებს[10].

სტელა და ბარელიეფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემორიალური კომპლექსის შენობის ცენტრალურ ნაწილში აღმართულია 39 მეტრიანი კოშკი-სტელა, ხოლო მუზეუმის შენობაზე განთავსებულია საბჭოთა კაშირის 40 გმირის პორტრეტული ბარელიეფი.

აქვეა განთავსებული თემატიკური რეტროსპექტივა „ხანფაშა ნურადილოვი - სტალინგრადის დამცველი“, „ბრესტის ციხესიმაგრის დამცველები“, „რაიხსტაგის აღება“ და სხვა[11].

სხვა ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახმად კადიროვის ძეგლი წარმოდგენილია ორი ქვის ფილით. ასევე აქ გვხვდება მატაშ მაზაევისა და დიდი სამამულო ომის ტანკისტების ძეგლი, რომელიც გაიხსნა 2012 წლის 9 მაისს. ტანკი საჩუქრად გადასცა კრასნოდარის მხარის ვეტერანთა საბჭომ[12][13].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Аллея Славы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-01. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  2. В Чеченской Республике начато строительство Аллеи славы и издание Книги памяти. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-08. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  3. Достойным защитникам Отечества посвящается. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-01. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  4. Музей Ахмат-Хаджи Кадырова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-01. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  5. В республике будет открыт музей А.Кадырова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-06. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  6. Государственное учреждение «Государственный музей Ахмат-Хаджи Кадырова»
  7. Музей Ахмат-хаджи Кадырова продолжает работу…
  8. Государственное казенное учреждение «Мемориальный комплекс Славы им. А. А. Кадырова»
  9. Музей Ахмат-Хаджи Кадырова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-10. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  10. В Грозном будет установлен памятник Кадырову. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-06. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  11. Возводимый в Грозном мемориальный комплекс откроется 9 мая. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-07. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  12. Памятник Маташу Мазаеву. Rutraveller.
  13. „Танк-памятник Т-34 в честь легендарного чеченского танкиста Маташа Мазаева и воинов-танкистов открыт в городе Грозном“. Грозный-информ. 9 мая 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-25. ციტირების თარიღი: 25 декабря 2012. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |8= და |9= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)