დიდგორი (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დიდგორი (მცხეთის მუნიციპალიტეტი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიდგორი.
სოფელი
დიდგორი

დიდგორის მთა და სოფელი დიდგორი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი თბილისი
რაიონი საბურთალო
კოორდინატები 41°47′35″ ჩ. გ. 44°40′15″ ა. გ. / 41.79306° ჩ. გ. 44.67083° ა. გ. / 41.79306; 44.67083
ცენტრის სიმაღლე 900
მოსახლეობა 78 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დიდგორი (თბილისი) — საქართველო
დიდგორი (თბილისი)
დიდგორი (თბილისი) — თბილისი
დიდგორი (თბილისი)

დიდგორისოფელი თბილისში, საბურთალოს რაიონში. შედიოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დიღმის თემში. მდებარეობს დიდგორის მთის სამხრეთ კალთაზე, დიღმისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან — 900 მეტრი, მცხეთიდან — 23 კილომეტრი, თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 16 კმ., სოფელ დიღმიდან 8 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 78 კაცი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1069 წელს მეფე ბაგრატ IV დიდგორში დაბანაკდა და სათავეში ჩაუდგა საქართველოში შემოჭრილ განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებს. ბაგრატ IV მტრის წინააღმდეგ გაგზავნა მესხთა რჩეული ლაშქარი. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს ფადლონის ოცდაათიათასიანი ლაშქარი.

დიდგორი XVII-XVIII საუკუნეებში ლეკთა მარბიელი ლაშქრობების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტად იქცა. 1729 წელს ქართველ მეთოფეთა ლაშქარი დიდგორის კოშკში ჩაუსაფრდა დიდგორ-გელიყარა-სამადლოს გზით ჯავახეთში გადასულ ლეკთა მარბიელ რაზმებს. უკან მობრუნებული ლეკთა რაზმი ქართველმა მეთოფეებმა გაანადგურეს და ნადავლი დაატოვებინეს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 70[1]
2002 90[2]
2014 78[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ენციკლოპედია „თბილისი“, თბილისი, 2002 წ., გვ. 420.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტ.2, გვ. 114.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2016-03-02.
  3. georgia-ethnic-2014