შინაარსზე გადასვლა

დიაქრონია და სინქრონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიაქრონია და სინქრონიაენათმეცნიერების ორი საპირისპირო სფერო. ცნებები შემოიტანა ფერდინანდ დე სოსიურმა, მანამდე გავრცელებული „ისტორიული ენათმეცნიერების“ ნაცვლად.

დიაქრონია, დიაქრონიული ენათმეცნიერება (ბერძ. δια — „შემდეგ“ და ბერძ. χρονος — „დრო“) — შეისწავლის ენას, როგორც ცვალებად მოვლენას, მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. უპირისპირდება სინქრონიას ანუ სინქრონიულ ენათმეცნიერებას რომელიც სწავლობს ენას ერთ რომელიმე ეპოქაში.[1]

სინქრონია, სინქრონული ენათმეცნიერება (ბერძ. δια — „შემდეგ“ და ბერძ. χρονος — „დრო“) — შეისწავლის ენას ერთ რომელიმე ეპოქაში, აგრეთვე ურთიერთმიმართებებს ენობრივი სისტემის შემადგენელ ელემენტებს შორის, რომლებიც ერთდროულად არსებობენ.[2]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 505.
  2. შარაძენიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 375-376.