გასტორნისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დიატრიმა)
გასტორნისის ჩონჩხი

Gastornis (გასტორნისი = ”გასტონის ჩიტი”) — გვარი ნამარხი, დიდი ზომის მორბენალი, უტროპო ფრინველებისა, ცნობილი ევროპისა და ჩრდ. ამერიკის გვიანპალეოცენური და ეოცენური ნალექებიდან. გვარის თანამედროვე სახელწოდება ეკუთვნის გასტონ პლანტეს. სწორედ ასე უწოდა მან 1855 წელს მეუდონში, პარიზთან ახლოს, საფრანგეთში აღმოჩენილი ფრინველის პირველ ნაშთს. ეს დიდი აღმოჩენა საფუძვლად დაედო პლანტეს წარმატებულ აკადემიურ კარიერას, ვინაიდან მალე მან უდიდეს წარმატებას მიაღწია ფიზიკაში.

1970-იან წლებში, ცნობილმა ამერიკელმა პალეონტოლოგმა - ედვარდ კოპმა აღმოაჩინა რიგით მეორე, გაცილებით კარგად შემონახული ნაშთი ჩრდილოეთ ამერიკაში და უწოდა მას სახელად დიატრიმა (διατρέμα ძვ. ბერძ. - ”ნავი”).

ნაშთები ცნობილია ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის (ინგლისი, ბელგია, საფრანგეთი და გერმანია) ეოცენური ნალექებიდან.

ტაქსონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასტორნისი

პლანტეს მიერ ნაპოვნი ფრინველის (Gastornis) თავის ქალის აღმოჩენა დიდ ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, სწორედ ამიტომ მეცნიერებს იგი მიაჩნდათ ჩრდილოეთ ამერიკაში აღმოჩენილი ეგზემპლარისაგან სრულიად განსხვავებულ ფრინველად. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ელიოტ კოუსმა მათ შორის მსგავსება შენიშნა, მეცნიერთა დიდმა ნაწილმა არ გაიზიარა მისი შეხედულება მეოცე საუკუნის დასასრულამდე, როდესაც ისინი დარწმუნდნენ, რომ დიატრიმა და Gastornis მეტად გავდნენ ერთმანეთს. ამიტომ ფრინველთა ამ გვარს ლათინურად Gastornis უწოდეს, თუმცა მასში შემავალ სახეობებს უმეტესწილად დიატრიმებად მოიხსენიებენ.

თავდაპირველად მეცნიერებმა დიატრიმები რიგ წეროსნაირნში გააერთიანეს (ჰებეტი მათ ბატისნაირებს მიაკუთვნებდა), თუმცა დღეისათვის მათ სამართლიანად მიაკუთვნებენ რიგს Galloanserae, რომლებიც ცარცულ პერიოდში წარმოიშვნენ. ასე გაცილებით იოლია ახსნა იმისა, თუ როგორ ცხოვრობდა ასეთი ზომის ფრინველი დინოზავრების გადაშენებიდან დაახლ. 10 მილიონი წლის შემდგომ.

დღეისათვის გვარში აერთიანებენ შემდეგ სახეობებს:

  • Gastornis parisiensis (ჰებეტი, 1855) - ტიპური სახეობა. ადრეული ეოცენი, დას-ცენტრ ევროპა.
    • სინონიმები = Gastornis edwardsii (ლემოინი, 1878); G. klaasseni (ნიუტონი, 1885); G. pariensis (ლაპსუსი)
  • Gastornis russeli (ლარი მარტინი, 1992). გვიანპალეოცენური ნალექები. ბერუ. საფრანგეთი.
  • Gastornis sarasini (შაუბი, 1929) - ადრეული და შუა ეოცენი. დას-ცენტრ ევროპა.
    • სინონიმები = Diatryma geiselensis (ფიშერი, 1978); D. sarasini (შაუბი, 192900
  • Gastornis ajax (შუფელდტი, 1913), გვიანპალეოცენური ნალექები. უომინგი. აშშ.
    • სინონიმები = Diatryma ajax (შუფელდტი, 1913)
  • Gastornis giganteus (კოპი, 1876) ადრეული-? შუა ეოცენი. სამხ-ცენტრ ჩრდილოეთ ამერიკა.
    • სინონიმები = Barornis regens (მარში, 1894); Diatryma gigantea (კოპი, 1876); D. steini (მეთიუ & გრანგერი, 1917); Omorhamphus storchii (სინკლეირი, 1928); O. storchi (უეთმორი, 1931) (დაუმოწმებელი)

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიატრიმები ანუ გასტორნისები ცხოვრობდნენ 56-41 მლნ. წლის წინ და წარმოადგენდნენ მორბენალ ფრინველებს. გარეგნობით სირაქლემას წააგავდნენ. სიმაღლით 1.75 მეტრს აღწევდნენ. ჰქონდათ რედუცირებული ფრთები, ძლიერი, 4-თითიანი ფეხები, შედარებით მოკლე კისერი, მსხვილი თავი და მასიური ნისკარტი. ბინადრობდნენ ტენიან ტყეებში. წარმოადგენდნენ იმ დროისათვის ხმელეთის ერთ-ერთ ყველაზე მასიურ მტაცებელ არსებებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.