დიატკოვოს ბროლის ქარხანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიატკოვოს ბროლის ქარხანა — სამრეწველო დაწესებულება რუსეთში, ქალაქ დიატკოვოში. აწარმოებს სუფრის მინის ჭურჭელსა და ბროლის ნაკეთობებს. დააარსა 1790 წელს ი. მალცოვმა. ცნობილი იყო დიატკოვოს გლეხური ჭურჭელი, მის მოხატულობაში ჭარბობდა მკვეთრი ფერები და ყვავილოვანი ორნამენტი. დიატკოვოს ქარხანამ ოქროს მედალი აიღო 1829 წელს რუსეთის იმპერიის მანუფაქტურის ნაკეთობათა I გამოფენაზე. 1835 წელს ქარხანასთან დაარსდა ბროლის მუზეუმი. ქარხანა განადგურდა მეორე მსოფლიო ომის დროს. აღდგა 1943 წელს. საბჭოთა პერიოდში ქარხანაში დასაქმებული იყო 5000 ადამიანამდე. ამჟამად დასაქმებულია დაახლოებით 200 ადამიანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]