დიანა ლომაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიანა ლომაია
ქვეყანა (სპორტი) საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 2005
დაბადების ადგილი ხობი, საქართველო
წოდება საერთაშორისო ოსტატი
ფიდე რეიტინგი rapid 1734,blitz 1742
მაქსიმალური რეიტინგი 2068[1]

დიანა ლომაია (დ. 2005, ხობი) — ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი.

დიანა ლომაია დაიბადა 2005 წლის 22 იანვარს ქალაქ ხობში. ჭადრაკის თამაში 4 წლის ასაკში ხობის საჭადრაკო წრეზე შეისწავლა. მისი პირველი მწვრთნელი იყო საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ირაკლი გეთია.

დიანამ რამდენიმე წელიწადში მოახერხა საქართველოს ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მოპოვება განსხვავებულ ასაკობრივ კატეგორიებში, ასევე პრესტიჟული ნაციონალური და საერთაშორისო ტურნირების მოგება. 2015 წელს ის შეუერთდა ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბს — „ნანა“, რომელსაც ფიდეს მწვრთნელი, დათო კოდუა ხელმძღვანელობს.

დიანა ლომაიამ 2018 წელს საქართველოს ნაკრების სახელით მონაწილეობა მიიღო ქალთა XXVIII საჭადრაკო ოლიმპიადაზე.[2] 2021 წელს მოიგო საქართველოს ქალთა ჩემპიონატის პირველი ლიგა,[3] ამავე წელს მსოფლიო ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიიღო საერთაშორისო ოსტატის წოდება.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დიანა ლომაიას პროფილი ფიდეზე. Ratings.Fide.com. ციტირების თარიღი: 31 მაისი, 2021.
  2. „43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 23 სექტემბერს იწყება“. „სპორტალი“. 22 სექტემბერი, 2018. ციტირების თარიღი: 31 მაისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. მოჭადრაკე დიანა ლომაია საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა (მარ 30, 2021). ციტირების თარიღი: 31 მაისი, 2021.
  4. „16 წლის დიანა ლომაიამ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ტიტული Woman FIDE Master მოიპოვა“. „იმედინიუსი“. 27 მაისი. ციტირების თარიღი: 31 მაისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]