შინაარსზე გადასვლა

დიანა ლაბარტყავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიანა ლაბარტყავა (დ. 29 აგვისტო, 1960, თბილისი) — ქართველი ექიმი.

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1983–1985 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი, 1985-1990 წლებში მუშაობდა მორფოლოგიის ინსტიტუტის ალერგოლოგიის განყიფილებაში. 1990 წლიდან არის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ალერგოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. არის 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც ეხება ბრონქული ასთმის იმუნოლოგიურ მაჩვენებლებსა და მკურნალობის გზებს. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ალერგოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სტაფილოკოკური სენსიბილიზაციის ფონზე მიმდინარე ინფექციურ–ალერგიული ბრონქული ასთმის იმუნოთერაპია და სტაფილოფაგოთერაპია“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]