შინაარსზე გადასვლა

დიანა ბერიმორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიანა ბერიმორი
დაბადების თარიღი 3 მარტი, 1921 (1921-03-03) (104 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 25 იანვარი, 1960 (38 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
მშობლები მამა: ჯონ ბერიმორი
დედა: ბლანშ ელრიხსი

დიანა ბერიმორი (ინგლ. Diana Blanche Barrymore Blythe; დ. 3 მარტი, 1921, ნიუ-იორკი, აშშ – გ. 25 იანვარი, 1960, იქვე) — ამერიკელი თეატრისა და კინოს მსახიობი.

დიანა ბერიმორი დაიბადა ნიუ-იორკში, დიანა ბლანშ ბარიმორ ბლაითში, მსახიობ ჯონ ბერიმორისა და მისი მეორე ცოლის, პოეტ ბლანშ ელრიხსის ქალიშვილი.

მისი მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ის ოთხი წლის იყო. დიანა პარიზსა და ნიუ-იორკში იღებდა განათლებას და იშვიათად ჰქონდა კონტაქტი მამასთან.

დიანა ბერიმორი და რობერტ კიტი „რომანტიკულ მისტერ დიკენსში“ (1940), ბერიმორის დებიუტი ბროდვეიზე

მოზრდილ ასაკში ბერიმორმა გადაწყვიტა მსახიობობის სწავლა და ჩაირიცხა ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიაში თეატრალურ სამყაროში ბერიმორის სახელის ცნობადობის გამო, მისი სცენაზე გამოსვლა დაიწყო ფართე საჯარო გამოხმაურებებით, მათ შორის 1939 წლის „Life“-ის ყდაზე გამოჩენით. 19 წლის ასაკში ბერიმორმა თავისი დებიუტი ითამაშა ბროდვეიზე და მომდევნო წელს პირველად გამოჩნდა Warner Bros-ის წარმოებულ ფილმში მცირე როლით. 1942 წელს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს Universal Studios-თან, რომელმაც ბერიმორის სახელი სარფიანად გამოიყენა ძირითად სარეკლამო კამპანიაში, სადაც მას უწოდა „1942 წლის ეკრანის ყველაზე სენსაციური, ახალი სახე“. თუმცა, მალევე თავი იჩინა პრობლემებმა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებთან და ძირითადი მედია წყაროების ნეგატიურმა რეკლამებმა შეამცირა მისი პერსპექტივები. ჰოლივუდში სამ წელიწადზე ნაკლები ხნისა და სტუდიაში ექვს მნიშვნელოვან ფილმში როლების შემდეგ, ბერიმორის პირადმა პრობლემებმა მისი კარიერა დაასრულა.

დიანა ბერიმორი 1941 წელს

დიანას მამა - ჯონი გარდაიცვალა 1942 წელს ღვიძლის ციროზით, წლების განმავლობაში დიანა ბერიმორის ცხოვრება ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული კატასტროფების სერია გახდა, რომელსაც თან სდევდა მძიმე დეპრესიული პერიოდები. ალკოჰოლიზმის შედეგად, რამაც გამოიწვია თვითმკვლელობის რამდენიმე მცდელობა და სამკურნალოდ გახანგრძლივებული ყოფნა სანატორიუმებში, მან გაფლანგა კინოდან მიღებული თავისი შემოსავალი და მამის დატოვებული მემკვიდრეობა და როდესაც 1950 წელს დედა გარდაეცვალა, დიანას პრაქტიკულად არაფერი დარჩა ოდესღაც დიდი, ოჯახური სიმდიდრისგან. 1949 წელს მას შესთავაზეს საკუთარი სატელევიზიო თოქ-შოუ სახელწოდებით „დიანა ბერიმორის შოუ“. გადაცემა უკვე ტრანსლაციისთვის მზად იყო, მაგრამ ბერიმორი არ გამოჩნდა და გადაცემა მაშინვე გაუქმდა. მას რომ შოუზე ემუშავა, ეს იქნებოდა პირველი თოქ-შოუ სატელევიზიო ისტორიაში, რომელიც ჯო ფრანკლინს ორი წლით გაუსწრებდა.

1950-იანი წლების დასაწყისში დიანამ და მისმა მესამე ქმარმა გასტროლები გამართეს ავსტრალიაში და შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ მან თავისი ზიზღი გამოხატა კონტინენტის მიმართ.[1]

სამი უიღბლო ქორწინების შემდეგ დამოკიდებულ და ზოგჯერ მოძალადე მამაკაცებთან, 1955 წელს ბერიმორი თავად გახდა საავადმყოფოში გადასაყვანი და თითქმის მთელი წლის განმავლობაში მკურნალობდა. 1957 წელს მან გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფია „Too Much, Too Soon“ („ძალიან ბევრი, ძალიან სწრაფად“) მწერალ ჯეროლდ ფრენკის დახმარებით და წახალისებით. წიგნში შევიდა სპარჯონ ტაკერის მიერ დახატული დიანა ბერიმორის პორტრეტი. 1957 წლის ივლისში მან წიგნის პოპულარიზაცია მოახდინა მაიკ უოლესის სატელევიზიო შოუში - „მაიკ უოლასის ინტერვიუ“ მონაწილეობით. [2] მისი განცხადებები მოიცავდა: „ამჟამად არ ვსვამ. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში, ან ძალიან შორეულ მომავალში, შევძლებ დალევას, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. ეს შეიძლება არასოდეს იყოს შესაძლებელი.“

მომდევნო წელს Warner Bros.-მა გამოუშვა „ძალიან ბევრი, ძალიან მალე“ კინოვერსია. ბერიმორის როლს ასრულებს დოროთი მელოუნი და დიანას მამის როლს ეროლ ფლინი. ფილმი არ იყო წარმატებული და საინტერესო არც კრიტიკოსებისა და არც კინომოყვარულებისთვის.[3]

პირადი ცხოვრება და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარიმორი დაქორწინებული იყო და განქორწინდა მსახიობ ბრამველ ფლეტჩერსა და ჩოგბურთელ ჯონ ჰოვარდზე. მისი ბოლო ქორწინება მსახიობ რობერტ უილკოქსთან. უილკოქსთან ქორწინება დასრულდა 1955 წლის ივნისში, როდესაც მატარებლით მგზავრობისას უილკოქსი 45 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. [4]

ბარიმორი გარდაიცვალა 1960 წლის 25 იანვარს და დაკრძალეს ვუდლონის სასაფლაოზე ბრონქსში, ნიუ-იორკში, დედის გვერდით.[5] მისი გარდაცვალება მიეწერება ნარკოტიკების გადაჭარბებულ დოზირებას, მაგრამ მისმა აუტოფსიამ ვერ დაადგინა სიკვდილის მიზეზი და არ აღმოუაჩენია დოზის გადაჭარბების ნიშნები. [6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. THE AGE "Diana Barrymore Dislikes Australia"; March 15, 1952
  2. Diana Barrymore en. ციტირების თარიღი: 7 April 2017
  3. „Dorothy Malone in Film Biography; 'Oscar' Winner Is Cast as Diana Barrymore“. The New York Times. August 21, 1957. p. 22. ციტირების თარიღი: January 2, 2018. (abstract; full article requires subscription)
  4. „Heart Attack On Train Fatal To Robert Wilcox“. Sarasota Herald-Tribune. June 12, 1955. ციტირების თარიღი: September 11, 2013.
  5. *M.J. Meaker, Sudden Endings, 13 Profiles in Depth of Famous Suicides (Garden City, NY: Doubleday & Company, Inc., 1964), p. 168-188: "You'll See, Mr. Atkinson: Diane Barrymore"
  6. „Autopsy Fails to Show Cause of Diana Barrymore's Death“. Lodi News-Sentinel. January 27, 1960.