შინაარსზე გადასვლა

დიანა ალენი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიანა ალენი

ალენი 1920 წელს
დაბადების თარიღი 1898
გოტლანდი, შვედეთი
გარდაცვალების თარიღი 12 ივნისი, 1949(1949-06-12) (50-51 წლის)
მაუნტ-პლეზანტი, ნიუ-იორკი, აშშ.
სხვა სახელები დიანა ალენ ბუთი
საქმიანობა მოცეკვავე, მსახიობი
აქტიური 1917—1925
მეუღლე(ები) სამუელ პ. ბუთი

დიანა ალენი (189812 ივნისი, 1949) — შვედი-ამერიკელი მსახიობი და ზიგფილდის გოგონა, რომელიც მუნჯ კინოებში (მათ შორის ამჟამად დაკარგულ 1921 წლის „მის 139“-ში)[1] თამაშობდა.

ალენი გოტლანდში, შვედეთში, 1898 წელს დაიბადა და აშშ.-ში 5 წლის ასაკში ჩავიდა. ნიუ-ჰეივენში, კონექტიკუტში, სკოლის დამამთავრებელ კლასებში სწავლის პარალელურად[2] ედი ვიტშტეინთან ერთად დაიწყო მსახიობობა.[3] მისი სასცენო დებიუტი ვოდევილის აქტით, სახელად „გოგონების რისკი“, შედგა (ნედ ვეიბურნთან ერთად). მოგვიანებით გამოჩნდა დადგმებში „მის 1917“, „ზიგფილდის ოინბაზები“ (1917—18), და „ზიგფილდის შუაღამის ანცობა“.[4][5]

ალენი 1918 წლიდან 1925 წლამდე მრავალ მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმში თამაშობდა. მისი პირველი როლი (სრულმეტრაჟიან ფილმში) იყო 1918 წლის კინოში: „ქალი“.[4][6][7][8]

ალენი სამუელ პ. ბუთს 1924 წლის 28 აგვისტოს, გრინვიჩში, კონექტიკუტში გაჰყვა ცოლად.[9][10] ბუთი შტატებს შორის გაზეთების მიწოდებას აკონტროლებდა და ადრე ხელმძღვანელობდა „Chicago Journal“-ის, „New York Evening Journal“-ის და „The New York Globe“-ის სირკულაციას. ის ცოლზე 30 წლით უფროსი იყო. მათ შვილები არ შესძენიათ.[1][11][12] ალენი მაუნტ-პლეზანტში, ნიუ-იორკში, 1949 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა.

  1. 1.0 1.1 Wollstein, Henry J. Strangers in Hollywood: the History of Scandinavian Actors in American Films from 1910 to World War II (1994)
  2. „Violinist in Yale Dining Hall Made Famous Opera Stars of Three Girls“. Pensacola News Journal. Florida, Pensacola. June 15, 1924. p. 12. ციტირების თარიღი: December 7, 2018 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ. თარგი:Open access
  3. (20 June 1924). He's a Star Maker, Danville Bee
  4. 4.0 4.1 Blond Swedish Maiden Plays Lead in "The Kentuckians", The Moving Picture World, September 25, 1920, p. 480
  5. Motion Pictures Studio Directory and Trade Annual (1921), p. 209 ("b. Gotland, Sweden; educ. New Haven, Conn.; stage career, "Follies," 1917–18; "The Frolic," 1919, "Miss 1917"; screen career ...... Hght., 5, 3; wght., 115; blond hair, blue eyes.")
  6. Soister, John T. et al. American Silent Horror, Science Fiction and Fantasy Feature Films, 1913–1929, p. 625 (2012)
  7. Vazzana, Eugene Michael. Silent Film Necrology, p. 13 (2001)
  8. Diana Allen Scores in Victor Kremer's "Voices", The Moving Picture World, August 14, 1920, p. 885
  9. 17 Sep 1924, 14 - The Tampa Tribune at Newspapers.com en. ციტირების თარიღი: 2020-11-05
  10. https://www.ancestry.com/discoveryui-content/view/90157782:70865?_phcmd=u(%27https://www.ancestry.com/search/?name=Diana_Allen&event=1949_Mount+Pleasant-Westchester-New+Yor-USA&birth=1898&count=50&gender=f&marriage=1924&name_x=1_1&spouse=Samuel+P._Booth&successSource=Search&queryId=9e594557aef45ae06b3632a6ed979c92%27,%27successSource%27) თარგი:User-generated source
  11. (13 September 1924). S.P. Booth Wed Actress, The New York Times
  12. (3 April 1939). S.P. Booth, Head of News Company (obituary), The New York Times