დიალექტიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიალექტიზმი (ძველბერძ. διάλεκτος — კილო, კილოკავი ) — ტერიტორიული დიალექტისათვის დამახასიათებელი ენობრივი ფორმა — ფონეტიკური, მორფოლოგიური, სინტაქსური, ლექსიკური — სალიტერატურო ენაში, სადაც იგი განიხილება როგორც ნორმიდან გადახრა. დიალექტიზმი სტილისტიკური ხერხია, მას მიმართავენ პერსონაჟის მეტყველების დასახასიათებლად და ადგილობრივი კოლორიტის გადმოსაცემად. ქართველი მწერლებიდან ამ ხერხს მიმართავენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი, მიხეილ ჯავახიშვილი, ნოდარ დუმბაძე და სხვა. დიალექტიზმი უპირატესად გვხვდება პროზასა და კომედიაში, იშვითად — პოეზიაში. მწერალი, ჩვეულებრივ, იყენებს მშობლიური დიალექტის ფორმებს, ზოგჯერ სხვა დიალექტისასაც (მაგ; ილია ჭავჭავაძე — მოხეურს, მ. ჯავახიშვილი — ხევსურულს).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]