დვაბზუს უსახელო ბაზილიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დვაბზუს უსახელო ბაზილიკა ― ისტორიული ძეგლი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში. განეკუთვნება IV –V საუკუნეებს. ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისა იყო. მდებარეობს კერძო საკუთრებაში. შემორჩენილია ტაძრისა და გალავნის ფრაგმენტები. შემორჩენილი კედლები ნაგებია ფლეთილი და თლილი ქვებით კირის დუღაბის ხსნარზე. ეკლესიას ნახევარწრიული შვერილი აფსიდი აქვს. ადგილზე აღმოჩენილი ბოლნური ჯვარი ამჟამად ინახება დვაბზუს წმინდა გიორგის ტაძარში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16237