ლუიზა-მარგარიტა დე ლორენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დე ლორენი, ლუიზა-მარგარიტა)
Jump to navigation Jump to search
ლუიზა-მარგარიტა დე ლორენი
Louise Marguerite de Lorraine Conty Anonyme Chantilly.jpg
კონტის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 24 ივლისი, 1605
მმართ. დასასრული: 3 აგვისტო, 1614
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრე: ანა მარია მარტინოცი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1588
დაბ. ადგილი: ბლუა, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 30 აპრილი, 1631
გარდ. ადგილი: , საფრანგეთი
მეუღლე: ფრანსუა, კონტის პრინცი
ფრანსუა დე ბასომპიერი
დინასტია: გიზები
მამა: ანრი I, გიზის ჰერცოგი
დედა: კატრინ კლეველი
რელიგია: კათოლიციზმი

ლუიზა-მარგარიტა დე ლორენ-გიზი, პრინცესა დე კონტი (ფრანგ.: Louise-Marguerite de Lorraine-Guise, princesse de Conti) (* 1588; † 30 აპრილი 1631, შატო დ’ო, , საფრანგეთი) იყო ფრანსუა დე ბურბონის, პრინც დე კონტის (* 1558 – † 1614) მეუღლე.

ლუიზა-მარგარიტა იყო 1588 წელს მოკლული ანრი I დე ლორენის, ჰერცოგ დე გიზის, პრინც დე ჟუანვილის (* 1550) და მისი მეუღლის კატრინ დე კლევე-ნევერის, გრაფინია დ’ოს (* 1548 - † 1633) ასული. 1605 წლის 24 ივლისს შატო დე მოდონში მან იქორწინა პრინც დე კონტიზე. ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ საიდომლოდ ჯვარი დაიწერა მარშალ ფრანსუა დე ბასომპიერზე. 1631 წელს ბასომპიერი კარდინალ რიშელიეს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის ბასტილიაში ჩასვეს, ხოლო ლუიზა-მარგარიტა იძულებული გახდა დაეტოვებინა პარიზი და თავის მამულში, ოში წასულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1631 წლის 30 აპრილს.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მის კალამს ეკუთვნის 2 ტომიანი “დიდი ალკანდრის სიყვარულის ისტორია” ("Histoire des amours du grand Alcandre"). ლეიდენი 1663; მეორე გამოცემა, პარიზი 1786. წიგნი საფრანგეთის მეფის ანრი IV-ის სასიყვარულო ამბებს ეხება.