დე ბურის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დე ბურის სასახლე
კოორდინატები ბაქო, აზერბაიჯანი
მდებარეობა ფონ დერ ნონე

დე ბურის სასახლე — სასახლე აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. ეკუთვნოდა ლევ დე ბურს, რომელიც იყო ბაქოს XIX საუკუნის ერთ-ერთი ნავთობის მილიონერი. სასახლე, რომელიც განლაგებულია ნიაზის ქუჩაზე (ყოფილი სავაჭრო), აშენებული იყო არქიტექტორ ფონ დერ ნონეს მიერ, რომელიც იყო ქალაქის ინჟინერი და პოლკოვნიკი, ასევე ინჟინერ ანტონ კანდინოვის მიერ 1891-1895 წლებში. დღესდღეობით სასახლის პირველი კორპუსში განლაგებულია მუზეუმი. 1951 წელს შენობის ეს ნაწილი აზერბაიჯანის სსრ-ს ცკ-ას მდივანმა მირჯაფარ ბაგიროვმა გადასცა 1937 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბებულ რ. მუსტაფაევის სახელობის აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმს.[1][2] დე ბურის სასახლე მშვენივრად ჩაჯდა ბაქოს არქიტექტურულ კომპლექსში. სასახლეს კარგად გამოხატული კლასიკური ელემენტები ამშვენებს. დე ბურის სასახლე ითვლება პირველ მცდელობად საცხოვრებელი სახლის ფასადზე არქიტექტურული — პორტიკების გამოყენებად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Шамиль Фатуллаев. Градостроительство Баку XIX—начала XX веков / Под ред. проф. В. И. Пилявского. — Ленинград: Стройиздат, 1978. — 215 с.
  2. Н. А. Рагимова. Научно-исследовательская работа в музее на основе фондов: на примере Азербайджанского государственного музея искусств им. Р. Мустафаева. დაარქივებული 2015-02-24 საიტზე Wayback Machine. // журнал : Вопросы музеологии. — 2010.