დეტექტივები (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დეტექტივები (სერიალი))
დეტექტივები
ჟანრი დეტექტიური
კრიმინალური
დრამა
სერიალი
სცენარი ილია ჯიბღაშვილი
ალექსანდრე ჯიღაშვილი
ლაშა ცერიაშვილი
რეჟისორი ლაშა ცერიაშვილი
მონაწილეობენ ზაზა იაქაშვილი
ლელა მებურიშვილი
დიმიტრი ტატიშვილი
ლევან ჯიბღაშვილი
გიორგი ჭუმბურიძე
სალომე ფაღავა
კომპოზიტორ(ებ)ი მიხეილ მდინარაძე
სეზონი 2
სერია 32
ეპიზოდი (ეპიზოდების სია)
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი თამარ ჩიხლაძე
ნინო ყუბენაშვილი
ლევან აბრამიშვილი
ირაკლი თაბაგარი
მონტაჟი ნიკოლოზ ჭეიშვილი
თინათინ ნიკურაძე
ოპერატორი გიკა ჭელიძე
ეთერი
ორიგინალური არხი რუსთავი 2
პირველი კავკასიური
ეთერში 8 ოქტომბერი, 20103 ივლისი, 2011

„დეტექტივები“ — ქართული დეტექტიური ჟანრის სერიალი, რომელიც „ახალი სტუდიის“, „სტუდია ჰორიზონტისა“ და „Sound Gravity“-ის საერთო პროექტია. რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული საგამოძიებო სერიალი, რომელიც რუსთავი 2-ის ეთერში 2010–2011 წლებში გადიოდა. სერიალი აგებულია რეალურ საგამოძიებო ისტორიებზე, რომლებიც ქართველმა სამართალ დამცველებმა გამოიძიეს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექვსკაციანი გუნდისგან შემდგარი საგამოძიებო პოლიცია დეტექტივები, რომელებიც მძიმე და შემზარავ საქმეებს იძიებენ.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი გმირი აღწერა
ზაზა იაქაშვილი ზურა კიკნაძე პოლკოვნიკი, დეტექტივი
ლელა მებურიშვილი ეკა მაჩაბელი დეტექტივი
დიმიტრი ტატიშვილი აკაკი ჯანელიძე მაიორი, დეტექტივი
ლევან ჯიბღაშვილი გიორგი ტატიშვილი ლეიტენანტი, დეტექტივი
გიორგი ჭუმბურიძე საბა თვალთაძე პროგრამისტი
სალომე ფაღავა კესო გვიტია კრიმინალისტი

ეპიზოდურ როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნათია გუბენკო - ლალი გარდაცვლილის მეუღლე
  • თამთა გიგინეიშვილი
  • ანდრო სარიშვილი - პიტერ კონდორია მშენებლობაზე ნაპოვნი გარდაცვლილი
  • გიგი გოგოლაძე - ლაშა პოლიციელი (დეტექტივი ეკას მეუღლე)
  • მაია ლომიძე
  • ნინა კალატოზიშვილი

1 სეზონის ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათაური ეპიზოდი შინაარსი თარიღი
კონდორის საქმე 1 ქალაქის შემოგარენში საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მოულოდნელად წყდება. მშენებლები რაღაც საეჭვოს შენიშნავენ. ისინი ახალგაზრდა მამაკაცის გვამს აღმოაჩენენ, რომელიც მიწაშია ჩაფლული. როგორ მოხვდა ის იქ და ვინ ჩამარხა მიწაში? - ამის გარკვევა დეტექტივებს მოუწევთ 08.10.10
კონდორის საქმე 2 მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილი გამოიკვეთა. დეტექტივები ელოდებიან ორდერს, რომელიც მისი დაკავების უფლებას მისცემთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან შესაძლოა მიმალვა სცადოს. ორდერი ოპერატიულად გაიცემა, მაგრამ მოვლენები მოულოდნელად ვითარდება. ეჭვმიტანილი გულის შეტევით კლინიკაში გადაჰყავთ 09.10.10
სოციალური ქსელი 3 სახიფათო კავშირები. სასიყვარულო სამკუთხედი თუ მრავალკუთხედი? ერთმანეთში გადახლართული ვნება და დანაშაული. ბინაში ნაპოვნია ახალგაზრდა ქალის გვამი, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო. ერთი შეხედვით, სუიციდია. მაგრამ მართლა ასეა თუ არა? თვითმკვლელობაა თუ მკვლელობა? დეტექტივებმა, პირველ რიგში, ამ კითხვას უნდა გასცენ პასუხი 15.10.10
სოციალური ქსელი 4 საქმე მოულოდნელად იცვლის მიმართულებას. გატაცებულია ექვსი წლის გოგონა. ბოროტმოქმედი კავშირზე ინტერნეტის საშუალებით გამოდის და გამოსასყიდს ითხოვს. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ბავშვი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ არის. მის სიცოცხლეს ყოველ წამს საფრთხე ემუქრება 16.10.10
ოლიკო 5 აუზზე ხალხმრავლობაა. ერთი შეხედვით, ცუდს არაფერი მოასწავებს. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც იქ საბანაოდ არ მისულა. საიდუმლო პაემანი საშხაპეში ტრაგიკულად მთავრდება. ახალგაზრდა გოგონა თავის უმძიმესი ტრავმით რეანიმაციაში გადაჰყავთ. მოწმე არ არსებობს, არავის არაფერი დაუნახავს. დეტექტივებმა, პირველ რიგში, უნდა დაადგინონ, ვინ იყო საშხაპეში 22.10.10
ოლიკო 6 დანაშაულის ჯაჭვი გრძელდება. აუზზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაზარალებულის სიძე დაჭრეს. მოწმე არც ამჯერად არსებობს. თუმცა შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტი საინტერესო სამხილებს პოულობს. მაგრამ ბოლო არც ეს დანაშაულია. კვერნაძეების ოჯახზე ძალადობა გრძელდება და გაუგებარია, როდის და რით დამთავრდება ეს ყველაფერი 23.10.10
ემდემა 7 გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მანქანა საპატრულო სამსახურს არ ემორჩილება და სვლას განაგრძობს. ანერვიულებული მარიტა კი უშედეგოდ ცდილობს თავის შეყვარებულს დაუკავშირდეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ეჩხუბა. ერთი შეხედვით, ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს. თუმცა, როცა მანქანა გაჩერდება, შიგნით მარიტას შეყვარებულის გვამს აღმოაჩენენ 29.10.10
ემდემა 8 სამეგობროს კიდევ ერთი ახალგაზრდა გამოაკლდა. საეჭვო ვითარებაში კიდევ ერთი მოზარდი დაიღუპა. ნიკა არაბულის მკვლელობიდან მეორე დღეს აღმოაჩინეს მისი მეგობრის - ანა კირთაძის გვამი. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მეზობლებმა ის სახურავზე შენიშნეს, თუმცა გადმოვარდა, თუ გადმოაგდეს, ეს ჯერ არავინ იცის 30.10.10
ბოლო გასეირნება 9 ქალაქის პერიფერია, სკვერი. ღამის სიჩუმეს ქალის კივილი არღვევს. ვიღაცას ისევ არ გაუმართლა, ცუდ დროს მოხვდა ცუდ ადგილას. მეხუთე თავდასხმა სამი თვის განმავლობაში, მსხვერპლი ყველა შემთხვევაში ქალია, მანიაკი აქტიურ ქმედებას განაგრძობს. ხელწერა ერთი და იგივეა, მსხვერპლი ჯერ გააუპატიურეს და შემდეგ გაგუდეს. თუმცა არის ისეთი დეტალებიც, რომლებიც სხვა შემთხვევებში არ დადასტურებულა. იგივე მანიაკი მოქმედებს, თუ ვიღაც ახალი გამოჩნდა, ყველაფერთან ერთად, დეტექტივებმა ამ კითხვასაც უნდა უპასუხონ 05.11.10
ბოლო გასეირნება 10 მანიაკის ქმედებამ კიდევ ერთი მკვლელობა გამოიწვია. უკანასკნელი მსხვერპლის საყვარელი სასიკვდილოდ დაჭრეს. თუმცა დიდხანს არც მანიაკს შეუსვენია. ერთ მშვენიერ დილას სკვერში ცნობისმოყვარე ძაღლმა ქალის მორიგი გვამი აღმოაჩინა. პირველადი მონაცემების მიხედვით, ის მინიმუმ 7 საათის მკვდარია. რეალური ეჭვმიტანილი ისევ არ ჩანს 06.11.10
ნარკოტრაფიკი 11 საზაფხულო კინოთეატრი ღამით, ტბის პირას მშვიდი ატოსფეროა. ხალხი ფილმს უყურებს, ისვენებს. მათ შორის არიან დეტექტივი ეკა მაჩაბელი და მისი მეუღლე. მაგრამ ტბის პირას ყველა დასასვენებლად არ არის მისული. მოულოდნელად ისმის სროლის ხმა და ახალგაზრდა მამაკაცი ძირს ეცემა. მკვლელმა მიმალვა მოახერხა 12.11.10
ნარკოტრაფიკი 12 მანქანის საბარგულში ნაპოვნია ახალგაზრდა მამაკაცის გვამი. იქვეა პისტოლეტი, რომელიც, სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღი უნდა იყოს. დეტექტივებს მოუწევთ იმის გარკვევა, ეს დანაშაული ნარკოტრაფიკის ერთ-ერთი შემადგენილი ნაწილია, თუ მასთან საერთო არაფერი აქვს 13.11.10
მკვლელობა აგარაკზე 13 ერთ დღეს მტკვარმა სამი ადამიანის გვამი გამორიყა. ორი ორთაჭალის კაშხალთან და ერთი დიღომში. ნაპოვნია დამწვარი მანქანა, სისხლის კვალი და ვაზნები. გარდა ამისა, საკუთარ აგარაკზე მოკლულია ბიზნესმენი ნიკა ქორიძე. ერთი შეხედვით, ამ ორ დანაშაულს საერთო არაფერი აქვს, თუმცა თანდათან საპირისპირო მტკიცდება 10.11.19
მკვლელობა აგარაკზე 14 მოკლული ბიზნესმენის—ნიკა ქორიძის გარშემო უამრავი ადამიანი ტრიალებდა. ამიტომ ეჭვმიტანილთა წრე საკმაოდ დიდია. მათ შორის არიან მისი თანამშრომლები და ახლობლები. გამოძიება ჯერ სწორ კვალზე არ დამდგარა, თუმცა შესაძლოა ახალი გარემოება დაეხმაროთ. რკინიგზის თანამშრომელი შემთხვევით ახალგაზრდა ქალს აღმოაჩენს, რომელსაც სველი ტანსაცმელი აცვია და უგონოდაა. გონზე მოსვლის შემთხვევაში, შეიძლება მან თქვას, რა მოხდა 20.11.10
ბინის ქურდები 15 სამოცდახუთი ქურდობა ორი თვის განმავლობაში! ისიც ერთ ქალაქში და ერთი უბნის მიდამოებში!.. დამნაშავეებს ძალიან უმართლებთ!.. თუმცა, არ უმართლებს ბოლო დანაშაულის შემსწრე - დემნას, რომელიც ბოროტმოქმედების მსხვერპლი ხდება... სამხილები ისევ არ არის, თუმცა ძრიფასეულობასთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან კვლავ ქალის ტანსაცმელი და ბავშვის სათამაშოებია წაღებული... დეტექტივებს ლოგიკური კითხვა უჩნდებათ - იქნებ ბანდის ერთ-ერთი წევრი ქალია? 26.11.10
ბინის ქურდები 16 საქმეში ეჭვმიტანილები გამოჩნდნენ... უძრავი ქონების აგენტი დამნაშავეთა ინფორმატორი აღმოჩნდება. ქურდობათა სერია თითქმის გახსნილია... მორიგი ბინა იქურდება. ეს მათი ბოლო საქმეა, მაგრამ შესაძლოა ასევე ბოლო საქმე აღმოჩნდეს რომელიმე პოლიციელისთვის. ბანდის ყველა წევრი შეიარაღებულია... დეტექტივები ცხელ კვალზე მიდიან, საქმეში სპეცრაზმი ერთვება. შეტაკება გარდაუვალია 27.11.10

2 სეზონის ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათაური ეპიზოდი შინაარსი თარიღი
ცეზიუმ 137 1 პოლიციაში ოპერატიული შეტყობინება შედის. ახალგაზრდა ქალბატონმა ქმარი მისსავე კაბინეტში არბალეტით მოკლული აღმოაჩინა... მალე მოვლენები მოულოდნელად ვითარდება, აღმოჩნდება, რომ ახალგაზრდა ქალბატონის მეუღლე სულაც არ არის მკვდარი... პოლიცია ცდილობს დაადგინოს, ვინ არის მკვლელი... და ვინ არის გარდაცვლილი?!
ცეზიუმ 137 2 რიგითი დანაშაულის კვალი სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება. ამბავი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში დაიწყო, მოულოდნელ გაგრძელებას პოვებს... წლების წინ პოლიციელის მიერ გამოჩენილი ჰუმანურობა შეიძლება ქვეყანას ძვირად დაუჯდეს
როგორ მოვიპაროთ 2,000,000 3 შაურმის მზარეული, მორიგ კლიენტს ორიგინალურად `უმასპინძლდება`, დანას ურტყამს მკერდში... სულ მალე კი თავად ხდება იმავე კლიენტის მსხვერპლი... მის ჩანთაში დეტექტივები ძვირფასეულობას პოულობენ. საიდან უნდა ჰქონოდა შაურმის გამყიდველს 150 000 ევროს ღირებულების ბრიალიანტები? . . მის დანაზე აღმოჩენილი ანაბეჭდები კი 3 თვის წინ მოკლულ - არსენ ლეკიშვილს ეკუთვნის... დეტექტივებს რეინკარნაციის არ სჯერათ... აბა რაშია საქმე?! 14.05.11
როგორ მოვიპაროთ 2,000,000 4 კახეთის ერთ-ერთ სოფელში ოქროს ციებ-ცხელებაა, ხმა დაირხა `ლეკ არსენას`წინაპრებისგან ნიკოლოზის დროინდელი ქონება დარჩა და ბაღში აქვს ჩამარხულიო...ვისაც არ ეზარება, ყველას ბარი უჭირავს ხელში და განძს ეძებს... არც მისი საფლავი დაინდეს... სადაც დიდი ფულია, იქ პრობლემებიც დიდია... და სად არის ამ დროს ფული?.. `000 E. N. D. E. F. S` - დეტექტივები შიფრს პოულობენ, რას უნდა ნიშნავდეს ეს? 15.05.11
ხ.ა.მ.ი. 5 ქორწილი... პატარძალი ლოგინის მაგივრად მაცივარში, კაუჭზე ჩამოკიდებული აღმოჩნდება... ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე სასტიკი მკვლელობა ხდება: ღვიძლამოჭრილი მამაკაცი; თვალებ-დათხრილი ქალი; გულამოცლილი ვეტერინარი. დასაჭურისებულ მამაკაცს ყველაზე მეტად გაუმართლა, ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს... ამას თუ გამართლება ჰქვია... ყველა დანაშაულს ერთი ხელწერა აქვს - სისასტიკე... და მკვლელობის ადგილზე დატოვებული პენტაგრამები... ხალხი პანიკაშია, დარწმუნებულები არიან, რომ სოფელში მაქცია დადის 21.05.11
ხ.ა.მ.ი. 6 ბევრი მისტიკა და ნაკლები ლოგიკა... ბევრი კითხვა და ნაკლები პასუხი... მორიგი მსხვერპლი... საქმეში მინიშნებები გამოჩნდა, მკვლელი `ავტოგრაფებს` ტოვებს... `თავქარიანი ქარი`, `გაწყალებული გული`, `მიწა იყავი და მიწად იქეცი`... რას უნდა ნიშნავდეს ეს? დამნაშავე დეტექტივებს თამაშში იწვევს. გამოწვევა მიღებულია... მალე ზებუნებრივი ამბავი ხორცს ისხამს და მატერიალური ხდება... დეტექტივებს ბევრი ფიქრი და რისკზე წასვლა მოუწევთ, თუმცა მათი საქმე რისკის გარეშე წარმოუდგენელია 22.05.11
ხატიას პირმშო 7 ნაგავში მოსროლილი სიცოცხლე.. ნაგვის ბუნკერში გარდაცვლილი ახალშობილის პოვნა უკვე აღარავის უკვირს... თუმცა ავტობუსის გაჩერებაზე, ახალგაზრდა შავკანიანი მამაკაცის გვამს იშვიათად პოულობენ. თუ ის არალეგალია, იდენტიფიკაცია გაჭირდება... დეტექტივებს მოუწევთ იმის გარკვევა, ვინ არის ჩვილის დედა და რა კავშირი აქვს მას შავკანიანი მამაკაცის მკვლელობასთან. დედისთვის არასასურველი ორსულობა ვიღაცისთვის ძალიან სასურველი ხდება 28.05.11
ხატიას პირმშო 8 ერთი შეხედვით, ყველაფერი გაირკვა, ჩვილის დედამ აღიარა საკუთარი შვილის მკვლელობა. თუმცა დაკითხვის დროს მიცემული არაზუსტი ჩვენება დეტექტივებს აფიქრებინებს, რომ რეალობა სულ სხვაა... ორსული გოგონა თავის მოკვლას ცდილობს. ჩნდება ეჭვი, რომ ის უკანონო გაშვილების ბიზნესშია ჩართული... ირკვევა, რომ დამკვეთი—ბობ ბლუმენბახი აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი ტრანსპლანტაციის ცენტრის მფლობელია! 29.05.11
ნიკა გოცაძის დღიური 9 ყაჩაღობა სლოტკლუბში. თავდასხმის დროს სლოტ-კლუბის მეპატრონეს—ნიკა გოცაძეს კლავენ, რასაც მისი ცოლი შეესწრება. ფაქტი ვიდეოკონტროლის მეშვეობითაც დაფიქსირებულია. დეტექტივებს საქმის გახსნა არ უნდა გაუჭირდეთ. მალე ეჭვმიტანილისაც აკავებენ, რომელიც დანაშაულს აღიარებს. თუმცა, ცოტა ხანში ახალი დანაშაული ხდება: მოკლულია ნიკა გოცაძის მძღოლი! 04.06.11
ნიკა გოცაძის დღიური 10 ყაჩაღობას შეკვეთილი მკვლელობა მოჰყვა... იმას, რასაც უკვე გარდაცლილი ვეღარ იტყვის, მისი პირადი დღიური ამბობს... ყოველი ახალი სამხილის შემდეგ შესაძლებელია წინა ვერსიის გადახედვა... დეტექტივებს გაცილებით დიდი ყურადღებით მართებთ ვიდეოჩანაწერის ყურება. დანაშაულის იდეალურად დაგეგმვა შესაძლებელია, თუმცა ვერ დაგეგმავ დანაშაულის შემდგომ მოვლენებს. ეს დეტექტივებმაც იციან 05.06.11
ჩამქრალი ვარსკვლავი 11 ხევში ალმოდებული მანქანა გდია, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ჟურნალისტი ემსხვერპლა... თუმცა, გვამის გაკვეთა სხვა რეალობას ამჟღავნებს—ის ძალადობრივად გაგუდეს. ირკვევა, რომ ცოტა ხნით ადრე მას მოკვლით ემუქრებოდნენ და ურჩევდნენ ჟურნალისტური გამოძიება შეეწყვიტა... საქმეში ჩნდება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც რაღაცას მალავენ... სავარაუდოა, რომ ისინი ვიღაცას დაშინებული ჰყავს... სულ მალე მათზე ნადირობა იწყება 18.06.11
ჩამქრალი ვარსკვლავი 12 საქმე თანდათან კლასიკური დეტექტივის სახეს იღებს! მოწმეებზე ნადირობა გრძელდება... რისი შემსწრენი არიან ისინი, კვლავ გაუგებარია. მაგრამ ნებისმიერი საიდუმლო ოდესმე მჟღავნდება! შვიდი წლის წინანდელი, ბურუსით მოცული წვეულების დეტალები დღეს აშკარავდება. გაისმის მთავარი კითხვაც: სად არის ერთ დროს პოპულარული და პერსპექტიული მომღერალი—თამარ გორგილაძე?! ფსიქიატრიულ კლინიკაში მისი მკურნალობის ამბავი მითია თუ რეალობა? 19.06.11
ჯეოტრანზიტი 13 გზაზე ნაპოვნია საინკასაციო მანქანა... მოკლულია დაცვის სამსხურის თანამშრომელი. ვის უნდა დამორჩილებოდა მძღოლი, თუ არა სამართალდამცველებს? დანაშაულის ადგილზე ნაპოვნია პოლიციელის ყალბი ჟეტონი. დეტექტივებს უცნობი `კოლეგები` გამოუჩნდნენ, რომლებსაც, მათგან განსხვავებით, სულ სხვა მიზნები ამოძრავებთ... მალე ნარკოკარტელის ერთ-ერთი წევრის მკვლელობას უკვეთენ... ვიღაცისთვის ნარკოკურიერი სახიფათო და არასასურველი გახდა 25.06.11
ჯეოტრანზიტი 14 მძიმედ დაჭრილი თაბაგარის სიცოცხლე ბეწვზე კიდია... განსაკუთრებით, ეთუნა განიცდის ამას. დეტექტივებს უფრო მეტი მოტივაცია უჩნდებათ საქმის გასახსნელად. მალე, ნარკოტრაფიკის მთელი სქემა იშიფრება... ჯართით დატვირთული ვაგონები გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, მისი საშუალებით ნარკოტიკი გადააქვთ. ნარკობიზნესი ყველაზე დაუნდობელი სფეროა, იქ არავის არაფერს პატიობენ. ამას დამნაშავეები თავის თავზე გამოცდიან... დეტექტივები გადამწყვეტი ოპერაციისთვის ემზადებიან, მათ ორ მთავარ კითხვას უნდა გასცენ პასუხი—სად არის ფული და სად არის ნარკოტიკი? 26.06.11
-სგან 15 ბინაში აფეთქების ხმა ისმის. გარდაცვლილია მამაკაცი _ სერგეი ხვოროსტოვსკი. მისი შვილი მსუბუქად დაშავდა. კრიმინალისტების თქმით, ნამცხვრის ყუთში იყო ხელყუმბარა, რომელზეც, სავარაუდოდ, ვიღაცის სახელი ეწერა. რაც დეტექტივებს აფიქრებინებს, რომ ეს შურისძიების აქტი იყო. თუმცა ის არ მოკვდა, ვინც მკვლელს მიზანში ჰყავდა ამოღებული. ხვოროსტოვსკის ხელში ნამცხვრის ყუთი შემთხვევით მოხვდა. ცოტა ხანში საცხობის მფლობელს მოკლულს პოულობენ 02.07.11
-სგან 16 მკვლელობის ადგილას, საკონდიტროს ერთ-ერთ კედელზე, დეტექტივები პოულობონ კრემით გაკეთებულ იმავე წარწერას, რომელიც ნამცხვრის ყუთში ჩადებულ ხელყუმბარაზე ფიგურირებდა—ფიბი. დეტექტივებს უკვე ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ მკვლელობების სერია შურისძიებაა, ოღონდ, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად ადრესატი არ შეშლიათ. პოლიციელებმა უნდა დაადგინონ, ვინ დგას მეტსახელ ფიბის უკან 03.07.11

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]