დესპინა ხათუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დესპინა ხათუნი
Pisanello 011.jpg
მშობ. სახელი Θεοδώρα Μεγάλη Κομνηνή
დაბ. თარიღი 1439
ტრაპიზონის იმპერია
გარდ. თარიღი უცნობია
დიარბაქირი
დაკრძალულია წმინდა გიორგის ეკლესია, ირანი
წინამორბედი სარა ხათუნი
მემკვიდრე გევჰერ სულთან ბეგუმი
რელიგია მართლმადიდებლობა
მეუღლე(ები) უზუნ-ჰასანი
შვილ(ებ)ი სულთან ჰალილი, ჰალიმა ბეგუმი, მაქსუდ მირზა, ზეინალ მირზა
მშობლები მამა: იოანე IV კომნენოსი
დედა: ალექსანდრე I-ის ქალიშვილი ბაგრატიონი

თეოდორა კომნენოსი (ბერძნ. Θεοδώρα Μεγάλη Κομνηνή; თეოდორა მეგას კომნენოსი; დ. 1439, ტრაპიზონის იმპერია — გ. უცნობია, დიარბაქირი) — ტრაპიზონის იმპერიის პრინცესა. იმპერატორ იოანე IV კომნენოსისა შვილი. ასევე ცნობილია, როგორც დესპინა ხათუნი (სპარს. دسپینا خاتون).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეოდორა დაიბადა 1439 წელს, ტრაპიზონში. იგი იყო იოანე IV-ს ქალიშვილი. 1458 წელს, თეოდორა დააქორწინეს აყ-ყოიუნლუს მმართველზე, უზუნ-ჰასანზე.

დესპინა ცნობილი იყო თავისი სილამაზით. მან უზუნ-ჰასანი დაითანხმა, რომ იგი რჯულს არ შეიცვლიდა და იქნებოდა კვლავ ქრისტიანი. 1459 წელს, იოანე კომნენოსი გარდაიცვალა და ტრაპიზონის ტახტი დაიკავა მისმა ბიძამ, დავით კომნენოსმა. ამ დროს, ტრაპიზონის იმპერიას საფრთხე ემუქრებოდა ოსმალეთის მხრიდანაც. დესპინამ დახმარება სთხოვა უზუნ-ჰასანს, მაგრამ დავითმა ყველაზე ადრე დაიწყო შეტევა ოსმალთა წინააღმდეგ. 1461 წლის შემოდგომის ბოლოს, ოსმალეთის სულთანმა, მეჰმედ II დამპყრობელმა დაიპყრო ტრაპიზონი და ტყვედ წაიყვანა დავითი და მისი ოჯახი.

დესპინას საიდუმლო მიმოწერა ჰქონდა დავითთან და მის ოჯახთან. ერთხელ, მან დავითს მისწერა, რომ საქართველოში გამოეპარებინა მისი ერთ–ერთი ვაჟი, ალექსი, და დალოდებოდა დახმარებას. ამ წერილის შესახებ შეიტყო სულთან მეჰმედმა და დავითი და მისი შვილები სიკვდილით დასაჯა.

დესპინა და მისი მეუღლე, უამრავ ეკლესიასა და ტაძრებს აშენებდნენ. 1471 წელს, დესპინა გაურკვეველი მიზეზების გამო, ქმარს გაეყარა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ კვლავ შეურიგდა.

1478 წელს, უზუნ-ჰასანი გარდაიცვალა. ტახტი მის ვაჟს, სულთან ჰალილს ერგო. ის ერთი დღის შემდეგ, მოკლეს და მისი ადგილი დაიკავა უზუნ-ჰასანის სხვა ცოლის შვილმა, იაქუბმა. დესპინა დედაქალაქიდან გააძევეს და ტაძარში მონაზვნად აღიკვეცა. მისი გარდაცვალების თარიღი უცნობია. დაკრძალულია მისსავე აშენებულ წმინდა გიორგის ეკლესიაში, ირანში. დესპინამ შური აყ-ყოიუნლუს მმართველებზე იმით იძია, რომ მისი ქალიშვილი მართა, დაქორწინდა არდებილის შეიხზე, ჰეიდარზე, რომლისგანაც ეყოლა ირანის მომავალი შაჰი, ისმაილ I. ისმაილმა რამდენიმე წლის შემდეგ, ბოლო მოუღო აყ-ყოიუნლუს დინასტიას.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სახელით უცნობი, დაქორწინებული იყო ვენეციის გრაფზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Profile of Alexios IV and his children in "Medieval Lands" by Charles Cawley
  • William Miller, Trebizond: The last Greek Empire of the Byzantine Era: 1204-1461, 1926 (Chicago: Argonaut, 1969), pp. 81f
  • A. Vasiliev, "Tero Tafur, a Spanish Traveler of the Fifteenth Century and His Visit to