დერჟავნაიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (დონეცკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დერჟავნაიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
დერჟავნაიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (დონეცკი) — რუსეთი
დერჟავნაიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (დონეცკი)
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონეცკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1996-2014

დერჟავნაიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь Державной иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ დონეცკში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას[1].

ეკლესიის მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ქალაქი დონეცკი, მშვიდობის პროეპექტი, № 97[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წელს ქალაქ დონეცკის ადმინისტრაციამ სამლოცველო სახლისათვის გამოყო ყოფილი საწყობი და მისი მიმდებარე მიწის ნაკვეთი. როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიის მიტროპოლიტის ბრძანებით პირველ წინამძღვრად დაინიშნა დეკანოზი ალექსანდრე ვოლკოვი და ჩამოყალიბდა სამრევლო საზოგადოებაც. მან აღადგინა ახალი ეკლესიის კედლები. სამრეკლოს პროექტის რეალიზაცია კი მოახდინა მისმა მემკვიდრემ დეკანოზმა სერგეი მორგუნმა, თუმცა ამის შემდეგ ეკლესიის მშენებლობა გაჭიანურდა.2009 წლიდან მშენებლობის საქმეში ჩაერთო ახალგაზრდა მღვდელი დიაკვანი ვლადიმერ ტატარკინი. 2011 წელს არქიტექტორ გ. სტარიხის პროექტის მიხედვით მოხდა ეკლესიის მშენებლობის დასრულება (მისივე პროექტით აშენდა კამენსკ-შახტინსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია). 2014 წელს ეკლესიას დაადგეს გუმბათი და დაკიდეს ზარები[3]. ამავე წელს მოხდა ტაძრის კურთხევა.

ეკლესიაში მხოლოდ ღვთისმსახურება არ მიმდინარეობს, აქ იმართება სასულიერო-საგანმანათლებლო, მისიონერული და სოციალური ღონისძიებებიც. ეკლესია ეხმარება უნარშეზღუდულებს, მრავალშვილიანებს, ლტოლვილებს და კვებავს ქალაქში მდებარე ორ ჩვილ ბავშვთა სახლს. ეკლესიასთან გახსნილია საკვირაო სკოლა, აგებულია სატრაპეზო.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას რომელსაც ადრე ერქვა „37-ე მაღაზია“ ახლა უწოდეს „დერჟავნაიის ეკლესია“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]